საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

მუხლი 5 (დანართი 1). სამუშაო ჯგუფების სხდომის გამართვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამუშაო ჯგუფები საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევენ ორ თანათავმჯდომარეს – საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან.

2.საქმიანობის საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად, თითოეული სამუშაო ჯგუფი საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევს მდივანს.

3.სამუშაო ჯგუფების სხდომები იმართება საჭიროებისამებრ, ერთ-ერთი მხარის ინიციატივით.

4.სამუშაო ჯგუფების  თანათავმჯდომარეთა შეთანხმებულ სხდომის გამართვის ადგილს, თარიღს, დღის წესრიგსა და სათანადო მასალებს კომისიის  მდივანი სხდომამდე ხუთი დღით ადრე უგზავნის წევრებს.

5.სამუშაო ჯგუფის წევრის სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში, მას შეუძლია საკუთარი პოზიცია (მათ შორის კენჭისყრაზე დაყენებულ საკითხთან დაკავშირებით) წერილობით გადაუგზავნოს მდივანს სხდომის დაწყებამდე და მისი ხმა გათვალისწინებული იქნება კენჭისყრის დროს.

6.სამუშაო ჯგუფის სხდომა უფლებამოსილია, თუ მის მუშაობაში მონაწილეობს წევრთა ორი მესამედი.

7.სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს წევრთა ორი მესამედის თანხმობით.

8.გადაწყვეტილების მიღებისას დასაშვებია წევრთა ანკეტური გამოკითხვა. ამ გზით გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს წევრთა ორი მესამედი.

9.სამუშაო ჯგუფების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები განსახილველად წარედგინება კომისიას.

10.სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ  სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეები და  მდივანი.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6 (და…3 (და…18 (დ…3 (და…14312221481568135 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახელმწიფო…სახელმწიფოს მიერ დაფინ…საქართველოს პარლამენტი…შრომითი მოვალეობის შეს…საქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა