საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

მუხლი 79². ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა და მისი მიზნები

რედაქცია №296 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ფიზიკურ პირს ამ კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელთან ერთად ექიმ-ნარკოლოგთა კომისიის დასკვნის საფუძველზე, არაუმეტეს 2 წლის ვადით შეიძლება დაენიშნოს ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა.

2.ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა შეიძლება დაინიშნოს მსჯავრდებულის სასჯელისგან სრულად გათავისუფლებისას ან მისთვის სასჯელის პირობითად ჩათვლისას, ხოლო სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისას სავალდებულო მკურნალობის გაგრძელება შესაძლებელია.

3.ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის მიზნებია: ა) პირის მიერ ახალი დანაშაულის ან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის თავიდან აცილება; ბ) საზოგადოებრივი წესრიგისა და მოსახლეობის დაცვა; გ) პირის განკურნება.

4.ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №499 - ვებგვერდი, 17.04.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №274 · ძალაშია 1 მაი. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 13 აგვ. 1999 – 1 მაი. 2025 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
79¹79⁵79³22¹110269260373482579²
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…ნარკოტიკული საშუალებებ…ნარკოტიკული დანაშაულის…საქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…ამნისტიის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №296 · ბოლოს შემოწმდა