1.ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად სასჯელზე, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა.
2.ამ კანონის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებულ პირს ნასამართლობა მოეხსნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
