Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამრეწველო ემისიების შესახებმუხლი 2

სამრეწველო ემისიების შესახებ

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:დაბინძურების კონტროლინახშირბადის ბაზრებიგარემოს დაცვის დანაშაულებიპიროვნული დაზიანებაგარემოსდაცვითი პრეტენზიები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) დაბინძურება − საქმიანობის შედეგად მავნე ნივთიერებების, ვიბრაციის, სითბოს ან ხმაურის პირდაპირი ან არაპირდაპირი გავრცელება ატმოსფერულ ჰაერში, წყალში ან  მიწაში, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას, გარემოს, გამოიწვიოს ქონების დაზიანება, შეზღუდოს გარემოს შემადგენელ ელემენტებზე ხელმისაწვდომობა; ბ) საქმიანობის განმახორციელებელი − პირი, რომელსაც სურს ამ კანონის I დანართით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება ან რომელიც ახორციელებს აღნიშნულ საქმიანობას; გ) გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები − გარემოსდაცვითი ნორმები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს  კანონმდებლობით; დ) ზოგადი სავალდებულო  წესები − ემისიის ზღვრული მნიშვნელობები და სხვა პირობები დარგობრივ დონეზე, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს უშუალოდ ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების განსაზღვრისათვის; ე) ნივთიერება − ნებისმიერი ქიმიური ელემენტი და მისი ნაერთები, გარდა რადიოაქტიური ნივთიერებისა და ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმისა; ვ) სახიფათო ნივთიერება − საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ნივთიერება ან/და ნარევი; ზ) მონიტორინგი − გარემოს შემადგენელი ელემენტების (მიწის, წყლის, ჰაერის) ხარისხობრივი მდგომარეობის  გაზომვა, მასზე დაკვირვება და მისი ანალიზი; თ) ემისია − სტაციონარული ან დისპერსიული წყაროდან ნივთიერების, ვიბრაციის, სითბოს ან ხმაურის პირდაპირი ან არაპირდაპირი გავრცელება ატმოსფერულ ჰაერში, წყალში ან მიწაში; ი) სტაციონარული წყარო − დაბინძურების იდენტიფიცირებული ადგილი, საიდანაც დამაბინძურებლები გარემოში ორგანიზებული ნაკადის სახით ვრცელდება; კ) დისპერსიული წყარო − დაბინძურების არეალი, საიდანაც დამაბინძურებლები გარემოში არაორგანიზებული ნაკადის სახით ვრცელდება; ლ) ემისიის ზღვრული მნიშვნელობა − ემისიის გარკვეული პარამეტრებით გამოხატული მასა, კონცენტრაცია ან/და დონე, რომლის გადამეტებაც დროის გარკვეულ პერიოდში ან პერიოდებში დაუშვებელია; მ) საზოგადოება − ერთი ან რამდენიმე ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი; ნ) დაინტერესებული საზოგადოება − საზოგადოება, რომელიც დაინტერესებულია ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის ან მისი პირობების განახლების თაობაზე გადაწყვეტილებით, ან რომელზედაც ზემოქმედებას ახდენს ან შესაძლოა მოახდინოს ამ გადაწყვეტილების მიღებამ, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის მიზანია ქვეყანაში გარემოს დაცვის ხელშეწყობა; ო) ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა − ამ კანონის მე-17 მუხლის გათვალისწინებით გამოცემული აქტი, რომელიც ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების სავალდებულო წინაპირობაა, ეფუძნება საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დასკვნებს  და ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედებას მთლიანობაში, მათ შორის, ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და მიწაში ემისიებს, ნარჩენების წარმოქმნას, ნედლეულის გამოყენებას, ენერგოეფექტურობას, ხმაურს, ავარიების პრევენციას, მონიტორინგისა და საქმიანობის შეწყვეტის შემდგომ საქმიანობის განხორციელების ადგილის აღდგენის/რემედიაციის ღონისძიებებს; პ) ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა − ამ კანონის I დანართით  გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე საქმიანობა ან  სხვა მათთან უშუალოდ დაკავშირებული (მათ შორის, ტექნიკურად დაკავშირებული),  იმავე ადგილზე განხორციელებული საქმიანობა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ემისია ან დაბინძურება; ჟ) პირი − „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირი; რ) დანადგარი − სტაციონარული ტექნიკური ერთეული, რომლის მეშვეობით  ხორციელდება ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა; ს) არსებითი ცვლილება − ტექნოლოგიის, ექსპლუატაციის პირობების ცვლილება, გაფართოება (მათ შორის, წარმადობის გაზრდა), რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედება მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე. არსებით ცვლილებად ასევე ითვლება  საქმიანობის ფარგლებში ამ კანონის I დანართში მითითებული ზღვრების სულ მცირე გაორმაგება; ტ) საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა − საქმიანობების და მათი განხორციელების მეთოდების განვითარების ყველაზე ეფექტიანი და მოწინავე ეტაპი, რომელიც ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის ისეთი პირობების (ემისიის ზღვრული მნიშვნელობები და სხვა) დადგენის საშუალებას იძლევა, რომლებიც მიმართულია ემისიებისა  და მთლიანობაში გარემოზე ზემოქმედების პრევენციისკენ, ხოლო სადაც ეს პრაქტიკულად შეუძლებელია −  მათი შემცირებისკენ; უ) ტექნიკა − გამოყენებული ტექნოლოგია, ასევე ობიექტის დაპროექტების, მშენებლობის, ტექნიკური მომსახურების, ექსპლუატაციისა და ექსპლუატაციიდან გამოყვანის მეთოდები; ფ) ხელმისაწვდომი ტექნიკა − ტექნიკა, რომლის განვითარების დონეც იძლევა მისი გამოყენების საშუალებას შესაბამის სამრეწველო სექტორში, ხარჯთსარგებლიანობის  გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, აღნიშნული ტექნიკის გამოყენება ან შემუშავება ხორციელდება  თუ არა საქართველოში. ამასთანავე, ეს ტექნიკა მიზანშეწონილობის ფარგლებში საქმიანობის განმახორციელებლისათვის ეკონომიკურად და ტექნიკურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს; ქ) საუკეთესო − გარემოს დაცვის თვალსაზრისით ყველაზე ეფექტიანი; ღ) საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის სახელმძღვანელო − განსაზღვრული საქმიანობისთვის ევროპის კომისიის მიერ ინფორმაციის გაცვლის საფუძველზე შემუშავებული დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია გამოყენებული ტექნიკა, არსებული ემისიისა და მოხმარების დონეები, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის განსაზღვრისთვის გათვალისწინებული მეთოდები და ამ ტექნიკის შესახებ დასკვნები, ასევე ნებისმიერი ახალი ტექნიკა, ამ კანონის III დანართში ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით; ყ) საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნები − საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის სახელმძღვანელოს იმ ნაწილებს, სადაც განსაზღვრულია დასკვნები საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ, მათი აღწერილობა, გამოყენების შესაძლებლობა, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიისა და მოხმარების დონეები, მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, საქმიანობის განხორციელების ადგილის სათანადო რემედიაციის ღონისძიებები; შ) საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები − ემისიის დონეების დიაპაზონი, რომელიც მიღებულია საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ან მისი კომბინაციის ნორმალურ საექსპლუატაციო პირობებში გამოყენების შედეგად, როგორც ეს აღწერილია  საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებში და გამოხატულია საშუალო მაჩვენებლის სახით დროის გარკვეული პერიოდისთვის, განსაზღვრულ სტანდარტულ პირობებში; ჩ) ინოვაციური ტექნიკა − სამრეწველო საქმიანობისთვის განკუთვნილი  ტექნიკა, რომელმაც, კომერციულად განვითარების შემთხვევაში, შესაძლოა უზრუნველყოს გარემოს დაცვის უფრო მაღალი ან სულ მცირე იგივე დონე და ხარჯების უფრო  მეტად დაზოგვა, ვიდრე არსებულმა საუკეთესო ხელმისაწვდომმა ტექნიკამ; ც) საბაზისო ანგარიში − ნიადაგისა და მიწისქვეშა წყლების სახიფათო ნივთიერებებით დაბინძურების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია; ძ) გარემოსდაცვითი ინსპექტირება − საქმიანობის ადგილზე დათვალიერება, შემოწმება და შესაბამისი რეაგირება; წ) საწვავი − ნებისმიერი მყარი, თხევადი ან აირადი წვადი მასალა; ჭ) წვის დანადგარი −  ნებისმიერი ტექნიკური მოწყობილობა, სადაც საწვავის ჟანგვა ხორციელდება ამ გზით წარმოქმნილი სითბოს გამოყენების მიზნით; ხ) ნარჩენების ინსინერაციის საწარმო – სტაციონარული ან მობილური ტექნიკური ობიექტი ან მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ნარჩენების თერმული დამუშავებისთვის, გამოყოფილი წვის სითბოს აღდგენით ან მისი აღდგენის გარეშე, ნარჩენების დაჟანგვით (ოქსიდაციით) ინსინირების გზით, აგრეთვე სხვა თერმული დამუშავების პროცესით, როგორიცაა პიროლიზი, გაზიფიკაცია ან პლაზმური დამუშავება, თუ ამ პროცესის შედეგად მიღებული ნივთიერებები ინსინირებულია; ჯ) ნარჩენების თანაინსინერაციის საწარმო – სტაციონარული ან მობილური ტექნიკური ობიექტი ან მოწყობილობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა ენერგიის მიღება ან მატერიალური პროდუქტის წარმოება, რომელიც ნარჩენებს ძირითად ან დამატებით საწვავად იყენებს ან რომელშიც ნარჩენები თერმულად მუშავდება განთავსებისათვის, დაჟანგვით (ოქსიდაციით) ინსინირების გზით, აგრეთვე სხვა თერმული დამუშავების პროცესით, როგორიცაა პიროლიზი, გაზიფიკაცია ან პლაზმური დამუშავება, თუ ამ პროცესის შედეგად მიღებული ნივთიერებები ინსინირებულია; ჰ) სამინისტრო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ჰ 1 ) მინისტრი − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; ჰ 2 ) სააგენტო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი  − გარემოს ეროვნული სააგენტო; ჰ 3 ) სააგენტოს უფროსი − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის −  გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი; ჰ 4 ) (ამოღებულია - 26.06.2025, №792); ჰ 5 ) დეპარტამენტი − სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი; ჰ 6 ) სკოპინგი – პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად განაცხადისთვის და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადებისთვის საჭირო კვლევებისა და მოსაპოვებელი/შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და ამ ინფორმაციის აღნიშნულ განაცხადსა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში ასახვის საშუალებებს. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №792 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

რედაქციების შედარება

ტექსტობრივი ცვლილება არ არის

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 4 ივლ. 2025
წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 3

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გარემოს დაბინძურება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გარემოს დაბინძურება (მუხლი 287-306) - ადვოკატი4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გარემოს დაცვის წესის დარღვევა (მუხლი 287) - ადვოკატი4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ტყვიით მოწამვლის საქმეები4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-24 · №4

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-07-04
2
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 17

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 1კანონის მიზანი, რეგულირების საგანი და მოქმედების სფერო

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

  • 4ტერმინების განმარტება
  • 12ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურება
  • 24ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

გარემოს დაცვის შესახებ

  • 4ძირითადი ცნებების განმარტებანი

რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ

  • 4ტერმინთა განმარტება

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 3ტერმინთა განმარტება

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 3ტერმინთა განმარტება

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

  • 22საზოგადოების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
412242243324231712
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამრეწველო ემისიების შ…ატმოსფერული ჰაერის დაც…გარემოსდაცვითი პასუხის…საქართველოს გარემოს და…გარემოს დაცვის შესახებრადიოაქტიური ნარჩენები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026