ელვინ შეირიევი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

  • ვერიფიცირებულია Legal.Ge-ის მიერ · 2026 წლის ოქტომბერი
  • ქართული, Turkish, Azerbaijani
  • მარნეული, რუსთავი, საგარეჯო, თბილისი

ელვინ შეირიევი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი და სამართლის ბაკალავრი.

რაში დაგეხმარებათ

ძალადობრივი დანაშაულები და ადამიანის უფლებები64 სერვისი

ბიოგრაფია

ელვინ შეირიევი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი და სამართლის ბაკალავრი. 2021 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, 2021 წლიდან 2025 წლის დეკემბრამდე მუშაობდა იურისტის პოზიციაზე იურიდიული დახმარების ცენტრში „კანონი“. ამავე პერიოდში საქმიანობდა ადვოკატის თანაშემწედ.

2025 წლის 1 აპრილიდან დღემდე მუშაობს სასწავლო ცენტრ „ნათელი მომავლის“ იურისტად.

მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მიმართულებებით მუშაობას, სამართლებრივი საკითხების შესწავლას, სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენას, სასამართლო პროცესებში მონაწილეობასა და ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას.სამართლებრივი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:

სამოქალაქო სამართალი;

ადმინისტრაციული სამართალი;

სისხლის სამართალი;

სასამართლო წარმომადგენლობა;

სამართლებრივი კონსულტაცია;

სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება;

ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.

მეტი ჩემ შესახებ

ფილოსოფია

ჩემი პროფესიული საქმიანობის საფუძველია კანონის უზენაესობა, სამართლიანობა, პროფესიული ეთიკა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა. მიმაჩნია, რომ ადვოკატის მთავარი დანიშნულებაა არა მხოლოდ კლიენტის სამართლებრივი ინტერესების დაცვა, არამედ სამართლიანი და კანონიერი შედეგის მისაღწევად ყველა სამართლებრივი შესაძლებლობის გამოყენება.

თითოეულ საქმეს ვუდგები პასუხისმგებლობით, პრინციპულობითა და ინდივიდუალური მიდგომით. ჩემთვის მნიშვნელოვანია კლიენტთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა, კონფიდენციალურობის დაცვა და სამართლებრივი საკითხების კეთილსინდისიერად წარმართვა.

მჯერა, რომ სამართალი მხოლოდ პროფესია არ არის — ეს არის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების, თავისუფლებისა და სამართლიანობის წინაშე

სხვა სპეციალისტები