Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 77

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 77. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შეუსაბამობა ან მისი უქონლობა, ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ზემოქმედების დადგენილი ნორმების გადამეტება ან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის მაქსიმალური მნიშვნელობის გადამეტება

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026
თემები:გარემოს დაცვის დანაშაულებიდაბინძურების კონტროლიქონების დაზიანებაზემოქმედების შეფასება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შეუსაბამობა ან მისი უქონლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

3.ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ზემოქმედების (ვიბრაცია, ხმაური, ელექტრომაგნიტური ველი) დადგენილი ნორმების გადამეტება – გამოიწვევს დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით: ა) ვიბრაციის დადგენილი ნორმის გადამეტება − 1 500 ლარის ოდენობით; ბ) ხმაურის დადგენილი ნორმის 1-დან 4 დბ-მდე გადამეტება − 1 500 ლარის ოდენობით; გ) ხმაურის დადგენილი ნორმის 4-დან 11 დბ-მდე გადამეტება − 2 500 ლარის ოდენობით; დ) ხმაურის დადგენილი ნორმის 11-დან 16 დბ-მდე გადამეტება − 3 500 ლარის ოდენობით; ე) ხმაურის დადგენილი ნორმის 16 ან 16-ზე მეტი დბ-ით გადამეტება − 5 000 ლარის ოდენობით; ვ) ელექტრომაგნიტური ველის ენერგიის ნაკადის სიმკვრივის დადგენილი ნორმის 0,1-დან 5 მკვტ/სმ 2 -მდე გადამეტება − 5 000 ლარის ოდენობით; ზ) ელექტრომაგნიტური ველის ენერგიის ნაკადის სიმკვრივის დადგენილი ნორმის 5-დან 10 მკვტ/სმ 2 -მდე გადამეტება − 10 000 ლარის ოდენობით; თ) ელექტრომაგნიტური ველის ენერგიის ნაკადის სიმკვრივის დადგენილი ნორმის 10-დან 15 მკვტ/სმ 2 -მდე გადამეტება − 15 000 ლარის ოდენობით; ი) ელექტრომაგნიტური ველის ენერგიის ნაკადის სიმკვრივის დადგენილი ნორმის 15 ან 15-ზე მეტი მკვტ/სმ 2 -ით გადამეტება − 20 000 ლარის ოდენობით.

4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას იმავე ქმედების ჩადენისთვის ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.

5.ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის მაქსიმალური მნიშვნელობის გადამეტება – გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) დადგენილზე 5-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში − 5 000 ლარის ოდენობით; ბ) დადგენილზე  5-დან 10-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში − 15 000 ლარის ოდენობით; გ) დადგენილზე 10-ჯერ ან მეტჯერ გადამეტების შემთხვევაში − 45 000 ლარის ოდენობით.

6.ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას იმავე ქმედების ჩადენისთვის ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ხმაურის დასაშვები ნორმები განსაზღვრულია „საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით“. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261 საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 53 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის კანონი №2196 – ვებგვერდი, 10.05.2018წ. საქართველოს 2021 წლის 2 მარტის კანონი №249 – ვებგვერდი, 12.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3668 – ვებგვერდი, 30.11.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №538 · ძალაშია 30 ნოე. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 30 ნოე. 2023
  2. 1 ივნ. 2021· გამოქვეყნდა 12 მარ. 2021
  3. 1 ოქტ. 2018· გამოქვეყნდა 10 მაი. 2018

    77-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულია გაფრქვევის ზღვრულად დასაშვები ნორმების უქონლობა და დარჩა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის უქონლობა; ჯარიმა ჩამოყალიბდა როგორც 500 ლარის ოდენობა.

  4. 14 მაი. 2013· გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    77-ე მუხლი ორ ნაწილად დაიყო: უქონლობაზე ჯარიმაა 500 ლარი, ხოლო ნორმების გადამეტებაზე — 500-დან 1 000 ლარამდე.

  5. 1 იან. 2011· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2010

    77-ე მუხლში მიკროორგანიზმების კულტურასთან დაკავშირებული ქმედებების სამინისტროს ნებართვაზე დაქვემდებარების ნორმა ჩანაცვლდა მითითებით, რომ განსაკუთრებით საშიში პათოგენების ექსპორტ-იმპორტი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

  6. 17 მარ. 1994

    ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ფიზიკური ზემოქმედების ჯარიმა თანამდებობის პირებისთვის ორმოცდაათიდან ას მინიმალურ ანაზღაურებამდეა; გაფრთხილება უცვლელია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 76¹შემდეგი მუხლი 77¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ჰაერის დაბინძურება5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ხელშეშლის პრეტენზიები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დაბინძურების კონტროლის ნებართვებისერვისის გვერდი
  • ემისიის ნებართვებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №642

  • 6 ცვლილება · ბოლო 30 ნოე. 2023
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 19 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 222

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 82¹ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვის მონაცემების დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობა
  • 79⁸გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა
  • 76¹გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი ან მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის მიერ მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევისას დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობა ან/და დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის ელექტრონული სისტემის წარმოების შესახებ ინსტრუქციის მოთხოვნების დარღვევა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 295ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

  • 15ატმოსფერულ ჰაერზე ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედება
  • 29ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმები
  • 30ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები  გაფრქვევის ნორმების პროექტის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის შემუშავება, შეთანხმება, გასხვისება და გაუქმება

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 31მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება
  • 32სამშენებლო ნარჩენებით ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება

შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 16გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების განუხორციელებლობა

გარემოს დაცვის შესახებ

  • 29გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15293029522282¹79⁸76¹29313216277
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…ატმოსფერული ჰაერის დაც…სამრეწველო ემისიების შ…ნარჩენების მართვის კოდ…შენობების ენერგოეფექტუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026