Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებმუხლი 3

სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ

მუხლი 3. უფლების ჩამორთმევა

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 12 დეკ. 2024
თემები:აკადემიური დისციპლინაკონტენტის დაცვასაგანმანათლებლო ტექნოლოგიებისქესობრივი დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213

1.სასამართლო უფლებამოსილია გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე პირს ჩამოართვას ერთ-ერთი ან რამდენიმე შემდეგი უფლება: ა) საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში) საქმიანობის უფლება, არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გაწევის უფლება და აღნიშნული მომსახურების გამწევ დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ბ) არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 მეტრის რადიუსში, არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ ბიბლიოთეკაში, ბავშვთა გასართობ ცენტრში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში), არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გამწევ დაწესებულებაში ყოფნის უფლება; გ) არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრების უფლება, თუ აღნიშნულმა პირმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე−141-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვანის მიმართ, ან თუ მან ჩაიდინა იმავე კოდექსის 143 ​ 1 და 143 ​ 2 მუხლებით (თუ ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული მოიცავს სექსუალური მომსახურების გაწევის იძულებას ან პირის პროსტიტუციაში/პორნოგრაფიაში ჩაბმას), 144 1 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 253-ე მუხლით, 254-ე მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით, 255-ე მუხლის მე-3−მე-7 ნაწილებით, 255 ​ 1 და 255 2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული; დ) სოციალურ მუშაკად მუშაობის უფლება; ე) საექიმო საქმიანობის უფლება; ვ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ზ) პასიური საარჩევნო უფლება; თ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ი) სატრანსპორტო საშუალებით, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მგზავრთა გადაყვანის უფლება; კ) სხვა საქმიანობის უფლება, რომლის ჩამორთმევასაც, დამნაშავის პიროვნებისა და  დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს.

2.სასამართლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებებს სავალდებულო წესით ჩამოართმევს მსჯავრდებულს,  თუ  მან  საქართველოს სისხლის სამართლის   კოდექსის  137-ე−139-ე, 141-ე და 255 1 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვანის მიმართ, ან თუ მან ჩაიდინა იმავე კოდექსის 143 1 და 143 2 მუხლებით (თუ ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული მოიცავს სექსუალური მომსახურების გაწევის იძულებას ან პირის პროსტიტუციაში/პორნოგრაფიაში ჩაბმას), 144 1 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

3.სასამართლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებას არ ჩამოართმევს პირს, რომელსაც დამატებითი სასჯელის სახით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით განუსაზღვრავს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას.

4.მოსამართლის გადაწყვეტილებით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების ჩამორთმევა შესაძლებელია არ გავრცელდეს პირის მიერ ოჯახის წევრების (დედა, მამა, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები) გადაყვანაზე.

5.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების (გარდა ბავშვთა გასართობ ცენტრში ყოფნის უფლებისა) ჩამორთმევა არ ვრცელდება იმ პირზე, რომელიც ზოგად განათლებას იღებს, და იმ პირზე, რომლის საცხოვრებელი ადგილი იმავე ქვეპუნქტით განსაზღვრული დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 მეტრის რადიუსში მდებარეობს.

6.პირს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი უფლება ჩამოერთმევა: ა) ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − ხუთ წლამდე ვადით; ბ) მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − ხუთიდან ათ წლამდე ვადით; გ) განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − ათიდან თხუთმეტ წლამდე ვადით.

7.სასამართლო მსჯავრდებულისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს მის პიროვნულ მახასიათებლებს, ოჯახურ მდგომარეობას, ნასამართლობას, მსჯავრდებულის დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი დანაშაულისადმი, ამ დანაშაულის ჩადენის ვითარებასა და ხერხს, დამდგარ შედეგს, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკს, დაზარალებულისა და მსჯავრდებულის ურთიერთდამოკიდებულებასა და სხვა გარემოებებს.

8.პირისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების ჩამორთმევის შესახებ მიეთითება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში.

9.სასამართლო სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის პირის მსჯავრდების, აგრეთვე მისთვის შესაბამისი უფლების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სამინისტროს.

10.სასამართლო მსჯავრდებულისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მუნიციპალიტეტს.

11.სასამართლო სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის პირის მსჯავრდების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს მსჯავრდებულის სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, თუ იგი დასაქმებულია იმ დაწესებულებაში, რომელშიც სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის დასაქმება აკრძალულია.

12.სასამართლო პირისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს უფლებაჩამორთმეული პირის სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, თუ იგი დასაქმებულია იმ დაწესებულებაში, რომელში საქმიანობის უფლებაც მას სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ჩამოერთვა.

13.პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული პირის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, პენიტენციური კოდექსის 125-ე მუხლით დადგენილი წესით პენიტენციური დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, იმავე კოდექსის 34-ე მუხლის მე-12 ნაწილით დადგენილი წესით გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის შესახებ წერილობითი შეტყობინება დაუყოვნებლივ გაუგზავნოს სამინისტროს. საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6756 – ვებგვერდი, 20.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4003 – ვებგვერდი, 26.12.2023წ.

რედაქციების შედარება

1. სასამართლო უფლებამოსილია გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე პირს ჩამოართვას ერთ-ერთი ან რამდენიმე შემდეგი უფლება: ა) საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში) საქმიანობის უფლება, არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გაწევის უფლება და აღნიშნული მომსახურების გამწევ დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ბ) არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 მეტრის რადიუსში, არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ ბიბლიოთეკაში, ბავშვთა გასართობ ცენტრში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში), არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გამწევ დაწესებულებაში ყოფნის უფლება; გ) არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრების უფლება, თუ აღნიშნულმა პირმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე−141-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვანის მიმართ, ან თუ მან ჩაიდინა იმავე კოდექსის 143 ​ 1 და 143 ​ 2 მუხლებით (თუ ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული მოიცავს სექსუალური მომსახურების გაწევის იძულებას ან პირის პროსტიტუციაში/პორნოგრაფიაში ჩაბმას), 144 1 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 253-ე მუხლით, 254-ე მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით, 255-ე მუხლის მე-3−მე-7 ნაწილებით, 255 ​ 1 და 255 2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული; დ) სოციალურ მუშაკად მუშაობის უფლება; ე) საექიმო საქმიანობის უფლება; ვ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ზ) პასიური საარჩევნო უფლება; თ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ი) სატრანსპორტო საშუალებით, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მგზავრთა გადაყვანის უფლება; კ) სხვა საქმიანობის უფლება, რომლის ჩამორთმევასაც, დამნაშავის პიროვნებისა და  დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს. 2. სასამართლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებებს სავალდებულო წესით ჩამოართმევს მსჯავრდებულს,  თუ  მან  საქართველოს სისხლის სამართლის   კოდექსის  137-ე−139-ე, 141-ე და 255 1 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვანის მიმართ, ან თუ მან ჩაიდინა იმავე კოდექსის 143 1 და 143 2 მუხლებით (თუ ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული მოიცავს სექსუალური მომსახურების გაწევის იძულებას ან პირის პროსტიტუციაში/პორნოგრაფიაში ჩაბმას), 144 1 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. 3. სასამართლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებას არ ჩამოართმევს პირს, რომელსაც დამატებითი სასჯელის სახით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით განუსაზღვრავს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას. 4. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების ჩამორთმევა შესაძლებელია არ გავრცელდეს პირის მიერ ოჯახის წევრების (დედა, მამა, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები) გადაყვანაზე. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების (გარდა ბავშვთა გასართობ ცენტრში ყოფნის უფლებისა) ჩამორთმევა არ ვრცელდება იმ პირზე, რომელიც ზოგად განათლებას იღებს, და იმ პირზე, რომლის საცხოვრებელი ადგილი იმავე ქვეპუნქტით განსაზღვრული დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 მეტრის რადიუსში მდებარეობს. 6. პირს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი უფლება ჩამოერთმევა: ა) ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − ხუთ წლამდე ვადით; ბ) მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − ხუთიდან ათ წლამდე ვადით; გ) განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − ათიდან თხუთმეტ წლამდე ვადით. 7. სასამართლო მსჯავრდებულისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს მის პიროვნულ მახასიათებლებს, ოჯახურ მდგომარეობას, ნასამართლობას, მსჯავრდებულის დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი დანაშაულისადმი, ამ დანაშაულის ჩადენის ვითარებასა და ხერხს, დამდგარ შედეგს, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკს, დაზარალებულისა და მსჯავრდებულის ურთიერთდამოკიდებულებასა და სხვა გარემოებებს. 8. პირისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების ჩამორთმევის შესახებ მიეთითება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში. 9. სასამართლო სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის პირის მსჯავრდების, აგრეთვე მისთვის შესაბამისი უფლების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სამინისტროს. 10. სასამართლო მსჯავრდებულისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მუნიციპალიტეტს. 11. სასამართლო სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის პირის მსჯავრდების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს მსჯავრდებულის სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, თუ იგი დასაქმებულია იმ დაწესებულებაში, რომელშიც სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის დასაქმება აკრძალულია. 12. სასამართლო პირისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს უფლებაჩამორთმეული პირის სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, თუ იგი დასაქმებულია იმ დაწესებულებაში, რომელში საქმიანობის უფლებაც მას სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ჩამოერთვა. 13. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული პირის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, პენიტენციურიპატიმრობის კოდექსის 125-ე27-ე მუხლით დადგენილი წესით პენიტენციური დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, იმავე კოდექსის 34-ე71​ 6 მუხლის მე-12მე-3 ნაწილით დადგენილი წესით გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის შესახებ წერილობითი შეტყობინება დაუყოვნებლივ გაუგზავნოს სამინისტროს. საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6756 – ვებგვერდი, 20.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4003 – ვებგვერდი, 26.12.2023წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 26 დეკ. 2023
  2. 3 აგვ. 2020· გამოქვეყნდა 20 ივლ. 2020
წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფია (მუხლი 255-1)6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კონტენტის ამოშორება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • განათლების სამართალისერვისის გვერდი
  • გარიცხვის აპელაციებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2024-12-12 · №6

3
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2023-12-26
2
რედაქცია
4
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს სისხლი… 141მუხლი 2პენიტენციური კოდექ… 125პენიტენციური კოდექ… 34

მიუთითებენ მასზე

იარაღის შესახებ 27მუხლი 6მუხლი 4

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ

  • 5უფლების აღდგენა
  • 7მონიტორინგი

ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

  • 3უფლებების ჩამორთმევა

განათლების შესახებ

  • 22ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა უფლებამოსილება განათლების სფეროში

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹²სასამართლოსათვის მიმართვა, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების შეზღუდვის, აგრეთვე არასრულწლოვნის მშობლისგან, სხვა კანონიერი წარმომადგენლისგან ან არასრულწლოვანზე მოძალადე სხვა პირისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და გასაჩივრების წესი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 107⁵საქმიანობის უფლების ჩამორთმევა

ზოგადი განათლების შესახებ

  • 33¹პერსონალისთვის დადგენილი შეზღუდვა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 27იმ ორგანოთა ვალდებულება, რომლებიც უფლებამოსილი არიან გააუქმონ გადაწყვეტილება გარკვეული საქმიანობის უფლების მინიჭების თაობაზე

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 172მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა შეუსრულებლობა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 269გამამტყუნებელი განაჩენი

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 58მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესზე დასწრების უფლების შეზღუდვა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1206მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
27141107⁵21¹²27333¹2226457125343
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…სქესობრივი თავისუფლები…პენიტენციური კოდექსიიარაღის შესახებნარკოტიკული დანაშაულის…განათლების შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 12 დეკ. 2024