1.გამამტყუნებელი განაჩენი შეიცავს სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის შესახებ.
2.არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
3.გამამტყუნებელი განაჩენი შეიძლება გამოტანილ იქნეს:
ა) მოსახდელი სასჯელის დანიშვნით;
ბ) სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით;
გ) სასჯელის დაუნიშნავად;
დ) ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის დანიშვნით ან მისი დანიშვნის გარეშე;
ე) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344 3 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეზე შესაბამისი ქორწინების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობით.
4.მოსახდელი სასჯელის დანიშვნით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს სასჯელის სახე და ზომა, აგრეთვე სასჯელის მოხდის ვადისა და ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის ვადის დაწყება. პირის დაკავების, პატიმრობისა და ექსპერტიზისთვის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ვადა ითვლება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ვადაში.
5.გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით სასამართლო ადგენს, თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის:
ა) გამოცემულია ამნისტიის აქტი, რომელიც პირს ათავისუფლებს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან;
ბ) გასულია ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა;
გ) (ძალადაკარგულია - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება №3/1/633,634 - ვებგვერდი, 22.04.2016წ. )
დ) პირმა დანაშაულზე ნებაყოფლობით აიღო ხელი;
ე) პირმა განახორციელა ქმედითი მონანიება;
ვ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286 2 , 322 1 , 344-ე ან 362-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია პირის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 1 ან/და 143 2 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებულად ყოფნის გამო.
6.გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დაუნიშნავად სასამართლო ადგენს, თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის ბრალდებული გარდაცვლილია.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება №3/1/633,634 - ვებგვერდი, 22.04.2016წ.
საქართველოს 2021 წლის 27 აპრილის კანონი №461 – ვებგვერდი, 04.05.2021წ.
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №500 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1807 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გამამტყუნებელი განაჩენი შეიცავს სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის შესახებ.
2. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
3. გამამტყუნებელი განაჩენი შეიძლება გამოტანილ იქნეს:
ა) მოსახდელი სასჯელის დანიშვნით;
ბ) სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით;
გ) სასჯელის დაუნიშნავად;
დ) ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის დანიშვნით ან მისი დანიშვნის გარეშე;
ე) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3443მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეზე შესაბამისი ქორწინების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობით.
4. მოსახდელი სასჯელის დანიშვნით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს სასჯელის სახე და ზომა, აგრეთვე სასჯელის მოხდის ვადისა და ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის ვადის დაწყება. პირის დაკავების, პატიმრობისა და ექსპერტიზისთვის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ვადა ითვლება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ვადაში.
5. გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით სასამართლო ადგენს, თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის:
ა) გამოცემულია ამნისტიის აქტი, რომელიც პირს ათავისუფლებს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან;
ბ) გასულია ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა;
გ) (ძალადაკარგულია -საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს2016 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება №3/1/633,634 - ვებგვერდი, 22.04.2016წ.)
დ) პირმა დანაშაულზე ნებაყოფლობით აიღო ხელი;
ე) პირმა განახორციელა ქმედითი მონანიება;
ვ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2862, 3221, 344-ე ან 362-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია პირის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431ან/და 1432მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებულად ყოფნის გამო.
6. გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დაუნიშნავად სასამართლო ადგენს, თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის ბრალდებული გარდაცვლილია.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს2016 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება №3/1/633,634 - ვებგვერდი, 22.04.2016წ.
საქართველოს 2021 წლის 27 აპრილის კანონი №461 – ვებგვერდი, 04.05.2021წ.
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №500 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1807 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №178 · ძალაშია 1 ივლ. 2026-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2026
269 მუხლის პირველი ნაწილის გამამტყუნებელი განაჩენის შინაარსის ჩამონათვალს დაემატა „ე“ ქვეპუნქტი ქორწინების აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ.