საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

მუხლი 18. ნაწარ მოების ავტორის ქონებრივი უფლებები

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება.

2.ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ა) ნაწარმოების რეპროდუცირება (რეპროდუცირების უფლება); ბ) ნაწარმოების ორიგინალის ან ასლების გავრცელება გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით (გავრცელების უფლება); გ) ნაწარმოების ასლების იმპორტირება გაყიდვის ან გაქირავების ანდა საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის მიზნით, იმ ასლების ჩათვლით, რომლებიც დამზადებულია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობით (იმპორტის უფლება); დ) ნაწარმოების საჯარო ჩვენება (საჯარო ჩვენების უფლება). ეს უფლება არ გამოიყენება, თუ საჯარო ჩვენება არის სამოქალაქო ბრუნვაში გაშვებული ნაწარმოების კანონიერი შესყიდვის შედეგი; ე) ნაწარმოების საჯარო შესრულება (საჯარო შესრულების უფლება); ვ) ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება); ზ) ნაწარმოების თარგმნა (თარგმნის უფლება); თ) ნაწარმოების გადამუშავება (გადამუშავების უფლება); ი) ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის გაქირავება ან/და მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; კ) ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენება.

3.ავტორს ან განსაკუთრებული საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს მიიღოს საავტორო ჰონორარი მისი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის (ჰონორარის უფლება).

4.საქართველოში ავტორის მიერ ან მისი თანხმობით ნაწარმოების ასლის პირველი გაყიდვით ამოიწურება საქართველოს ფარგლებში ავტორის უფლება მის შემდგომ გავრცელებაზე.

5.ნოტებით გამოხატული მუსიკალური ნაწარმოების, აუდიოვიზუალური ნაწარმოების, კომპიუტერული პროგრამის, მონაცემთა ბაზის, ფონოგრამაზე ან ვიდეოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების ავტორებს ან საავტორო უფლებათა სხვა მფლობელებს ეკუთვნით აღნიშნულ ნაწარმოებთა ორიგინალის ან ასლების გაქირავების და მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის განსაკუთრებული უფლება, ამ ორიგინალზე ან ასლებზე საკუთრების უფლების მიუხედავად.

6.არქიტექტურული, ქალაქმშენებლობისა და საბაღე-საპარკო პროექტების გამოყენების განსაკუთრებული უფლება მოიცავს ასეთი პროექტების განხორციელების უფლებას.

7.საავტორო ჰონორარის ოდენობა, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენებისთვის დგინდება, ერთი მხრივ, ავტორს, საავტორო უფლების სხვა მფლობელს ან ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციასა და, მეორე მხრივ, მოსარგებლეს შორის დადებული ხელშეკრულებით. ნაწარმოების კაბელით ხელახალი გადაცემის შემთხვევაში საავტორო ჰონორარის ოდენობა, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი დგინდება მხოლოდ ამ ორგანიზაციასა და მოსარგებლეს შორის დადებული ხელშეკრულებით. თუ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია და მოსარგებლე ვერ შეთანხმდებიან, ჰონორარის ოდენობას, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესს ერთ-ერთი მხარის ან მხარეების მიმართვის საფუძველზე განსაზღვრავს „საქპატენტის“ თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი კომისია, რომლის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონის 65-ე მუხლის მე-5, მე-6 და მე-8−მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით. ყველა მოსარგებლე ვალდებულია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას ჰონორარი გადაუხადოს აღნიშნული კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის შესაბამისად. ამ კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში მისი მიღებიდან 2 თვის ვადაში. შესაბამისი ტარიფის დადგენის შესახებ ამ კომისიის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს ამ გადაწყვეტილების მოქმედებას.

7¹.ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის იმავე პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ყველა მოსარგებლე ვალდებულია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას ჰონორარი გადაუხადოს აღნიშნული კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის შესაბამისად, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ − ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული ტარიფის შესაბამისად.

8.პირს, რომელიც საავტორო უფლების ვადის გასვლის შემდეგ გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით პირველად გახდის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომს ნაწარმოებს, რომლის გამოცემა ან საჯარო გაცნობა ადრე არ მომხდარა, ამ ნაწარმოებზე წარმოეშობა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქონებრივი უფლებები.

9.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ქონებრივ უფლებათა შეზღუდვები განისაზღვრება ამ კანონის 21–28-ე მუხლებით, იმ პირობით, რომ ასეთი შეზღუდვები ხელს არ შეუშლის ნაწარმოების ნორმალურ გამოყენებას და უსაფუძვლოდ არ შელახავს ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის კანონიერ ინტერესებს. საქართველოს 2005  წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198 საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3450 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13 · ძალაშია 1 სექ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 8 ივლ. 1999 – 30 დეკ. 2020 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4868⁵172316131314122621118
მნიშვნელობით ახლოსსაავტორო და მომიჯნავე …არქიტექტურული საქმიანო…დიზაინის შესახებსაქართველოს საპატენტო …ინტელექტუალურ საკუთრებ…კულტურის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა