ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

მუხლი 34. ნარკოლოგიური დახმარების ზოგადი პრინციპები

რედაქცია №28 კონსოლიდირებული · 14 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ნარკომანიით დაავადებული პირის, I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მომხმარებლების სამკურნალო და სარეაბილიტაციო პროგრამები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლებიდან.

2.ნარკომანიით დაავადებულ პირს , I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მომხმარებელს ნარკოლოგიური დახმარება გაეწევა შესაბამის ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში , გა ნ ცხადებულად , კონფიდენციალურად ან ანონიმურად , ნებაყოფლობით . არასრულწლოვან პაციენტს ნარკოლოგიური დახმარება გაეწევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .

3.ნარკომანიით დაავადებული პირის , I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მომხმარებლის ნარკოტიკული საშუალებებით მკურნალობა აკრძალულია , გარდა სასიცოცხლო ჩვენებისა , სტაციონარის პირობებში შესაბამისი სტანდარტის, გაიდლაინის ან პროტოკოლის მიხედვით ნარკოტიკული დამოკიდებულების მოხსნის პერიოდისა , აგრეთვე ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამის განხორციელებისა .

3¹.ოპიოიდური ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელების უფლებამოსილება აქვს მხოლოდ იმ იურიდიულ პირს, რომელიც დაფუძნებულია სახელმწიფოს ან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული/სახელმწიფოს მართვაში მყოფი იურიდიული პირის მიერ. ოპიოიდური ჩანაცვლებითი მკურნალობა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4.ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის მეთოდიკას განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

5.ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო სამედიცინო დახმარების სახეებია : ა ) ნარკოტიკული დამოკიდებულების მოხსნა თავისუფლების დროებითი შეზღუდვის ან პატიმრობაში ყოფნის შემთხვევაში ; ბ) პენიტენციურ დაწესებულებაში მკურნალობა.

6.ნარკომანიით დაავადებული პირის, I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მომხმარებლის გამოკვლევის, შემოწმების, ექსპერტიზის, დიაგნოსტირების, მკურნალობის, რეაბილიტაციისა და მეთვალყურეობის წესებს განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3553 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3064 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №918– ვებგვერდი, 02.07.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ნარკომანიით დაავადებული პირის, I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მომხმარებლების სამკურნალო და სარეაბილიტაციო პროგრამები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლებიდან. 2 . ნარკომანიით დაავადებულ პირს , I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მომხმარებელს ნარკოლოგიური დახმარება გაეწევა შესაბამის ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში , გა ნ ცხადებულად , კონფიდენციალურად ან ანონიმურად , ნებაყოფლობით . არასრულწლოვან პაციენტს ნარკოლოგიური დახმარება გაეწევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით . 3 . ნარკომანიით დაავადებული პირის , I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მომხმარებლის ნარკოტიკული საშუალებებით მკურნალობა აკრძალულია , გარდა სასიცოცხლო ჩვენებისა , სტაციონარის პირობებში შესაბამისი სტანდარტის, გაიდლაინის ან პროტოკოლის მიხედვით ნარკოტიკული დამოკიდებულების მოხსნის პერიოდისა , აგრეთვე ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამის განხორციელებისა . 3 1 . ოპიოიდური ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელების უფლებამოსილება აქვს მხოლოდ იმ იურიდიულ პირს, რომელიც დაფუძნებულია სახელმწიფოს ან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული/სახელმწიფოს მართვაში მყოფი იურიდიული პირის მიერ. ოპიოიდური ჩანაცვლებითი მკურნალობა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 4 . ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის მეთოდიკას განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 5. ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო სამედიცინო დახმარების სახეებია : ა ) ნარკოტიკული დამოკიდებულების მოხსნა თავისუფლების დროებითი შეზღუდვის ან პატიმრობაში ყოფნის შემთხვევაში ; ბ) პენიტენციურ დაწესებულებაში მკურნალობა. 6 . ნარკომანიით დაავადებული პირის, I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მომხმარებლის გამოკვლევის, შემოწმების, ექსპერტიზის, დიაგნოსტირების, მკურნალობის, რეაბილიტაციისა და მეთვალყურეობის წესებს განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. საქართველოს 2015 წლის 1  მაისის  კანონი  №3553  - ვებგვერდი, 18.05.2015წ. 18.05.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5  ივლისის  კანონი №3064  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2025  წლის 2  ივლისის  კანონი №918–  ვებგვერდი, 02.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №26 · ძალაშია 3 ივლ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 3 ივლ. 2025 – 1 ოქტ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 2 ივლ. 2025
  2. პირველ, მე-4 და მე-6 პუნქტებში სამინისტროს სახელწოდებას დაემატა დევნილთა სფერო, ხოლო პირველ პუნქტში დაქვემდებარების ფორმულირება „კონტროლისადმი“ გახდა.

  3. · გამოქვეყნდა 18 მაი. 2015

    34-ე მუხლში „ბ“ ქვეპუნქტის მკურნალობის ადგილი ახლა პენიტენციური დაწესებულებაა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების ნაცვლად; ამოღებულია ჩაზრდილი სათაურის ტექსტი.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
79⁵79²79¹622815208537363534
მნიშვნელობით ახლოსნარკოტიკული საშუალებებ…საქართველოს სისხლის სა…ნარკოტიკული დანაშაულის…ფსიქიკური ჯანმრთელობის…ჯანმრთელობის დაცვის შე…წამლისა და ფარმაცევტულ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №28 · ბოლოს შემოწმდა