საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

მუხლი 21. დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება

რედაქცია №296 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირს არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მან დანაშაულის დამთავრებაზე ნებაყოფლობით და საბოლოოდ აიღო ხელი.

2.პირს, რომელმაც ნებაყოფლობით აიღო ხელი დანაშაულის დამთავრებაზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ფაქტობრივად ჩადენილი ქმედება სხვა დანაშაულს წარმოადგენს.

3.დანაშაულის ორგანიზატორს, წამქეზებელსა და დამხმარეს არ დაეკისრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მათ გადაარწმუნეს ამსრულებელი, დროულად შეატყობინეს ხელისუფლების ორგანოს ან სხვაგვარად შეუშალეს ხელი ამსრულებელს ან სხვა თანამონაწილეს და ამით არ მისცეს დანაშაულის დამთავრების შესაძლებლობა. დამხმარეს აგრეთვე არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მან ამსრულებლის მიერ დანაშაულის დაწყებამდე უარი თქვა შეესრულებინა შეპირებული ქმედება ანდა ამსრულებლის მიერ დანაშაულის დამთავრებამდე უკან დაიბრუნა დანაშაულის ჩასადენად გადაცემული იარაღი ან საშუალება.

4.თუ ორგანიზატორმა, წამქეზებელმა და ფსიქიკურმა დამხმარემ თავიანთი მოქმედებით ვერ შეძლეს თავიდან აეცილებინათ ამსრულებლის მიერ დანაშაულის დამთავრება, მაშინ მათ მიერ მიღებული ზომები სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას შეიძლება მიიჩნიოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად.

5.სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება აგრეთვე იმას, ვინც დანაშაულის შემადგენლობის შესაბამისი შედეგის განხორციელებისათვის ყველაფერი გააკეთა, რაც მასზე იყო დამოკიდებული, მაგრამ შემდეგ თავისი ნებაყოფლობითი ქმედებით თავიდან აიცილა ეს შედეგი. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45 თავი VII დანაშაულის ამსრულებლობა და დანაშაულში თანამონაწილეობა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პირს არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მან დანაშაულის დამთავრებაზე ნებაყოფლობით და საბოლოოდ აიღო ხელი. 2. პირს, რომელმაც ნებაყოფლობით აიღო ხელი დანაშაულის დამთავრებაზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ფაქტობრივად ჩადენილი ქმედება სხვა დანაშაულს წარმოადგენს. 3. დანაშაულის ორგანიზატორს, წამქეზებელსა და დამხმარეს არ დაეკისრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მათ გადაარწმუნეს ამსრულებელი, დროულად შეატყობინეს ხელისუფლების ორგანოს ან სხვაგვარად შეუშალეს ხელი ამსრულებელს ან სხვა თანამონაწილეს და ამით არ მისცეს დანაშაულის დამთავრების შესაძლებლობა. დამხმარეს აგრეთვე არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მან ამსრულებლის მიერ დანაშაულის დაწყებამდე უარი თქვა შეესრულებინა შეპირებული ქმედება ანდა ამსრულებლის მიერ დანაშაულის დამთავრებამდე უკან დაიბრუნა დანაშაულის ჩასადენად გადაცემული იარაღი ან საშუალება. 4. თუ ორგანიზატორმა, წამქეზებელმა და ფსიქიკურმა დამხმარემ თავიანთი მოქმედებით ვერ შეძლეს თავიდან აეცილებინათ ამსრულებლის მიერ დანაშაულის დამთავრება, მაშინ მათ მიერ მიღებული ზომები სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას შეიძლება მიიჩნიოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად. 5. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება აგრეთვე იმას, ვინც დანაშაულის შემადგენლობის შესაბამისი შედეგის განხორციელებისათვის ყველაფერი გააკეთა, რაც მასზე იყო დამოკიდებული, მაგრამ შემდეგ თავისი ნებაყოფლობითი ქმედებით თავიდან აიცილა ეს შედეგი. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45 თავი VII დანაშაულის ამსრულებლობა და დანაშაულში თანამონაწილეობა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №105 · ძალაშია 15 მარ. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2011 – 2 იან. 2011 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2252068581121134521
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…ამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №296 · ბოლოს შემოწმდა