სამრეწველო ემისიების შესახებ

მუხლი 6. ემისიის ზღვრული მნიშვნელობები

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილიირაკლი ღლონტიალექსანდრე ხარატიშვილი

1.ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში განსაზღვრული ემისიის ზღვრული მნიშვნელობები ეფუძნება საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებს, რომელიმე კონკრეტული ტექნიკის ან ტექნოლოგიის გამოყენების მოთხოვნის გარეშე.

2.ამ კანონის II დანართით განსაზღვრული დამაბინძურებელი ნივთიერებებისთვის ემისიის ზღვრული მნიშვნელობები დგინდება ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობით.

3.ემისიის ზღვრული მნიშვნელობები და სპეციალური წესები წვის დანადგარებისთვის, ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის საწარმოებისთვის, ასევე იმ საქმიანობებისთვის, რომლებიც ორგანულ გამხსნელებს იყენებენ, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებებით.

4.ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში საქმიანობისთვის განსაზღვრული ემისიის ზღვრული მნიშვნელობები არ უნდა აღემატებოდეს საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკასთან დაკავშირებულ ემისიის დონეებს, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული  შემთხვევისა.

5.ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში განსაზღვრული ემისიის ზღვრული მნიშვნელობები დგინდება ემისიის გარემოში მოხვედრის წერტილისთვის. აღნიშნული ემისიის ზღვრული მნიშვნელობების დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ამ წერტილამდე ნივთიერებების განზავება.

6.სააგენტო უფლებამოსილია ემისიის ზღვრული მნიშვნელობები დამატებით შეავსოს ან შეცვალოს ეკვივალენტური პარამეტრებით ან ტექნიკური ღონისძიებებით, რომლებიც უზრუნველყოფენ გარემოს დაცვის ეკვივალენტურ დონეს.

7.თუ გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები მოითხოვს უფრო მკაცრ პირობებს, ვიდრე ის პირობები, რომლებიც მიიღწევა საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის დანერგვით/გამოყენებით, სააგენტო უფლებამოსილია ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვით დაადგინოს დამატებითი ღონისძიებები, რომლებიც შესაძლოა ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის უფრო მკაცრ პირობებს მოიცავდეს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
306³35¹3024258 (და…51311759196
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამრეწველო ემისიების შ…ნარჩენების მართვის კოდ…გარემოს დაცვის შესახებგარემოსდაცვითი შეფასებ…ნაგავსაყრელის მოწყობის…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა