საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

მუხლი 22. ნაწარმოების რეპროგრაფიული გამრავლება ბიბლიოთეკების, არქივებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

დაშვებულია რეპროგრაფიული გამრავლება პირდაპირი და არაპირდაპირი მოგების მიუღებლად, ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, მაგრამ გამოყენებული ნაწარმოების ავტორისა და დასესხების წყაროს აუცილებელი მითითებით, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში – იმ მოცულობით, რომელიც განსაზღვრულია დასახული მიზნით. ასეთი რეპროგრაფიული გამრავლება დაიშვება: ა) ერთეულ ასლად, მართლზომიერად გამოცემული ნაწარმოებების განადგურებული, დაკარგული ან სარგებლობისათვის გამოუსადეგარი ასლების შესაცვლელად ბიბლიოთეკებისა და არქივების მიერ; სხვა ბიბლიოთეკების ფონდებიდან დაკარგული, განადგურებული ან სარგებლობისათვის გამოუსადეგარი ასლების შესაცვლელად ამ ბიბლიოთეკებისათვის გადაცემის მიზნით, თუ ასეთი ასლების მიღება ჩვეულებრივ პირობებში სხვა გზით შეუძლებელია; ბ) ერთეულ ასლად, მართლზომიერად გამოცემული ცალკეული სტატიებისა და სხვა მცირე მოცულობის ნაწარმოებების ან წერილობითი ნაწარმოების მოკლე ნაწყვეტებისა (კომპიუტერული პროგრამების გარდა) ბიბლიოთეკებისა და არქივების მიერ, ფიზიკურ პირთა მოთხოვნით, სასწავლო, სამეცნიერო ან პირადი მიზნით; გ) მართლზომიერად გამოცემული ცალკეული სტატიებისა და სხვა მცირე მოცულობის ნაწარმოებების ან წერილობითი ნაწარმოების მოკლე ნაწყვეტებისა (კომპიუტერული პროგრამების გარდა) საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მეცადინეობისათვის. საქართველოს 2005  წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 30 დეკ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 8 ივლ. 1999 – 30 დეკ. 2020 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4343¹2123182551526157¹157²157³2922
მნიშვნელობით ახლოსსაავტორო და მომიჯნავე …კულტურულ ფასეულობათა ს…საქართველოს ადმინისტრა…კულტურული მემკვიდრეობი…შემოქმედ მუშაკთა და შე…საბიბლიოთეკო საქმის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა