Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებმუხლი 54

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

მუხლი 54. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი და მისი უფლებამოსილება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 1 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენს მხოლოდ იმ საარჩევნო კომისიასთან ურთიერთობაში , რომელშიც მას აქვს რეგისტრაცია ამ კანონის შესაბამისად .

2.არჩევნებში მონაწილე პარტიას უფლება აქვს , ყოველ საარჩევნო კომისიაში დანიშნოს მხოლოდ ორ - ორი წარმომადგენელი . უ სკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნული წარმომადგენლები არ შეიძლება იმავდროულად დაინიშნონ სხვა საარჩევნო კომისიაში .

3.საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 18 წლის ასაკიდან , გარდა ამ კანონის 56 - ე მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა .

4.ამ მუხლის მე -2 პუნქტით განსაზღვრული საარჩევნო სუბიექტი უ სკოში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებით მიმართავს უ სკოს თავმჯდომარეს . სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში უ სკოს თავმჯდომარე 24 საათის განმავლობაში განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და გასცემს წარმომადგენლის მოწმობას , რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი .

5.ამ მუხლის მე -2 პუნქტით განსაზღვრული საარჩევნო სუბიექტი საოლქო საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებით მიმართავს უ სკოს მდივანს , ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ − შესაბამისი ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს . სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი 24 საათის განმავლობაში განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და გასცემს წარმომადგენლის მოწმობას , რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი .

6.საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებას ხელს უნდა აწერდეს პარტიის ხელმძღვანელი პირი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი . ამ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის გვარი , სახელი , მისამართი ( საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით ) და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი . აღნიშნულ განცხადებას უნდა ერთოდეს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი .

7.საარჩევნო სუბიექტის მხოლოდ ერთ წარმომადგენელს აქვს უფლება , დაესწროს შესაბამისი საარჩევნო კომისიის სხდომებს , მოითხოვოს სიტყვით გამოსვლა და აზრის გამოთქმა , ამა თუ იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება , ისარგებლოს ამ კანონით დადგენილი სხვა უფლებებით . საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი კენჭისყრის დღეს შეუზღუდავად სარგებლობს ამ კანონის 53 - ე მუხლის პირველი პუნქტითა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 73- ე მუხლის მე -3 ნაწილით გათვალისწინებული უფლებებით .

8.საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს , არჩევნების ( კენჭისყრის ) დღეს საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 1 წარმომადგენლისა .

9.საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს , კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე -10 დღისა ნებისმიერ დროს დანიშნოს / გამოიწვიოს / შეცვალოს თავისი წარმომადგენელი . საარჩევნო სუბიექტმა ეს შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა აცნობოს .

10.თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი “ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები , და თუ პარტია ერთდროულად მონაწილეობს ზემოაღნიშნულ არჩევნებში , ასეთ შემთხვევაში პარტიას უფლება აქვს , დანიშნოს არაუმეტეს ორი წარმომადგენელი – მხოლოდ უსკოში . უსკოში ან საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნული წარმომადგენლები არ შეიძლება იმავდროულად დაინიშნონ სხვა საარჩევნო კომისიებში .

წინა მუხლი 53შემდეგი მუხლი 55

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-01

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
5
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს საარჩე… 73საქართველოს საარჩე… 73მუხლი 53მუხლი 56მუხლი 73

მიუთითებენ მასზე

მუხლი 88

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 32საუბნო
  • 30საუბნო
  • 26საოლქო

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 47საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი და მისი უფლებამოსილება
  • 39საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია
  • 28საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა არჩევა

თავისუფლების ქარტია

  • 11კომისიიდან ინფორმაციის მიღების აუცილებლობა

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 21კანდიდატთა წარდგენა
  • 3საყოველთაო საარჩევნო უფლება
  • 25საარჩევნო ბიულეტენი

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 20კომისიის შემადგენლობა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 24საარჩევნო უფლება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2131173734739285356738832302654
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …საქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…თავისუფლების ქარტიაადგილობრივი წარმომადგე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 მაი. 2026