Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებმუხლი 17

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

მუხლი 17. საჰაერო ხომალდის აფრენა და დაფრენა

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 28 ივნ. 2023
თემები:რობოტექნიკა და დრონებისაავიაციო ლიცენზირებათვითმფრინავის რეგისტრაციასაავიაციო შესაბამისობაკომერციული ავიაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს ტერიტორიიდან აფრენა, აგრეთვე საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოსვლის შემდეგ მიწაზე დაფრენა იმ საჰაერო ხომალდისა, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უნდა გადაკვეთოს, ხდება საერთაშორისო ფრენისათვის განკუთვნილ აეროპორტში (აეროდრომზე), სადაც არის სასაზღვრო გამტარი პუნქტი, საბაჟო გამშვები პუნქტი და სხვა შესაბამისი სამსახურები.

2.საჰაერო ხომალდის აფრენა-დაფრენა ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილისაგან განსხვავებული წესით დაიშვება მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ნებართვით, რომლის გაცემის პირობებსა და წესს ადგენს „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესი“.

3.საჰაერო ხომალდს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას და საქართველოს საჰაერო სივრცეში სატრანზიტო გადაფრენისას ეკრძალება: ა) ისეთ აეროპორტში (აეროდრომზე/ვერტოდრომზე) დაფრენა ან ისეთი აეროპორტიდან (აეროდრომიდან/ვერტოდრომიდან) აფრენა, რომელიც საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილი არ არის; ბ) ფრენა აკრძალულ რაიონებში, რის შესახებაც დადგენილი წესით საყოველთაოდ არის გამოცხადებული; გ) საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით აკრძალული სხვა საქმიანობა.

4.უცხო სახელმწიფოს სამხედრო საჰაერო ხომალდის შემოსვლა საქართველოს საჰაერო სივრცეში ამ კანონით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე მიიჩნევა საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფად, რის აღსაკვეთადაც საქართველო მიიღებს საერთაშორისო სამართლის ნორმებით განსაზღვრულ ზომებს. საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №812 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.191 საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №854 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.279 საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3751 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.391 საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 05.11.2010 წ., მუხ.414 საქართველოს 2011 წლის 2 2 თებერვლის კანონი №4221 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5948 – ვებგვერდი, 12.04.2012წ. საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3119 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №37 · ძალაშია 2 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 17 მარ. 2011 – 15 აპრ. 2011 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 31 დეკ. 2023· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2023
  2. 12 აპრ. 2012

    მე-17 მუხლის პირველ პუნქტში აეროპორტის სავალდებულო სამსახურებიდან „პორტალი“ ამოვიდა და მის ნაცვლად დასახელებულია საბაჟო გამშვები პუნქტი.

  3. 15 აპრ. 2011· გამოქვეყნდა 10 მარ. 2011

    მე-17 მუხლის მე-2 პუნქტში ნებართვის გამცემი ორგანოა სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

  4. 5 ნოე. 2010

    მე-2 პუნქტში ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის დამფუძნებელი სამინისტროს დასახელება შეიცვალა: ახლა ეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა.

  5. 1 თებ. 2009· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2008

    მე-2 პუნქტში პირველი პუნქტისგან განსხვავებული წესით აფრენა-დაფრენის ნებართვას ახლა გასცემს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის ნაცვლად; ტერმინი „აფრენა და დაფრენა“ ჩამოყალიბდა როგორც „აფრენა-დაფრენა“.

  6. 25 დეკ. 2004

    მე-2 პუნქტში საჰაერო ხომალდის აფრენა-დაფრენის განსხვავებული წესით დაშვების ნებართვას ახლა გასცემს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტი.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 16შემდეგი მუხლი 18

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • აეროპორტის რეგულაციებისერვისის გვერდი
  • დრონების რეგულაციებისერვისის გვერდი
  • დრონის რეგისტრაცია და ლიცენზირებასერვისის გვერდი
  • დრონის რეგულაციებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 28 ივნ. 2023 · №37

  • 6 ცვლილება · ბოლო 30 ივნ. 2023
  • 13 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

  • 39საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ან საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესის დარღვევისას საჰაერო ხომალდის მიმართ გამოსაყენებელი წესები
  • 13საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა
  • 12საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 6 (დანართი 1)
  • 27 (დანართი 1)

საქართველოს საჰაერო კოდექსი

  • 45საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ხომალდების საფრენად დაშვება
  • 49ფრენის წესების დარღვევა, საჰაერო ხომალდის გზის გადაჭრა
  • 44ფრენის წესები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 111¹საქართველოს საჰაერო სივრცის უფლებამოსილი ორგანოს ნებართვის გარეშე გამოყენება, საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესის ან საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესის დარღვევა
  • 108ფრენის უსაფრთხოების წესების დარღვევა
  • 111⁴სამოქალაქო ავიაციის აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოების უზრუნველმყოფი და ექსპლუატაციის დადგენილი ნორმების დარღვევა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 17საქართველოს ტერიტორიის გამოყენება პირის გადაადგილებისთვის

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
17111¹108111⁴3913124549446 (და…27 (დ…17
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს საჰაერო კო…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს ადმინისტრა…სისხლის სამართლის საერ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 28 ივნ. 2023 · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026