საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

მუხლი 227³. საჰაერო ხომალდისათვის საშიშროების შექმნა

რედაქცია №296 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საჰაერო ხომალდისათვის განზრახ ცრუ ინფორმაციის გადაცემა, რითაც საშიშროება ექმნება საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებას ფრენის დროს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.

2.საჰაერო ხომალდზე მყოფი პირის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა ან ძალადობის მუქარა, რომლითაც შეიძლება საფრთხე შეექმნას საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებას, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე.

3.სანავიგაციო დანადგარის დაზიანება ან განადგურება ან მისი ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა, რითაც საშიშროება ექმნება საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებას ფრენის დროს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თორმეტ წლამდე.

4.საჰაერო ხომალდზე ისეთი მოწყობილობის ან ნივთიერების განთავსება ან განთავსების ხელშეწყობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საჰაერო ხომალდის ან მისი ტვირთის განადგურება ან დაზიანება, რაც შეუძლებელს გახდის ფრენის განხორციელებას, ან რამაც შეიძლება საშიშროება შეუქმნას საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებას ფრენის დროს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

5.საჰაერო ხომალდის ან მისი ტვირთის განადგურება ან დაზიანება, რაც შეუძლებელს გახდის ფრენის განხორციელებას, ან რამაც შეიძლება საშიშროება შეუქმნას საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებას ფრენის დროს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით. საქართველოს 2012 წლის 2 მარტის კანონი №5744 – ვებგვერდი, 15.03.2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №105 · ძალაშია 15 მარ. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 13 აგვ. 1999 – 15 მარ. 2012 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
227¹329¹227109111²11017442147227³
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საჰაერო კო…საქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №296 · ბოლოს შემოწმდა