Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებმუხლი 29

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

მუხლი 29. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმები

რედაქცია №29 კონსოლიდირებული · 27 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹2345

1.ამ კანონის მიზნებისათვის, მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა არის „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიის ზღვრულად დასაშვები ნორმა. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა არის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის დადგენილი რაოდენობა, გაანგარიშებული იმ პირობით, რომ დაბინძურების ამ წყაროსა და სხვა წყაროების ერთობლიობიდან გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა კონცენტრაცია ატმოსფერული ჰაერის მიწისპირა ფენაში არ აღემატება ამ წყაროს ზეგავლენის ტერიტორიისათვის დადგენილ მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვებ ნორმებს. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა დგინდება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის ყველა სტაციონარული წყაროსთვის (ობიექტისთვის). ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმები დგინდება ასევე ერთი საწარმოო ტერიტორიის ფარგლებში გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობასთან ერთად განხორციელებული ყველა საქმიანობის გათვალისწინებით. მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა დგინდება 5 წლის ვადით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თითოეული წყაროსთვის და თითოეული მავნე ნივთიერებისთვის. მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმის გაანგარიშებისას ორიენტაცია საუკეთესო ტექნოლოგიაზე უნდა გაკეთდეს.

1¹.გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეთანხმებული ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტში მოცემული პარამეტრების შესრულება/დაცვა სავალდებულოა. ასევე სავალდებულოა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მფლობელის მიერ ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშში მოცემული ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის პარამეტრების შესრულება/დაცვა. მათი შეუსრულებლობა/დაუცველობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ან მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების პირობების დარღვევად მიიჩნევა.

2.( ამოღებულ ია – 25.03.2013, №451 ).

3.ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გაანგარიშებისას მიღებული მასალების შედეგები ფორმდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტის სახით.

4.ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების მეთოდი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“.

5.იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას და რომლის განხორციელების შ ედეგად ხდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა, მტკიცდება გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტი. [მუხლი 29. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმები 1. ამ კანონის მიზნებისთვის მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა არის „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიის ზღვრულად დასაშვები ნორმა. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა არის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის დადგენილი რაოდენობა, გაანგარიშებული იმ პირობით, რომ დაბინძურების ამ წყაროს და სხვა წყაროების ერთობლიობიდან გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა კონცენტრაცია ატმოსფერული ჰაერის მიწისპირა ფენაში არ აღემატება აღნიშნული წყაროს ზეგავლენის ტერიტორიისთვის დადგენილ მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვებ ნორმებს.

2.ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა დგინდება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის ყველა სტაციონარული წყაროსთვის (ობიექტისთვის), გარდა ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობებისა.

3.ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობებისთვის ემისიის ზღვრული მნიშვნელობები დგინდება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

4.ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმები დგინდება ასევე ერთი საწარმოო ტერიტორიის ფარგლებში გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობასთან ერთად განხორციელებული ყველა საქმიანობის (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობებისა) გათვალისწინებით.

5.მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა დგინდება 5 წლის ვადით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თითოეული წყაროსთვის და თითოეული მავნე ნივთიერებისთვის. მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმის გაანგარიშებისას  უპირატესობა საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკას ენიჭება.

6.ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გაანგარიშებისას მიღებული მასალების შედეგები ფორმდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტის სახით.

7.ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების მეთოდი განისაზღვრება „ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

8.იმ საქმიანობისთვის, რომელიც არ ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებასა და ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას და რომლის განხორციელების შედეგად ხდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა, მტკიცდება გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტი.

9.გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეთანხმებული ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტში მოცემული პარამეტრების შესრულება/დაცვა სავალდებულოა. ასევე სავალდებულოა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მფლობელის მიერ ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშში მოცემული ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის პარამეტრების შესრულება/დაცვა. მათი შეუსრულებლობა/დაუცველობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ან მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების პირობების დარღვევად მიიჩნევა. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან) ] საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4951 - ვებგვერდი, 26.04.2016წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №892 - ვებგვერდი, 21.06.2017წ. საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3386 – ვებგვერდი, 30.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №793 – ვებგვერდი, 04.07.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №794 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონის მიზნებისათვის, მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა არის „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიის ზღვრულად დასაშვები ნორმა. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა არის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის დადგენილი რაოდენობა, გაანგარიშებული იმ პირობით, რომ დაბინძურების ამ წყაროსა და სხვა წყაროების ერთობლიობიდან გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა კონცენტრაცია ატმოსფერული ჰაერის მიწისპირა ფენაში არ აღემატება ამ წყაროს ზეგავლენის ტერიტორიისათვის დადგენილ მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვებ ნორმებს. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა დგინდება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის ყველა სტაციონარული წყაროსთვის (ობიექტისთვის). ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმები დგინდება ასევე ერთი საწარმოო ტერიტორიის ფარგლებში გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობასთან ერთად განხორციელებული ყველა საქმიანობის გათვალისწინებით. მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა დგინდება 5 წლის ვადით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თითოეული წყაროსთვის და თითოეული მავნე ნივთიერებისთვის. მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმის გაანგარიშებისას ორიენტაცია საუკეთესო ტექნოლოგიაზე უნდა გაკეთდეს. 1 1 . გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეთანხმებული ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტში მოცემული პარამეტრების შესრულება/დაცვა სავალდებულოა. ასევე სავალდებულოა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მფლობელის მიერ ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშში მოცემული ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის პარამეტრების შესრულება/დაცვა. მათი შეუსრულებლობა/დაუცველობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ან მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების პირობების დარღვევად მიიჩნევა. 2. ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №451 ). 3. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გაანგარიშებისას მიღებული მასალების შედეგები ფორმდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტის სახით. 4. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების მეთოდი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“. 5. იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას და რომლის განხორციელების შ ედეგად ხდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა, მტკიცდება გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტი. [მუხლი 29. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმები 1. ამ კანონის მიზნებისთვის მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა არის „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიის ზღვრულად დასაშვები ნორმა. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა არის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის დადგენილი რაოდენობა, გაანგარიშებული იმ პირობით, რომ დაბინძურების ამ წყაროს და სხვა წყაროების ერთობლიობიდან გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა კონცენტრაცია ატმოსფერული ჰაერის მიწისპირა ფენაში არ აღემატება აღნიშნული წყაროს ზეგავლენის ტერიტორიისთვის დადგენილ მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვებ ნორმებს. 2. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა დგინდება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის ყველა სტაციონარული წყაროსთვის (ობიექტისთვის), გარდა ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობებისა. 3. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობებისთვის ემისიის ზღვრული მნიშვნელობები დგინდება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 4. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმები დგინდება ასევე ერთი საწარმოო ტერიტორიის ფარგლებში გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობასთან ერთად განხორციელებული ყველა საქმიანობის (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობებისა) გათვალისწინებით. 5. მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა დგინდება 5 წლის ვადით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თითოეული წყაროსთვის და თითოეული მავნე ნივთიერებისთვის. მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმის გაანგარიშებისას  უპირატესობა საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკას ენიჭება. 6. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გაანგარიშებისას მიღებული მასალების შედეგები ფორმდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტის სახით. 7. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების მეთოდი განისაზღვრება „ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 8. იმ საქმიანობისთვის, რომელიც არ ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებასა და ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას და რომლის განხორციელების შედეგად ხდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა, მტკიცდება გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტი. 9. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეთანხმებული ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტში მოცემული პარამეტრების შესრულება/დაცვა სავალდებულოა. ასევე სავალდებულოა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მფლობელის მიერ ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშში მოცემული ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის პარამეტრების შესრულება/დაცვა. მათი შეუსრულებლობა/დაუცველობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ან მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების პირობების დარღვევად მიიჩნევა. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან) ] საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4386-ვებგვერდი,17.03.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4951 - ვებგვერდი, 26.04.2016წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №892 - ვებგვერდი, 21.06.2017წ. საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3386 – ვებგვერდი, 30.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №793 – ვებგვერდი, 04.07.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №794 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №27 · ძალაშია 4 ივლ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 4 ივლ. 2025 – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 14 დეკ. 2017 – 1 იან. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2023
  2. 4 ივლ. 2025

    29-ე მუხლს დაემატა 1¹ პუნქტი, რომელიც ავალდებულებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელს დაიცვას შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების პროექტის პარამეტრები, ხოლო მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მფლობელს — ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის პარამეტრები. შეუსრულებლობა გადაწყვეტილების პირობების დარღვევად ითვლება.

  3. 1 იან. 2018· გამოქვეყნდა 21 ივნ. 2017
  4. 1 იან. 2018· გამოქვეყნდა 26 აპრ. 2016
  5. 14 მაი. 2013· გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    29-ე მუხლიდან ამოღებულია დროებით შეთანხმებული ნორმები (მე-2 პუნქტი და მითითებები მე-3, მე-4 პუნქტებში), მე-4 პუნქტში შეიცვალა ტერმინი და მინისტრის დასახელება, ხოლო მე-5 პუნქტით სავალდებულოა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში.

  6. 17 მარ. 2011

    მე-4 პუნქტში გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების მეთოდის დამამტკიცებელი მინისტრი გახდა გარემოს დაცვის მინისტრი; დაემატა ცვლილების მიმთითებელი ჩანაწერი.

  7. 1 იან. 2008· გამოქვეყნდა 26 დეკ. 2007

    29-ე მუხლში ლიმიტის ინსტიტუტი ჩანაცვლდა ზღვრულად დასაშვები და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების, მათი პროექტისა და გაანგარიშების მეთოდის წესით; მე-5 პუნქტი ეხება გარემოსდაცვით ტექნიკურ რეგლამენტებს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 28შემდეგი მუხლი 29¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 27 მაი. 2026 · №29

  • 7 ცვლილება · ბოლო 4 ივლ. 2025
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 16 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 68

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

  • 18ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმები
  • 28დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შეზღუდვა
  • 24ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან

გარემოს დაცვის შესახებ

  • 30გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიისა და მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების ზღვრულად დასაშვები ნორმები
  • 29გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 77ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შეუსაბამობა ან მისი უქონლობა, ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ზემოქმედების დადგენილი ნორმების გადამეტება ან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის მაქსიმალური მნიშვნელობის გადამეტება
  • 82¹ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვის მონაცემების დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობა
  • 76¹გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი ან მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის მიერ მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევისას დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობა ან/და დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის ელექტრონული სისტემის წარმოების შესახებ ინსტრუქციის მოთხოვნების დარღვევა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 295ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება
  • 6ემისიის ზღვრული მნიშვნელობები

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

  • 22საზოგადოების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
68182824295227782¹76¹30292629
მითითებამნიშვნელობით ახლოსატმოსფერული ჰაერის დაც…გარემოს დაცვის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…სამრეწველო ემისიების შ…საზოგადოებრივი ჯანმრთე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 27 მაი. 2026 · რედაქცია №29 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026