Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიმუხლი 79⁵

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

მუხლი 79⁵. ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის აღსრულება

რედაქცია №296 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:ჯანმრთელობის მონაცემები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო სამედიცინო მკურნალობა ხორციელდება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პრინციპების შესაბამისად.

2.ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის აღსრულება დაიწყება, თუ პირის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის აღსრულების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3.ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა შეიძლება შეწყვიტოს სავალდებულო მკურნალობის განმახორციელებელი დაწესებულების ადმინისტრაციამ ექიმ-ნარკოლოგთა კომისიის დასკვნის საფუძველზე.

4.პირს, რომელსაც დაენიშნა ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა, დანიშნული მკურნალობის დაწყების მომენტიდან ყოველ 3 თვეში ერთხელ ამოწმებს ექიმ-ნარკოლოგთა კომისია, რათა დაადგინოს, არსებობს თუ არა აღნიშნული ღონისძიების შეწყვეტის საფუძველი. თუ არსებობს ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის შეწყვეტის საფუძველი, გადაწყვეტილება მიიღება ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით.

5.ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის განმახორციელებელი დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია შეწყვიტოს ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა, თუ ნარკომანიით დაავადების ხასიათი და სიმძიმე ისე შეიცვალა, რომ აღნიშნული ღონისძიების გამოყენება საჭირო აღარ არის. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №499 - ვებგვერდი, 17.04.2025წ. კარი მეხუთე (ამოღებულია) საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი № 3714 - ვებგვერდი, 24.06.2015წ. თავი XVI. (ამოღებულია) საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი № 3714 - ვებგვერდი, 24.06.2015წ. .

წინა მუხლი 79⁴შემდეგი მუხლი 80

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ფსიქიკური ჯანმრთელობის სამართალისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №296

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 79¹ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის დანიშვნის საფუძვლები
  • 79²ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა და მისი მიზნები
  • 79³ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

  • 37ნარკომანიით დაავადებული პირის მკურნალობა
  • 34ნარკოლოგიური დახმარების ზოგადი პრინციპები
  • 36ნარკომანიით დაავადებული პირის გამოვლენა, აღრიცხვა და I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მიღების ფაქტის დადგენა

ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ

  • 22ბრალდებულისა და მსჯავრდებულისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა
  • 10მკურნალობა

პენიტენციური კოდექსი

  • 139ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა  და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 82არასრულწლოვნის მკურნალობა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 260განაჩენის დადგენისას სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი საკითხები
  • 269გამამტყუნებელი განაჩენი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
79¹79²79³22102602693734368213979⁵
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…ნარკოტიკული საშუალებებ…ფსიქიკური ჯანმრთელობის…პენიტენციური კოდექსიარასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026