1.საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შუძლია მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას.
2.საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30-მა წევრმა საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა, განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს.
3.განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის:
ა) სახელი, გვარი;
ბ) დაბადების თარიღი;
გ) (ამოღებულია -06.10.2023, №3560) ;
დ) თანამდებობა (საქმიანობა);
ე) სამუშაო ადგილი;
ვ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);
ვ 1 ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
ზ) პარტიულობა;
თ) საქართველოში ცხოვრების ვადა;
ი) წარმდგენი საარჩევნო კოლეგიის წევრებისა და მათი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, თანამდებობა, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და სხვა რეკვიზიტები (არსებობის შემთხვევაში).
4.განცხადებას უნდა ერთოდეს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა და 3 ფოტოსურათი.
5.განცხადებას უნდა ერთოდეს ასევე საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის ხელწერილი, რომ იგი იმავდროულად არ არის სხვა სახელმწიფოს მოქალაქე. თუ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი იმავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა, განცხადებას უნდა დაერთოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა მიმართა სხვა, შესაბამისი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს ამ სახელმწიფოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ.
6.განცხადებას ხელს აწერს საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობიდან საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარმდგენი ყველა წევრი.
საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5438 - ვებგვერდი, 12.07.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3269 – ვებგვერდი, 27.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 17 მარტის ორგანული კანონი №5772 – ვებგვერდი, 23.03.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 6 ოქტომბრის ორგანული კანონი №3560 – ვებგვერდი, 24.10.2023წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შუძლია მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას.2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30-მა წევრმა საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა, განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს.3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის:ა) სახელი, გვარი;ბ) დაბადების თარიღი;გ) (ამოღებულია -06.10.2023, №3560) ;დ) თანამდებობა (საქმიანობა);ე) სამუშაო ადგილი;ვ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);ვ 1 ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;ზ) პარტიულობა;თ) საქართველოში ცხოვრების ვადა;ი) წარმდგენი საარჩევნო კოლეგიის წევრებისა და მათი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, თანამდებობა, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და სხვა რეკვიზიტები (არსებობის შემთხვევაში).4. განცხადებას უნდა ერთოდეს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა და 3 ფოტოსურათი.5. განცხადებას უნდა ერთოდეს ასევე საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის ხელწერილი, რომ იგი იმავდროულად არ არის სხვა სახელმწიფოს მოქალაქე. თუ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი იმავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა, განცხადებას უნდა დაერთოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა მიმართა სხვა, შესაბამისი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს ამ სახელმწიფოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ.6. განცხადებას ხელს აწერს საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობიდან საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარმდგენი ყველა წევრი.საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5438 - ვებგვერდი, 12.07.2016წ.საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3269 – ვებგვერდი, 27.07.2018წ.საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.საქართველოს 2020 წლის 17 მარტის ორგანული კანონი №5772 – ვებგვერდი, 23.03.2020წ.საქართველოს 2023 წლის 6 ოქტომბრის ორგანული კანონი №3560 – ვებგვერდი, 24.10.2023წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №82 · ძალაშია 24 ოქტ. 2023-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
13 დეკ. 2018 – 1 იან. 2021ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს პარლამენტი…საქართველოს მოქალაქეობ…მაუწყებლობის შესახებსაქართველოს მოქალაქეობ…