საქართველოს საჰაერო კოდექსი

მუხლი 44. ფრენის წესები

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს საჰაერო სივრცეში (გარდა ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ − „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული არეებისა) საჰაერო ხომალდის ფრენა სრულდება სააგენტოს მიერ დადგენილი ფრენის წესების შესაბამისად, რომლებიც მოიცავს ფრენის გეგმას, სახელსაწყოო და ვიზუალური ფრენის წესებს, უპირატესი ფრენის უფლებებს და ფრენის შესრულებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2.ფრენისათვის შეზღუდულ არეებში, ფრენისათვის სახიფათო არეებში და ფრენისათვის განკუთვნილ სხვა დროებით არეებში საჰაერო ხომალდის ფრენა სრულდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ფრენის უსაფრთხოების დაცვით.

3.ღია ზღვის თავზე არსებულ საჰაერო სივრცეში, სადაც საჰაერო მოძრაობის მომსახურებას საქართველო უზრუნველყოფს, სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ფრენა, გამონაკლისის გარეშე, სრულდება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-2 დანართის მოთხოვნათა დაცვით. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1818 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს საჰაერო სივრცეში (გარდა ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ − „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული არეებისა) საჰაერო ხომალდის ფრენა სრულდება სააგენტოს მიერ დადგენილი ფრენის წესების შესაბამისად, რომლებიც მოიცავს ფრენის გეგმას, სახელსაწყოო და ვიზუალური ფრენის წესებს, უპირატესი ფრენის უფლებებს და ფრენის შესრულებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. ფრენისათვის შეზღუდულ არეებში, ფრენისათვის სახიფათო არეებში და ფრენისათვის განკუთვნილ სხვა დროებით არეებში საჰაერო ხომალდის ფრენა სრულდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ფრენის უსაფრთხოების დაცვით. 3. ღია ზღვის თავზე არსებულ საჰაერო სივრცეში, სადაც საჰაერო მოძრაობის მომსახურებას საქართველო უზრუნველყოფს, სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ფრენა, გამონაკლისის გარეშე, სრულდება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-2 დანართის მოთხოვნათა დაცვით. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის  კანონი  №1818  - ვებგვერდი, 11.01.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №27 · ძალაშია 1 სექ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 11 იან. 2018

    44-ე მუხლის პირველ პუნქტში ფრენის წესებს ადგენს სააგენტო და მათი შინაარსი დაკონკრეტდა, ხოლო მე-2 პუნქტი ეხება შეზღუდულ, სახიფათო და დროებით არეებს; ახალ მე-3 ნაწილში ღია ზღვის თავზე ფრენისთვის ჩიკაგოს კონვენციის მე-2 დანართია სავალდებულო.

  2. · გამოქვეყნდა 10 მარ. 2011

    მე-2 პუნქტში საჰაერო ტრასებზე, ადგილობრივ საჰაერო ხაზებსა და სამოქალაქო ავიაციის აეროდრომებზე ფრენის წესის დამდგენად ადმინისტრაციის ნაცვლად სააგენტოა დასახელებული.

  3. მე-2 ნაწილში საჰაერო ტრასებზე, ადგილობრივ საჰაერო ხაზებსა და სამოქალაქო ავიაციის აეროდრომებზე ფრენის წესის დამდგენი ორგანო ადმინისტრაციაა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
227³111¹111⁴111²11173912164643¹496 (და…44
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საჰაერო კო…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს ადმინისტრა…სახელმწიფო საზღვრის რე…საზღვაო კოდექსისაქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა