ამნისტიის შესახებ

მუხლი 5

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 27 სექ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 3 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾250-დან

გიორგი ფანცულაიალექსო სვიმონიშვილიმარიამ ჯორბენაძე

1.გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248 1 ან 359 1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

2.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე ან 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში: ა) გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონის პირველი მუხლით განსაზღვრული დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა ან შეუტყობინებლობა; ბ) გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა ან შეუტყობინებლობა; გ) ორი მესამედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანს ან განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე ქალს, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა ან შეუტყობინებლობა; დ) ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა ან შეუტყობინებლობა; ე) ერთი მესამედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანს ან განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე ქალს, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა ან შეუტყობინებლობა; ვ) ერთი მეექვსედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა ან შეუტყობინებლობა; ზ) ერთი მეხუთედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანს ან ქალს, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა ან შეუტყობინებლობა.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 119

ყველა გადაწყვეტილება
  • №1331აპ-242025-06-26181
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ნარკოტიკული საშუალების გასაღების მომზადებისა და მცდელობის გამიჯვნა

    საქმე შეეხება ნარკოტიკული საშუალების გასაღების მომზადებისა და მცდელობის გამიჯვნას, მტკიცებულებათა შეფასებასა და ამნისტიის გამოყენებას. უზენაესმა სასამართლომ გასაღების მცდელობა დაუდასტურებლად მიიჩნია, 19 აპრილის ეპიზოდიდან ერთი შენაფუთის შეძენის, შენახვისა და გასაღების მიზნით განთავსების ბრალდება ამორიცხა და ცალკეული სასჯელები ამნისტიით შეამცირა. დაცვის საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბრალდების საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ორივე მსჯავრდებულს საბოლოოდ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

  • №781აპ-252026-02-12201
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და იძულების გამიჯვნა

    საკასაციო პალატამ განმარტა თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და იძულების გამიჯვნის, ადევნების შემადგენლობის დადასტურებისა და მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხები. მან თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის მსჯავრდება იძულებად გადააკვალიფიცირა, ადევნების ბრალდებაში პირი გაამართლა და გამოძალვის ერთ ეპიზოდში მსჯავრდება ძალაში დატოვა. საბოლოოდ მსჯავრდებულს დანაშაულთა ერთობლიობით სამი წლით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა.

  • №868აპ-252026-01-1456
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის დისკრეცია

    საკასაციო პალატამ შეაფასა სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლისა და წინა განაჩენებით დანიშნულ სასჯელებზე ამნისტიის გავრცელების საკითხები. პალატამ დაცვის საჩივარი არ დააკმაყოფილა, თუმცა ამნისტია გამოიყენა წინა განაჩენებით დანიშნულ მოუხდელ სასჯელებზე. საბოლოოდ მსჯავრდებულს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.

  • №476აპ-252025-11-1963
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    გირავნობის ხელშეკრულებით აღწერილი ქონების გასხვისება

    საქმე შეეხება გირავნობის ხელშეკრულებით აღწერილი და დამგირავებლისთვის მინდობილი ავტომობილის ნაწილებად გასხვისების სისხლისსამართლებრივ შეფასებას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ საქმეში გადამწყვეტი არ იყო, გასხვისება კერძო აღმასრულებლის შეტყობინებამდე მოხდა თუ მის შემდეგ, რადგან ქონება უკვე აღწერილი იყო და გასხვისება ხელშეკრულების მოქმედებისას მოხდა. პალატამ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი, პირი დამნაშავედ ცნო და ამნისტიის გამოყენების შემდეგ საბოლოოდ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით განუსაზღვრა.

  • №296აპ-252025-08-0437
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ძარცვისა და ყაჩაღობის გამიჯვნა

    საკასაციო პალატამ შეაფასა, დასტურდებოდა თუ არა ფულის დაუფლებისას სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის რეალური და იმწუთიერი მუქარა, რაც ქმედების ყაჩაღობად კვალიფიკაციისთვის იყო აუცილებელი. პალატამ ასეთი მუქარა დადასტურებულად არ მიიჩნია და პროკურორის საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. ამნისტიის საფუძველზე მან გადაანგარიშა წინა განაჩენებით დანიშნული მოუხდელი სასჯელები და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

  • №10აპ-252025-06-1963
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სასჯელის სამართლიანობა და ინდივიდუალიზაცია

    უზენაესმა სასამართლომ განიხილა ორი მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის სამართლიანობა და ამნისტიის გამოყენება ერთ-ერთი მათგანის წინა განაჩენით დანიშნულ სასჯელზე. პალატამ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, თუმცა ამნისტიის საფუძველზე შეცვალა განაჩენი წინა სასჯელის ნაწილში. საბოლოოდ ძალაში დარჩა თავისუფლების აღკვეთა ერთი მსჯავრდებულისთვის რვა წლითა და ოთხი თვით, მეორისთვის კი შვიდი წლით, ორი თვითა და თორმეტი დღით.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
359¹3761383192341012615
მითითებამნიშვნელობით ახლოსამნისტიის შესახებსაქართველოს სისხლის სა…ამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა