ამნისტიის შესახებ

მუხლი 3

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 11 იან. 2021

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, 182-ე მუხლის პირველი ნაწილით, 185-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

2.გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 189-ე მუხლით, 189 1 მუხლით ან 213-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი.

3.გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით, 126-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით, 1 1 ნაწილის „ბ“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით, 1 2 ნაწილით (გარდა სისტემატური ცემისა) ან მე-2 ნაწილის (გარდა სისტემატური ცემისა) „ა“, „ი“ ან „ლ“ ქვეპუნქტით, 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, 219-ე მუხლის პირველი ნაწილით, 240-ე მუხლის პირველი ნაწილით, 240 1 მუხლის პირველი ნაწილით ან 276-ე მუხლის მე-2 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

4.გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, 193-ე მუხლით, 196-ე მუხლით, 199-ე მუხლით, 204 1 მუხლით, 277-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 278-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 101

ყველა გადაწყვეტილება
  • №1003აპ-202021-02-0359
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ჯგუფური ცემისას ფიზიკური ტკივილის შერაცხვა

    საქმე ეხება ჯგუფური ცემის მტკიცებულებათა შეფასებას, ფიზიკური ტკივილის დადგენასა და სასჯელის ინდივიდუალიზაციას. უზენაესმა სასამართლომ მსჯავრდება ძალაში დატოვა და ორივე მხარის საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. ამნისტიის საფუძველზე ორი მსჯავრდებული გათავისუფლდა ამ საქმეზე დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან; ერთ მათგანს საბოლოოდ დარჩა წინა განაჩენიდან ოთხი თვე, რომელიც უკვე მოხდილი ჰქონდა. დანარჩენი ორი მსჯავრდებულისთვის თითოეული 2000 ლარის ჯარიმა უცვლელი დარჩა.

  • №76აპ-212021-05-2435
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მკვლელობის მცდელობის განზრახვის დადგენა

    საკასაციო პალატამ განიხილა მკვლელობის მცდელობის განზრახვისა და აუცილებელი მოგერიების არსებობა და ორივე მხარის საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. პალატამ ძალაში დატოვა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის მსჯავრდება, ხოლო ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის დანიშნული სასჯელის მოხდისგან მსჯავრდებული ამნისტიით გაათავისუფლა. საბოლოოდ მოსახდელად განისაზღვრა ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა.

  • №549აპ-212022-04-1997
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ჯგუფური გამოძალვის დამთავრების მომენტი

    უზენაესმა სასამართლომ განიხილა, ადასტურებდა თუ არა მტკიცებულებათა ერთობლიობა სამი პირის მიერ ჯგუფურად ცემასა და გამოძალვას. პალატამ დაზარალებულის ჩვენება სხვა მტკიცებულებებთან ერთად სარწმუნოდ მიიჩნია, ბრალდების საჩივარი დააკმაყოფილა და გამამართლებელი განაჩენი შეცვალა. თითოეულს საბოლოოდ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა; პალატამ ასევე მიუთითა ცემისთვის დანიშნული სასჯელისაგან ამნისტიით გათავისუფლებაზე.

  • №752აპ-202021-02-2531
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი

    უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისა და ყაჩაღობის ბრალდებები გონივრულ ეჭვს მიღმა არ დადასტურდა, ხოლო ჯგუფური ცემა დადასტურებული იყო. პროკურორის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა განაჩენი მსჯავრდებულთა სასარგებლოდ ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა. სამივე მსჯავრდებული გათავისუფლდა ჯგუფური ცემისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და თავისუფლების აღკვეთისგან, ხოლო ერთი მათგანი დამატებით გათავისუფლდა წინა განაჩენით შეფარდებული 6000 ლარის ჯარიმისგან.

  • №266აპ-212021-10-0122
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ამნისტიისა და დეკრიმინალიზაციის გამიჯვნა

    საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ამნისტიის საფუძველზე პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ქმედების დეკრიმინალიზაციას არ ნიშნავს და შემდგომში უფლების აღდგენა წარსულში ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობას არ აუქმებს. მსჯავრდებულის ნასამართლობის გამო პალატამ დაუშვებლად მიიჩნია ნივთის დაზიანებისათვის ამნისტიის გამოყენება, ხოლო ოჯახური მუქარა შესაბამისი შეღავათის ფარგლებს გარეთ დატოვა. პროკურორის საჩივარი დაკმაყოფილდა და მსჯავრდებულს საბოლოოდ ორი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

  • №328აპ-212021-06-1720
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    საკასაციო საჩივრის ფარგლებს გასცდენა

    საკასაციო პალატამ განიხილა, შეეძლო თუ არა მხოლოდ ბრალდების მხარის საჩივრის ფარგლებში გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ბრალდების საქმის ერთპიროვნულად განხილვა. პალატამ დაასკვნა, რომ უკანონო მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად მას შეეძლო საჩივრის ფარგლებს გასცდენოდა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს საქმე სამი მოსამართლის შემადგენლობით უნდა განეხილა. პროკურორის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განაჩენი გაუქმდა და პირი ორივე წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
120180182185187189189¹192193196199204¹213277113
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…ამნისტიის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა