Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებმუხლი 21

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

მუხლი 21. ნაწარმოების რეპროდუცირება ფიზიკურ პირთა მიერ პირადი სარგებლობისთვის

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025
თემები:საავტორო უფლებების დავებიპლატფორმის შესაბამისობამხატვრის უფლებებითეატრიმუსიკალური ინდუსტრია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314

1.დაშვებულია მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ნაწარმოების რეპროდუცირება ფიზიკური პირის მიერ მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტი არ გამოიყენება: ა) არქიტექტურული ნაწარმოებების შენობა-ნაგებობათა ფორმით რეპროდუცირებისას; ბ) ელექტრონული მონაცემთა ბაზების რეპროდუცირებისას, გარდა ამ კანონის 28-ე და 30-ე მუხლებით  გათვალისწინებული  შემთხვევებისა; გ) კომპიუტერული პროგრამების რეპროდუცირებისას, გარდა ამ კანონის 28-ე და 29-ე მუხლებით  გათვალისწინებული  შემთხვევებისა; დ) წიგნების (მთლიანად), ნოტებისა და სახვითი ხელოვნების ნაწარმოებების რეპროგრაფიული გამრავლებისას; ე) აუდიოვიზუალური ნაწარმოების, ფონოგრამაზე ან ვიდეოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების რეპროდუცირებისას.

3.ფიზიკურ პირთა მიერ პირადი სარგებლობისთვის რეპროდუცირებისას აუდიოვიზუალური ნაწარმოების ან ფონოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესისგან განსხვავებით, უფლება აქვს, მიიღოს შესაბამისი ჰონორარი.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ჰონორარს იხდიან პირადი სარგებლობისთვის რეპროდუცირებისას გამოსაყენებელი მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების მწარმოებლები და იმპორტიორები. ამ ჰონორარის შეგროვებასა და განაწილებას ახორციელებს მხოლოდ ის ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია, რომელსაც მიენიჭა ამავე მუხლით განსაზღვრული უფლებების კოლექტიური მართვის შესახებ აკრედიტაცია.

5.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირადი სარგებლობისთვის რეპროდუცირებისას გამოსაყენებელი მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების სახეობები, შესაბამისი ჰონორარის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება, ერთი მხრივ, მწარმოებლებს ან/და იმპორტიორებს და, მეორე მხრივ, ამ კანონით დადგენილი წესით უფლებამოსილ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას შორის შეთანხმებით. თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, შესაბამისი ჰონორარის ოდენობას, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესს ერთ-ერთი მხარის ან მხარეების მიმართვის საფუძველზე განსაზღვრავს „საქპატენტის“ თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი კომისია ამ კანონის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით, ხოლო შესაბამისი ჰონორარი გადაიხდება იმავე მუხლის მე-7 და 7 1 პუნქტებით განსაზღვრული წესით.

6.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჰონორარი ნაწილდება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრებს/ავტორებს შორის ამ ორგანიზაციის მიერ წლის განმავლობაში მათთვის გადახდილი ჰონორარის პროპორციულად. პროპორციის გამოთვლისას ამავე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გადასახდელი ჰონორარი არ გაითვალისწინება.

7.თუ „საქპატენტმა“ განსხვავებული უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ ერთზე მეტ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას მიანიჭა აკრედიტაცია, ის ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია, რომელსაც მიენიჭა ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების კოლექტიური მართვის შესახებ აკრედიტაცია, ვალდებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ჰონორარი ამავე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესის გათვალისწინებით გაუნაწილოს შესაბამის ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას.

8.ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ჰონორარის შემგროვებელ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას უფლება აქვს, მწარმოებლებს, იმპორტიორებსა და შესაბამის სახელმწიფო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს კონფიდენციალურობის დაცვით მოსთხოვოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების წარმოებისა და იმპორტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია გადასახდელი ჰონორარის ოდენობის დასადგენად. აღნიშნული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს: ა) მხოლოდ მწარმოებლის, წარმოებული მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების სახეობის, რაოდენობისა და თვითღირებულების შესახებ ინფორმაციას − მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების წარმოების შემთხვევაში; ბ) მხოლოდ იმპორტიორების, მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების სახეობის, რაოდენობისა და საბაჟო ღირებულების შესახებ ინფორმაციას − იმპორტირებული  მოწყობილობებისა  და  მატერიალური მატარებლების  შემთხვევაში.

9.სათანადო მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების მწარმოებლები და იმპორტიორები, აგრეთვე შესაბამისი სახელმწიფო ორგანიზაციები და დაწესებულებები ვალდებული არიან ამ მუხლით განსაზღვრული ჰონორარის შემგროვებელ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას კონფიდენციალურობის დაცვით მიაწოდონ ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.

10.საქართველოს მთავრობა ადგენს ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შენახვისა და დამუშავების წესს და განსაზღვრავს იმავე პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის სახელმწიფო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს.

11.ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ჰონორარის შემგროვებელი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ ამავე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში ეს ორგანიზაცია შესაბამისი სუბიექტების წინაშე პასუხისმგებელია მიყენებული ზიანისთვის.

12.ჰონორარი არ გადაიხდევინება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოწყობილობებსა და მატერიალურ მატარებლებთან დაკავშირებით, რომლებიც არის: ა) ექსპორტის საგანი; ბ) პროფესიული მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილი არ არის საშინაო გამოყენებისთვის.

13.ჰონორარი აგრეთვე არ გადაიხდევინება ფიზიკური პირის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების პირადი მიზნით იმპორტირების შემთხვევაში.

14.საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოებების ამ კანონით გათვალისწინებული რეპროდუცირების უფლება არ ვრცელდება დროებით ასლზე. საქართველოს 2000  წლის 5 დეკემბრის კანონი №651 - სსმ I, №47, 14.12.2000 წ., მუხ. 135 საქართველოს 2005  წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება  №2/1/877  – ვებგვერდი, 30.12.2020წ. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3450 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13 · ძალაშია 1 სექ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 8 ივლ. 1999 – 30 დეკ. 2020 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 20შემდეგი მუხლი 22

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ჰონორარის დავა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კონტენტის მონეტიზაცია და საავტორო უფლებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მუსიკალური ნაწარმოების გამოცემა და ლიცენზირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ ბერძული

მარიამ ბერძული

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 9 დეკ. 2025 · №18

  • ციტირებულია 4 მუხლი
  • 2 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 29მუხლი 30

მიუთითებენ მასზე

მუხლი 51მუხლი 62მუხლი 66⁴მუხლი 66⁶

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

  • 23ნაწარმოების გამოყენება ავტორის თანხმობისა და მისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე
  • 26ნაწარმოების რეპროდუცირება სასამართლო წარმოებისათვის
  • 22ნაწარმოების რეპროგრაფიული გამრავლება ბიბლიოთეკების, არქივებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ

არქიტექტურული საქმიანობის შესახებ

  • 13არქიტექტურული ნაწარმოების ავტორის საავტორო უფლება
  • 12არქიტექტურულ ნაწარმოებზე საავტორო უფლების ობიექტი
  • 14საავტორო უფლება სამსახურებრივი დავალების შესრულების წესით შექმნილ არქიტექტურულ ნაწარმოებზე

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 11სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება (გამჟღავნება) უფლების მფლობელის მიერ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 157¹საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელის და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა
  • 157²ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლებზე მითითებული უფლების მართვის ინფორმაციის შეცვლა, განადგურება ან გაყალბება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 189საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების ხელყოფა
  • 255პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ დამზადება ან გასაღება

შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ

  • 3კანონში გამოყენებული ტერმინები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2930516266⁴66⁶232622189255157¹13121121
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაავტორო და მომიჯნავე …არქიტექტურული საქმიანო…ინტელექტუალურ საკუთრებ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 9 დეკ. 2025 · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026