Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებმუხლი 3

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:კინო და ტელევიზია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) – ამ კანონით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის დებულებას ამტკიცებს და ხელმძღვანელს ნიშნავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი; ბ) საფასური – სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის ამ კანონით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი; გ) მომსახურება − სააგენტოს მიერ ამ კანონის 4 3 , მე-6, მე-7 და მე-9−11 2 მუხლებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელება. სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის საჭირო ადმინისტრაციული საქმის წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის მოთხოვნა, უფლების გადაცემის ბარათის (უფლების ბარათის) წარდგენა ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოება, რომელიც სააგენტოს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას ავალდებულებს. სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი; დ) დაჩქარებული მომსახურება – დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე მომსახურების გაწევა ამ კანონის მე-6 მუხლის „ძ“ ან „ძ 1 “ ქვეპუნქტით ანდა მე-10 ან მე-11 მუხლით განსაზღვრულ ვადაში; დ 1 ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორია – სააგენტოს საკუთრებაში არსებული ან სააგენტოსთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით, რომლებშიც განთავსებულია სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები ან/და მათი დანაყოფები; ე) იარაღი – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული: ე.ა) სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა); ე.ბ) სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი); ე.გ) სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი); ე.დ) მოკლე (მათ შორის, საფანტის) ცეცხლსასროლი იარაღი; ე.ე) სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი; ე.ვ) სპორტული გრძელი ცეცხლსასროლი იარაღი; ე.ზ) გაზის (აირის) იარაღი (პისტოლეტი, რევოლვერი); ე .ზ 1 ) სასიგნალო იარაღი; ე.ზ 2 ) ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღი; ე.თ) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„პ 1 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირების საკუთრებაში არსებული იარაღი, რომელსაც ენიჭება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი; ე.ი) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„პ 1 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებების კუთვნილი იარაღი, რომელიც სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაეცემა მოსარგებლე პირებს; ე.კ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ 1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე ამ პირის კუთვნილი სასიგნალო იარაღი; ე.კ 1 ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ 2 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი სასიგნალო იარაღი; ე.ლ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი ან სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღი, რომლიდან სროლაც დასაშვებია დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებისა და დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის შესაბამისად; ე.ლ​ 1 ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაციის/ორგანიზაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი), აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაციის (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) კუთვნილი სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღი; ე.მ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღი; ე 1 ) იარაღის დროებითი მოწმობა – დოკუმენტი, რომელიც ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აძლევს უფლებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაიტანოს: ე 1 .ა) იარაღი სააგენტოში ჩამოწერის (ჩაბარების) ან ბალისტიკურ შემოწმებაზე წარდგენის მიზნით ან უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოსთვის ჩაბარების/გადაცემის მიზნით, ხოლო ბალისტიკურ შემოწმებაზე წარდგენილი იარაღი − შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით; ე 1 .ბ) იარაღი შეძენის ადგილიდან შენახვის ადგილზე მიტანის მიზნით; ე 1 .გ) იარაღი შენახვის ადგილიდან დროებით სხვა ადგილზე მიტანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით; ე 1 .დ) შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღი სააგენტოში ტექნიკური დათვალიერებისთვის წარდგენის მიზნით; ე 1 .ე) შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღი შენახვის ადგილიდან იარაღის შეკეთების ლიცენზიის მქონე პირთან მიტანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით; ე 1 .ვ) შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღი და ამ გადასატანი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნა იარაღის შენახვის ადგილიდან დახურულ ან/და ნახევრად დახურულ ტირში, სასროლეთში ან/და სასროლო-სანადირო სტენდში მიტანის ან/და იარაღის შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით; ე 1 .ზ) იარაღი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში; ე 1 .თ) საბრძოლო მასალა/ვაზნა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში; ე 2 ) იარაღის ჩამოწერა – საკუთრებაზე (მფლობელობაზე) უარის თქმის შემთხვევაში იარაღის მესაკუთრე (მფლობელი) ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე სააგენტოსათვის იარაღის უსასყიდლოდ ჩაბარება; ე 3 ) იარაღის ძირითადი ელემენტები – ლულა, დოლურა, ჩამკეტი, ჩარჩო, ლულის კოლოფი; ე 4 ) იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტი – იარაღის ძირითადი ელემენტი, რომელიც იარაღისაგან განცალკევებულად რეგისტრირდება და რეგისტრირებული იარაღის დამატებითი ან სათადარიგო ნაწილია; ვ) სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა – დოკუმენტი, რომელშიც ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად აისახება: ვ.ა) სააგენტოს მიერ სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვიდან მოხსნის შედეგად მოპოვებული, დამუშავებული და შენახული მონაცემები; ვ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში აღრიცხული/რეგისტრირებული ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე არსებული უფლებრივი შეზღუდვის ან/და სამართლებრივი დატვირთვის შესახებ; ვ.გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მონაცემები; ვ 1 ) პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით ტარდება დახურულ მოედანზე ან ავტოდრომზე; ვ 2 ) პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ტარდება; ზ) იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობა – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს დაინტერესებული პირის მიერ იარაღით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირთან იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების უფლებას; თ) ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება – სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე რეგისტრირებული გირავნობის არსებობისას, მოგირავნის მიერ ამ კანონის მე-6 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის შემთხვევაში, სააგენტოს ვალდებულება, დაინტერესებული პირის განცხადება დაგირავებული სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატის ან დაგირავებული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვიდან მოხსნის თაობაზე არ დააკმაყოფილოს 7 სამუშაო დღის განმავლობაში და აღნიშნული გარემოება დადგენილი წესით აცნობოს მოგირავნეს; ი) დათვალიერების აქტი – სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც თანმხლები დოკუმენტებისა და სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეკვიზიტების ვიზუალური შედარების შედეგად აისახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მონაცემები; კ) შიდა ტრანზიტი – სატრანსპორტო საშუალების დროებითი სანომრე ნიშანი. შიდა ტრანზიტის გაცემის (მინიჭების) და გამოყენების წესი (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შემთხვევისა) დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით; კ 1 ) (ამოღებულია - 21.07.2022, №1658) ; ლ) სატრანსპორტო საშუალება − საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული: ლ.ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალება; ლ.ბ) მისაბმელი, რომელიც განკუთვნილია მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მისი ბუქსირებისთვის; ლ.გ) სპორტული დანიშნულების ავტომობილი; ლ.დ) ინდივიდუალური (თვითნაკეთი) წესით დამზადებული ან გადაკეთებული ამ ქვეპუნქტის „ლ.ა“, „ლ.ბ“ ან „ლ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალება; ლ 1 ) სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა − სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციის გაუქმება ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლით: ლ 1 .ა) სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების სახელმწიფო საზღვრის გარეთ გატანა; ლ 1 .ბ) სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების ჩამოწერა; ლ 1 .გ) სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დროებითი რეგისტრაციის ვადის ამოწურვა; მ) სასოფლო-სამეურნეო მანქანა − სპეციალიზებული თვლიანი ან მუხლუხა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად და რომლისთვისაც გზაზე ადამიანების გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა ან ადამიანების გადასაყვანად და ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გზაზე ბუქსირებისათვის გამოყენება მხოლოდ დამხმარე ფუნქციაა. სასოფლო-სამეურნეო მანქანად არ ითვლება ავტომობილის ბაზაზე დამზადებული სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალება; მ 1 ) სპეციალიზებული თვითმავალი მანქანა − თვლიანი ან მუხლუხა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია საგზაო-სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად და რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არის 6 კმ/სთ-ზე მეტი და 45 კმ/სთ-ზე ნაკლები. სპეციალიზებულ თვითმავალ მანქანად არ ითვლება ავტომობილის ბაზაზე დამზადებული სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალება; ნ) (ამოღებულია); ო) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა: ო.ა) უფლებამოსილი პირის მიერ გამოკვლევის შედეგად დადგენილი, დაზუსტებული სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდის) დადამღვა იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც დაზიანებული აქვს ქარხანა-დამამზადებლის მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი) და რომელიც ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით სავალდებულო რეგისტრაციას. საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით; ო.ბ) იარაღის საიდენტიფიკაციო ნომრის დაზიანების ან მისი არარსებობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით იარაღისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება; პ) ( ამოღებულია – 08.11.2011, №5201 ). ჟ) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა – დოკუმენტი, რომელშიც ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად აისახება: ჟ.ა) სააგენტოს მიერ საკუთრების ან სარგებლობის უფლებით იარაღის რეგისტრაციის შედეგად მოპოვებული, დამუშავებული და შენახული მაიდენტიფიცირებელი მონაცემები იარაღის ან/და მისი მესაკუთრის/მოსარგებლის შესახებ; ჟ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო- ანალიტიკურ დეპარტამენტში ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული/აღრიცხული ინფორმაცია იარაღზე არსებული უფლებრივი შეზღუდვის ან/და სამართლებრივი დატვირთვის შესახებ; ჟ.გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მონაცემები; ჟ 1 ) უფლებრივი შეზღუდვა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირისაგან, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი პირისაგან ელექტრონული ან/და მატერიალური სახით მიღებული შეტყობინების საფუძველზე რეგისტრირებული/აღრიცხული ინფორმაცია ნივთზე ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული ყადაღის, ნივთის ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის უფლების შეზღუდვის ან სხვა აკრძალვის შესახებ; რ) სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ან მათი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება – სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ან მათი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება; ს) საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიში – ქარხანა-დამამზადებლის მიერ სატრანსპორტო საშუალებისათვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის დაზიანების ან/და განადგურების შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ დადგენილი (გამოვლენილი), საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი, დასაკრავი ფირნიში. საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის ფორმა და გაცემის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით; ტ) უფლების გადაცემის ბარათი (უფლების ბარათი) − დოკუმენტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად: ტ.ა) ადასტურებს დაინტერესებული პირის მიერ სატრანსპორტო საშუალებაზე, სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე ან იარაღზე საკუთრების ან სარგებლობის უფლების სხვა პირისათვის გადაცემას; ტ.ბ) ადასტურებს დაინტერესებული პირის მიერ სატრანსპორტო საშუალებაზე, სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე ან იარაღზე საკუთრების ან სარგებლობის უფლების შეძენას; ტ.გ) ადასტურებს ამ კანონის მე-6 მუხლის „ც“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ გარიგებასთან დაკავშირებით ან/და სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისთვის საჭირო ადმინისტრაციული საქმის წარმოებაში მონაწილეობის მიზნით დაინტერესებული პირის მიერ სხვა პირისთვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭებას; ტ.გ 1 ) ადასტურებს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან შემძენის მიერ სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის ან შეძენის უფლების მესამე პირისთვის (შუამავლისთვის) გადაცემას; ტ.დ) წარმოშობს სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის საჭირო ადმინისტრაციული საქმის წარმოების დაწყების საფუძველს ან/და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას, თუ ამ საფუძვლის ან/და ვალდებულების უფლების გადაცემის ბარათით (უფლების ბარათით) წარმოშობა გათვალისწინებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ნორმატიული აქტით; უ) იარაღის ტექნიკური დათვალიერება – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სააგენტოს მიერ ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში არსებული თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ან/და სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ვიზუალური დათვალიერება და მონაცემების სარეგისტრაციო ჩანაწერებთან შედარება; ფ) პირის მსჯავრდების შესახებ ცნობა – სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში რეგისტრირებული/ აღრიცხული მონაცემების საფუძველზე აისახება ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 112-ე, 117-ე და 118-ე მუხლებით, 126-ე მუხლის 1 1 და მე-2 ნაწილებით, 126 1 და  137-ე−141-ე მუხლებით, 142 1 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 142 2 −143 2 მუხლებით, 143 3 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით (იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის მიმართ), 144-ე–144 3 , 147-ე, 151-ე და 155-ე მუხლებით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 160-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 161-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 165-ე, 166-ე და 171-ე−172 1 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 178-ე და 179-ე მუხლებით, 181-ე მუხლის მე-2 და  მე-3 ნაწილებით, 187-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 222-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 222 1 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 223-ე–227-ე მუხლებით, 227 1 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 227 2 მუხლით, 227 3 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 228-ე, 229-ე, 230-ე–238 1 , 239-ე, 250-ე, 252-ე, 253-ე, 255 1 , 255 2 , 256-ე, 257-ე, 259 2 და 259 5 მუხლებით, XXXIII და XXXVII თავებით, 322 1 მუხლის მე-2 ნაწილით, 322 2 მუხლის მე-2 ნაწილით, XXXVIII თავით (გარდა 331-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 331 2 მუხლისა), 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 335-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 344 1 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილით, 345-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 353-ე და 353 1 მუხლებით, 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 365-ე მუხლით, 372-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 378-ე, 378 1 , 379-ე, 381 1 , 384-ე და 385-ე მუხლებით, 386-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 389-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 397-ე და 403-ე მუხლებით და XLVII თავით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდების შესახებ, იმის მითითებით, ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების შემდეგ გასულია თუ არა 4 წელი ამ ქვეპუნქტში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, ნაწილით ან/და ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, 8 წელი – მძიმე დანაშაულის შემთხვევაში და 12 წელი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში. ფ 1 ) უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა − სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში რეგისტრირებული/აღრიცხული მონაცემების საფუძველზე აისახება ინფორმაცია „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლების ჩამორთმევის შესახებ; [ ფ 2 ) საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის შესახებ ცნობა – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უცხოელის საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნას, აგრეთვე იმას, რომ არ მიმდინარეობს უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა ან/და უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული არ არის უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება; ფ 3 ) უცხოელი − „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] ქ) ლიზინგის რეგისტრაცია − სააგენტოში სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე ლიზინგის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა, ლიზინგის რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით; ღ) ლიზინგის მოწმობა − საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 580 8 მუხლით გათვალისწინებული ლიზინგის მოწმობა. საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5610- სსმ I, №47, 26.12.2007 წ., მუხ.410 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №76 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.98 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №810 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.270 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1543 - სსმ I, №21, 03.08.2009 წ., მუხ.126 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3286 - სსმ I, №38, 16.07.2010 წ., მუხ.229 საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4138 - სსმ I, №76, 29.12.2010 წ., მუხ.511 საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4685 - ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5959 – ვებგვერდი, 12.04.2012წ. საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6058 – ვებგვერდი, 07.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6250 – ვებგვერდი, 06.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6503 – ვებგვერდი, 02.07.2012წ. საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1831 - ვებგვერდი, 03.01.2014წ. საქართველოს 2014 წლის 30 ივლისის კანონი №2590 - ვებგვერდი, 11.08.2014წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3703 - ვებგვერდი, 30.06.2015წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №751 - ვებგვერდი, 24.05.2017წ. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1196 - ვებგვერდი, 14.07.2017წ. საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5766 – ვებგვერდი, 23.03.2020წ. საქართველოს 2021 წლის 5 იანვრის  კანონი №77 – ვებგვერდი, 06.01.2021წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1012 – ვებგვერდი, 22.11.2021წ. საქართველოს 2022 წლის 21 ივნისის კანონი №1658 – ვებგვერდი, 30.06.2022წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3104 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3880 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №113 - ვებგვერდი, 28.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №451 - ვებგვერდი, 10.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1270 - ვებგვერდი, 24.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1810 - ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 აგვ. 2023 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 26

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2026
  2. 1 თებ. 2026· გამოქვეყნდა 24 დეკ. 2025

    მე-3 მუხლის ტერმინთა ჩამონათვალს დაემატა „ე.ზ 2“ ქვეპუნქტი — ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღი.

  3. 1 ივლ. 2025· გამოქვეყნდა 10 აპრ. 2025

    მე-3 მუხლში სასიგნალო იარაღი ცალკე ტერმინად დაემატა („ე.ზ 1“, „ე.კ“, ახალი „ე.კ 1“), ხოლო „ე 1 .თ“ ქვეპუნქტში საბრძოლო მასალას დაემატა ვაზნა.

  4. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2024
  5. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 15 დეკ. 2023

    მე-3 მუხლის „ე.ლ¹“ ქვეპუნქტში აღმაღიარებელი სამინისტროს დასახელება შეიცვალა და ახლა ის კულტურისა და სპორტის სამინისტროა; დანარჩენი ტექსტი უცვლელია.

  6. 1 აგვ. 2023· გამოქვეყნდა 13 ივნ. 2023

    „ტ.გ“ ქვეპუნქტი მოიცავს მე-6 მუხლის „ც“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ გარიგებასაც და დაემატა „ტ.გ 1“ ქვეპუნქტი შუამავლისთვის სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის ან შეძენის უფლების გადაცემის დადასტურების შესახებ. „უ“ ქვეპუნქტში იარაღის სახეობათა აღწერა ახლებურად ჩამოყალიბდა.

  7. 1 მარ. 2023· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2022

    მე-3 მუხლში შეიცვალა „დ“ ქვეპუნქტით დაჩქარებული მომსახურების განმარტება, ახლებურად ჩამოყალიბდა „ე 1“ (იარაღის დროებითი მოწმობა) და „ლ“ (სატრანსპორტო საშუალება) ქვეპუნქტები, ხოლო „კ“ ქვეპუნქტით დაემატა შიდა ტრანზიტის განმარტება.

  8. 7 ნოე. 2022· გამოქვეყნდა 22 ნოე. 2021

    მე-3 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტში უფლების გადაცემის ბარათის განმარტება ახლებურად ჩამოყალიბდა: დაემატა სახელწოდება „უფლების ბარათი“, გაფართოვდა ობიექტები (დამხმარე ტექნიკური საშუალება, იარაღი), შეიცვალა დამადასტურებელი გარემოებების ჩამონათვალი და დაემატა ადმინისტრაციული წარმოების საფუძვლის წარმოშობის ფუნქცია.

  9. 6 იან. 2021

    მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში საფასურის განმარტება ახლებურად ჩამოყალიბდა: მითითებულია სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი სავალდებულო გადასახდელი, ხოლო დღგ-ის ჩათვლის მითითება ამოღებულია.

  10. 1 მაი. 2020· გამოქვეყნდა 23 მარ. 2020

    მე-3 მუხლს დაემატა ფ¹ ქვეპუნქტი, რომელიც განმარტავს ტერმინს „უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა“.

  11. 1 ნოე. 2017· გამოქვეყნდა 14 ივლ. 2017

    მე-3 მუხლს დაემატა ორი ახალი ტერმინის განმარტება: „ქ“ — ლიზინგის რეგისტრაცია და „ღ“ — ლიზინგის მოწმობა.

  12. 24 მაი. 2017

    მე-3 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტში გაფართოვდა სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლთა ნუსხა, რომელთა საფუძველზე მსჯავრდების შესახებ ცნობაში ინფორმაცია აისახება; ნასამართლობის გასვლის 4, 8 და 12 წლის ვადები უცვლელია.

  13. 1 ნოე. 2015· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2015

    მე-3 მუხლს დაემატა „ფ“ ქვეპუნქტი, რომელიც განსაზღვრავს „პირის მსჯავრდების შესახებ ცნობას“, სისხლის სამართლის კოდექსის ჩამოთვლილ მუხლებს და 4, 8 და 12 წლიან ვადებს.

  14. 1 სექ. 2014· გამოქვეყნდა 11 აგვ. 2014

    მე-3 მუხლის დ¹ ქვეპუნქტში სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის განმარტებაში სიტყვა „კუთვნილი“ შეიცვალა ფორმულირებით „საკუთრებაში არსებული“, ხოლო დანარჩენი ტექსტი შინაარსობრივად იგივეა.

  15. 1 მარ. 2014· გამოქვეყნდა 3 იან. 2014

    „ო.ა“ ქვეპუნქტში, „რ“ და „ს“ პუნქტებსა და „ტ.ა“–„ტ.დ“ ქვეპუნქტებში „მექანიკური სატრანსპორტო საშუალება“ შეიცვალა „სატრანსპორტო საშუალებით“; „რ“ პუნქტი დამატებით მოიცავს ნომრიან აგრეგატებსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებას.

  16. 2 ივლ. 2012

    „გ.ჰ 5“ ქვეპუნქტში სამართლებრივი შეზღუდვა შეიცვალა უფლებრივით, დაემატა აღრიცხვა და მოხსნის ნაცვლად გაუქმება; „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით ახლებურად განისაზღვრა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, სასოფლო-სამეურნეო მანქანა და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანა, ხოლო „ჟ 1“ ქვეპუნქტით განიმარტა უფლებრივი შეზღუდვა.

  17. 6 ივნ. 2012

    მე-3 მუხლს დაემატა „დ 1“ ქვეპუნქტი, რომელიც განმარტავს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ცნებას.

  18. 7 მაი. 2012

    მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში მომსახურებები ცალკე ქვეპუნქტებადაა დანომრილი და დაემატა პნევმატური იარაღის რეგისტრაცია.

  19. 12 აპრ. 2012

    მე-3 მუხლში დეკლარაციის სახელწოდება „სასაქონლო“-დან „საბაჟო“-ზე შეიცვალა, ხოლო ო.ბ) ქვეპუნქტი, რომელიც დაზიანებული ან არარსებული საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებას ეხებოდა, ამოღებულია.

  20. 1 ივნ. 2011

    მე-3 მუხლის „კ“ ქვეპუნქტში შიდა ტრანზიტის განმარტება შეიცვალა: ის ახლა დაურეგისტრირებელი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი სანომრე ნიშანია, ხოლო გაცემისა და გამოყენების წესი დგინდება შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

  21. 2 იან. 2011· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2010

    მე-3 მუხლიდან ამოღებულია „მომსახურების“ განმარტება; იარაღის დროებითი მოწმობის გაცემის საფუძვლებს დაემატა ჩაბარება და ტექნიკური დათვალიერებისთვის წარმოდგენა, ხოლო ტერმინებს — „უ“ ქვეპუნქტი იარაღის ტექნიკური დათვალიერების შესახებ.

  22. 30 ივლ. 2010· გამოქვეყნდა 16 ივლ. 2010

    მე-3 მუხლში დაემატა ახალი მომსახურებები (უფლების გადაცემის ბარათი, ხელმოწერების დადასტურება, საბაჟო დეკლარაციის შევსება, აპოსტილი/ლეგალიზაცია) და ახლებურად ჩამოყალიბდა „ე“, „ვ“, „ი“, „პ“, „ჟ“, „რ“ განმარტებები. ამოღებულია „ნ“, დაემატა „ო.ბ“, „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტები.

  23. 17 აგვ. 2009· გამოქვეყნდა 3 აგვ. 2009

    მე-3 მუხლს დაემატა „ე 1 .გ“ ქვეპუნქტი სხვა შემთხვევების შესახებ და „რ“ ქვეპუნქტი, რომელიც განმარტავს ექსპორტისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე გარიგების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურებას.

  24. 12 იან. 2009· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2008

    მე-3 მუხლში დაემატა იარაღის დროებითი მოწმობისა (ე¹) და იარაღის ჩამოწერის (ე²) განმარტებები, ხოლო საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა ო.ა) და ო.ბ) ქვეპუნქტებად გაიყო და ო.ბ) ქვეპუნქტით იარაღისათვის ნომრის მინიჭებაც დაემატა. „გ“ ქვეპუნქტის ბოლო პოზიციაში „და“ შეიცვალა „;“-ით, „განსაზღვრული“ — „გათვალისწინებულით“, „უფლება-მოვალეობები“ — „უფლებამოსილებებით“.

  25. 14 ივლ. 2008

    მე-3 მუხლის „ე.ე“ ქვეპუნქტში სიტყვა „სასპორტო“ შეიცვალა სიტყვით „სპორტული“; განმარტების შინაარსი უცვლელია.

  26. 9 იან. 2008· გამოქვეყნდა 26 დეკ. 2007

    „ვ“ ქვეპუნქტში ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ახლა მოთხოვნის შესაბამისად შეიცავს რეგისტრაციის მონაცემებს და რეგისტრირებული საშუალების სამართლებრივ მდგომარეობას; „კ“ ქვეპუნქტში შიდა ტრანზიტი 60 დღემდეა და მხოლოდ უცხოეთში აღრიცხვიდან მოხსნილ საშუალებას ეხება, დაემატა კ¹ და ახალი ცნებები „ნ“–„ჟ“.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ტალანტების სააგენტოს ხელშეკრულებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მარიამ ბერძული

მარიამ ბერძული

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №42

  • 26 ცვლილება · ბოლო 29 ივნ. 2026
  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 30 რედაქცია
  • 14 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

იარაღის შესახებ 12იარაღის შესახებ 19იარაღის შესახებ 9საქართველოს სისხლი… 118საქართველოს სისხლი… 126საქართველოს სისხლი… 141მუხლი 11მუხლი 11²მუხლი 12მუხლი 2მუხლი 6მუხლი 9საქართველოს სამოქა… 580⁸უცხოელთა და მოქალა… 2

მიუთითებენ მასზე

მუხლი 6მუხლი 7მუხლი 8

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

  • 2კანონის რეგულირების სფერო
  • 14გარდამავალი დებულებანი

იურიდიული დახმარების შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 2ტერმინთა განმარტება
  • 27ტერმინთა განმარტება

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 14¹სააგენტოს საქმიანობის მიზნები, მისი უფლებამოსილებები, მართვა და სტრუქტურა

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

  • 1ტერმინთა განმარტება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 3სააგენტო

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

  • 9სააგენტო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

  • 6ამ კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12199118126141261111²1297580⁸23
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამართლის იურიდ…იარაღის შესახებსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…უცხოელთა და მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026