Legal.geLegal.ge
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

  1. მთავარი
  2. /
  3. სპეციალისტები
  4. /
  5. აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია10624საქართველოს მედიატორთა ასოციაცია0274საერთო სპეციალიზაციაბავშვთა უფლებები (საერთო)ვერიფიცირებულიPro
თბილისი
Georgian, English, Turkish, Azerbaijani

YouTube-ზე

ხალხის მიერ მოპოვებული ხმა საზმაუზე - აიჰან ჰასანლი - 25 დეკემბერიGeorge Tchanturia · ნახვა YouTube-ზესინდისის პატიმრების საქმეები | ინტერვიუ ადვოკატებთან იჰან ჰასანლთან და ფიქრია მახარაძესთანFormula News · ნახვა YouTube-ზეუსამართლო სასამართლოGirchi TV • გირჩი ტივი · ნახვა YouTube-ზეპოდკასტი სოციალური დემოკრატიისთვის #6: უსამართლო სასამართლოსოციალური დემოკრატიისთვის · ნახვა YouTube-ზეყოველდღე — 2 ნოემბერი, ნაწილი IIFormula News · ნახვა YouTube-ზერეზიუმე - აქტივისტების დაკავება; ახალი მოძრაობა თუ „მორალის პოლიცია“? 27.07.2026PalitraNews · ნახვა YouTube-ზე

პლატფორმაზე

პირდაპირი კონტაქტი

გადამოწმებული

ბიოგრაფია

აიჰან ჰასანლი (გასანოვი) არის ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით, მედიატორი, სერტიფიცირებული ტრენერი და სამოქალაქო უფლებადამცველი. მას მოპოვებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სამართლის ბაკალავრისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხები. როგორც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრს, მას გაჩნია დამატებითი ვიწრო სპეციალიზაცია ბავშვთა უფლებებსა (სამოქალაქო სამართალი) და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში (სისხლის სამართალი), ამასთანავე არის საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრი. 2019 წლიდან აიჰან ჰასანლი (გასანოვი) აქტიურად მოღვაწეობს არასამთავრობო სექტორში და ამჟამად იკავებს იურისტისა და ადვოკატის პოზიციას ორგანიზაცია „საფარში“. იგი ასევე გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია „პლატფორმა სალამის“ მოქმედი თავმჯდომარე/კაპიტანი და „იორმუღანლოს სათემო ცენტრის“ თანადამფუძნებელი. სხვადასხვა დროს მას მართული და კოორდინირებული აქვს არაერთი სამართლებრივი თუ სამოქალაქო პროექტი, მათ შორის, 2020–2023 წლებში მუშაობდა საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს (PMMG)“ რეგიონულ იურისტად სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ცენტრებში (SEREC). 2020 წლიდან აიჰან ჰასანლი (გასანოვი) ეწევა აქტიურ პრაქტიკულ საქმიანობას სამართლის სფეროში, რაც მოიცავს კლიენტთა ინტერესების ეფექტიან წარმომადგენლობასა და დაცვას საერთო სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებსა თუ მესამე პირებთან ურთიერთობაში. 2023 წლიდან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების შემდგომ, მან მოიპოვა საადვოკატო საქმიანობის სრული უფლებამოსილება საერთო სპეციალიზაციით, რის საფუძველზეც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სთავაზობს კომპლექსურ იურიდიულ მომსახურებას. მის პროფესიულ პორტფოლიოს მიეკუთვნება სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი პოზიციის მომზადება, სასამართლო წარმომადგენლობა, ხელშეკრულებების სტრატეგიული ანალიზი და შემუშავება, კონსულტირება,ბრალდებულთა, დაზარალებულთა და მოწმეთა უფლებების მაღალპროფესიულ დაცვას გამოძიების, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისა და საქმის არსებითი განხილვის ყველა ეტაპზე. სიღრმისეული ვიწრო სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში მას საშუალებას აძლევს, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში განსაკუთრებული მგრძნობელობითა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობით უზრუნველყოს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვა. ასევე დავების ალტერნატიული მოგვარება (მედიაცია) კლიენტის ინტერესების მაქსიმალური დაცვის უზრუნველსაყოფად. პრაქტიკულ საადვოკატო საქმიანობასთან ერთად, აიჰან ჰასანლი (გასანოვი) არის იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ სერტიფიცირებული ტრენერი, რომელსაც ჩატარებული აქვს 200-ზე მეტი ტრენინგი. ფლობს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სერტიფიკატებსა და კვალიფიკაციას ნატოს, ევროკავშირის, არაძალადობრივი ადვოკატირების, ლიდერობისა და საარჩევნო ტექნოლოგიების მიმართულებით. 2018 წლიდან იგი აქტიურად არის ჩართული ეთნიკური უმცირესობების უფლებრივ ადვოკატირებასა და საარჩევნო პროცესების მონიტორინგში, რაც ხაზს უსვამს მის მრავალმხრივ პროფესიულ გამოცდილებასა და მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას.

სპეციალიზაციის სფეროები

საოჯახო სამართალიადმინისტრაციული სამართალდარღვევებიძალადობრივი დანაშაულები და ადამიანის უფლებები

ფილოსოფია

ჩემი პროფესიული საქმიანობის ფუნდამენტური საყრდენი სამართლის უზენაესობის, ადამიანის ძირითად უფლებათა განუხრელი დაცვისა და მაღალი აკადემიურ-პრაქტიკული სტანდარტების ერთგულებაა. მიმაჩნია, რომ ეფექტიანი საადვოკატო წარმომადგენლობა და იურიდიული მხარდაჭერა მოითხოვს არა მხოლოდ ღრმა დოგმატური ცოდნასა და სტრატეგიულ სამართლებრივ ანალიზს, არამედ პროფესიული ეთიკის, კონფიდენციალობისა და კლიენტის მიმართ აღებული მაღალი პასუხისმგებლობის უპირობო დაცვას. როგორც ადვოკატი, მედიატორი და უფლებადამცველი, ჩემს პროფესიულ მისიას ვხედავ კლიენტის სამართლებრივი ინტერესების უმაღლესი ხარისხით დაცვაში - სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ დავებში. ამასთან, განსაკუთრებულ პრიორიტეტს ვანიჭებ მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის არასრულწლოვნებისა და ეთნიკური უმცირესობების, სისტემური და უფლებრივი პრობლემების ადვოკატირებას, სადაც სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება ადამიანური ღირსების პატივისცემასა და თანასწორობის პრინციპებს ერწყმის. ჩემი უმთავრესი მიზანია, პრინციპულობის, უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და კეთილსინდისიერების საფუძველზე, თითოეულ საქმეში მივაღწიო ოპტიმალურ სამართლებრივ შედეგს და ჩემი წვლილი შევიტანო ინსტიტუციურად ძლიერი, სამართლიანი და უფლებებზე დაფუძნებული საზოგადოების განვითარებაში.

სხვა სპეციალისტები

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

თათია ქაჯაია

ადვოკატი

მარიამ სარიშვილი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი // მედიატორი

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დაკავშირება

პლატფორმაზე

პირდაპირი კონტაქტი

გადამოწმებული