სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე ან/და სასარგებლო მოდელზე მიღებული პატენტიდან გამომდინარე უფლების მიმართ საჯარო ინტერესის დაცვაზე უფლებამოსილი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 2 (დანართი 1). კომისიის შემადგენლობა და უფლებამოსილება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 10 აგვ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნისა და კომისიის წევრებისაგან.

2.კომისიის სხდომების ორგანიზებასა და კომისიის სხდომის თავმჯდომარის მიერ გაცემულ დავალებათა შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს კომისიის მდივანი. კომისიის მდივნის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს  კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი.

3.კომისია უფლებამოსილია, ცალკეული საკითხების შესწავლის მიზნით, მიიწვიოს შესაბამისი დარგის კვალიფიციური ექსპერტები.

4.კომისია უფლებამოსილია, სახელმწიფო დაფინანსების გამცემი ორგანოსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო დაფინანსების მიმღებ პატენტმფლობელს, მის უფლებამონაცვლეს ან ექსკლუზიური ლიცენზიის მფლობელს (შემდგომში – ბენეფიციარი) სთხოვოს სათანადო განმცხადებელზე/განმცხადებლებზე ლიცენზიის გაცემა და თუ აღნიშნული ბენეფიციარი უარს განაცხადებს ამ თხოვნის დაკმაყოფილებაზე, მიიღოს გადაწყვეტილება საჯარო ინტერესის დაცვის შესახებ და თავად გასცეს ლიცენზია „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე ან/და სასარგებლო მოდელზე მიღებული პატენტიდან გამომდინარე უფლების მიმართ საჯარო ინტერესის დაცვაზე უფლებამოსილი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1023⁴715 (დ…13 (და…58212220119 (და…2 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…სახელმწიფოს მიერ დაფინ…საქართველოს პატენტრწმუ…საქართველოს პატენტრწმუ…საჯარო სამსახურში კონკ…ელექტრონული კომუნიკაცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა