საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

მუხლი 3 (დანართი 1). კომისიის სტრუქტურა და შემადგენლობა

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კომისიის შემადგენლობაში , კომისიის თავმჯდომარის გარდა , ასევე შედიან შემდეგი სამუშაო ჯგუფების წევრები : ა ) ქონებრივი საკითხების განმხილველი და ეკლესიის ეკონომიკური საქმიანობისათვის შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შემქმნელი სამუშაო ჯგუფი ; ბ ) XIX და XX სს ‑ ში ( საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში ) ეკლესიისათვის მიყენებული ზარალის დამდგენი სამუშაო ჯგუფი ; გ ) სახელმწიფო მუზეუმებში დაცული საეკლესიო საგანძურის და ისტორიული მნიშვნელობის ტაძრების მოვლა ‑ პატრონობის რეჟიმის დამდგენი სამუშაო ჯგუფი ; დ ) კანონით დადგენილი წესით ჯვრისწერის აღიარების განმსაზღვრელი სამუშაო ჯგუფი ; ე ) სამხედრო ‑ საჯარისო ფორმირებებში , საპატიმროებსა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მოძღვრის ინსტიტუტის განმსაზღვრელი სამუშაო ჯგუფი ; ვ ) განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის განმსაზღვრელი სამუშაო ჯგუფი ; ზ ) საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს საპატრიარქოს სამართლებრივი სტატუსის და იქ არსებული ქართული ეკლესია ‑ მონასტრების მოვლა ‑ პატრონობისა და საკუთრების განმსაზღვრელი სამუშაო ჯგუფი ; თ ) რელიგიური დანიშნულების ნაგებობათა წარმომავლობის დამდგენი სამუშაო ჯგუფი .

2.სამუშაო ჯგუფების შემადგენლობაში თანაბრად უნდა იქნენ წარმოდგენილი საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის დადგენილება № 8 9 - ვებგვერდი, 1 3 . 0 3.201 2 წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 აპრილის დადგენილება №82 – ვებგვერდი, 18.04.2013წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
141015¹⁰5 (და…2362 (და…15 (დ…2 (და…4540483 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურში კონკ…საქართველოს სახელმწიფო…შრომითი მოვალეობის შეს…ფულის გათეთრებისა და ტ…ელექტრონული კომუნიკაცი…საქართველოს პარლამენტი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა