ამნისტიის შესახებ

მუხლი 11

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 11 იან. 2021

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 4 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾250-დან

გიორგი ფანცულაიალექსო სვიმონიშვილითორნიკე ჩიქოვანი

1.ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა ვრცელდება რეალურად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთაზე.

2.ამ კანონის შესაბამისი ნორმების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე იმ ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა.

3.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ჯარიმისაგან სრულად თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და ჯარიმის დაკისრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის. თუ სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ არის აღსრულებული, ამნისტია გავრცელდება მხოლოდ ჯარიმის აღუსრულებელ ნაწილზე.

4.ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად, ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელსაც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელი, ამ კანონის საფუძველზე ავტომატურად აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება პირს აღუდგება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით, თუ აღნიშნული პირი წარადგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ იგი არ არის ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 211

ყველა გადაწყვეტილება
  • №752აპ-202021-02-2532
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი

    უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისა და ყაჩაღობის ბრალდებები გონივრულ ეჭვს მიღმა არ დადასტურდა, ხოლო ჯგუფური ცემა დადასტურებული იყო. პროკურორის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა განაჩენი მსჯავრდებულთა სასარგებლოდ ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა. სამივე მსჯავრდებული გათავისუფლდა ჯგუფური ცემისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და თავისუფლების აღკვეთისგან, ხოლო ერთი მათგანი დამატებით გათავისუფლდა წინა განაჩენით შეფარდებული 6000 ლარის ჯარიმისგან.

  • №222აპ-242024-07-0235
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნივთის მითვისება

    საკასაციო სასამართლომ განიხილა, შეესაბამებოდა თუ არა მითვისებისთვის დანიშნული ჯარიმა სასჯელის ინდივიდუალიზაციისა და პროპორციულობის მოთხოვნებს. პალატამ ჯარიმა სასჯელის შესაფერის სახედ მიიჩნია, თუმცა მისი ოდენობა გაზარდა და სავალდებულო დამატებითი სასჯელი დანიშნა. საბოლოოდ მსჯავრდებულს განესაზღვრა 4000 ლარის ჯარიმა და ერთი წლით ჩამოერთვა სამეწარმეო და მატერიალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საქმიანობის უფლება.

  • №935აპ-232024-02-2641
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ნარკოტიკული საშუალების გასაღებისა და შეძენაში დახმარების გამიჯვნა

    საკასაციო პალატამ განიხილა, წარმოადგენდა თუ არა ნარკოტიკული საშუალების თანხის სანაცვლოდ გადაცემა მის გასაღებას. ფარული ჩანაწერების შეფასებით, პალატამ დაადგინა, რომ მსჯავრდებული მყიდველს სხვა პირისგან ნარკოტიკის შეძენაში ეხმარებოდა, გაამართლა იგი გასაღების ბრალდებებში და ორი ეპიზოდი შეძენაში დახმარებად გადააკვალიფიცირა. დაცვის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბრალდების საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საბოლოო სასჯელად ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა.

  • №996აპ-222023-01-2729
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ცივი იარაღის ტარება განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ

    საკასაციო პალატამ განიხილა, უნდა გაუქმებულიყო თუ არა პირობითი მსჯავრი გამოსაცდელ ვადაში ახალი განზრახი დანაშაულის ჩადენის გამო და როგორ მოქმედებდა ამნისტია წინა სასჯელებზე. პალატამ პირობითი მსჯავრი გააუქმა, თუმცა მსჯავრდებული წინა დანაშაულებისათვის შეფარდებული სასჯელებისაგან ამნისტიით გაათავისუფლა. ცივი იარაღის ტარებისათვის მსჯავრდება და 500 ლარის ოდენობით ჯარიმა უცვლელად დარჩა.

  • №266აპ-212021-10-0136
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ამნისტიისა და დეკრიმინალიზაციის გამიჯვნა

    საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ამნისტიის საფუძველზე პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ქმედების დეკრიმინალიზაციას არ ნიშნავს და შემდგომში უფლების აღდგენა წარსულში ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობას არ აუქმებს. მსჯავრდებულის ნასამართლობის გამო პალატამ დაუშვებლად მიიჩნია ნივთის დაზიანებისათვის ამნისტიის გამოყენება, ხოლო ოჯახური მუქარა შესაბამისი შეღავათის ფარგლებს გარეთ დატოვა. პროკურორის საჩივარი დაკმაყოფილდა და მსჯავრდებულს საბოლოოდ ორი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

  • №118აპ-212021-07-2262
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ოჯახში ძალადობის დამტკიცება გონივრულ ეჭვს მიღმა

    უზენაესმა სასამართლომ ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდება საკმარის და უტყუარ მტკიცებულებებს დააფუძნა და დაცვის საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობის გაზრდისა და უფრო მსუბუქი კანონის უკუძალის საფუძველზე პალატამ მსჯავრდებული მეტამფეტამინისა და ამფეტამინის მცირე ოდენობებთან დაკავშირებულ ორ ბრალდებაში გაამართლა და ცალკეული სასჯელებისგან ამნისტიით გაათავისუფლა. განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განისაზღვრა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
218811214514795411
მითითებამნიშვნელობით ახლოსამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა