1.ნარკომანიით დაავადებულ პირს მკურნალობა უტარდება ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში დადგენილი სტანდარტის ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ან აღიარებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლის) შესაბამისად.
2.საკუთარი სახსრებით ნებაყოფლობითი მკურნალობის შემთხვევაში ნარკომანიით დაავადებულ პირს უფლება აქვს, დადგენილი წესით შეინარჩუნოს ანონიმურობა, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნული პირის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ მკურნალობასთან დაკავშირებული მონაცემები კონფიდენციალურია და მათი მოპოვების უფლება აქვთ მხოლოდ შესაბამის დაწესებულებებს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.
3.ანონიმური მკურნალობის შემთხვევაში ნარკომანიით დაავადებული პირი ვალდებულია სამედიცინო დაწესებულებას დადგენილი წესით წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი. ამ საბუთის საფუძველზე აღნიშნულ პირს ენიჭება სპეციალური კოდი, რომლის გაშიფვრა ხდება მისი თანხმობით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ პირის იდენტიფიცირება დასაშვებია აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.
4.პაციენტის მიერ პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის, მისთვის სპეციალური კოდის მინიჭებისა და კონფიდენციალურობის დაცვის წესებს ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3064 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1153 – ვებგვერდი, 15.12.2025წ.
თავი VII. გარდამავალი დებულებანი
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ნარკომანიით დაავადებულ პირს მკურნალობა უტარდება ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში დადგენილი სტანდარტის ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ან აღიარებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლის) შესაბამისად. 2. საკუთარი სახსრებით ნებაყოფლობითი მკურნალობის შემთხვევაში ნარკომანიით დაავადებულ პირს უფლება აქვს, დადგენილი წესით შეინარჩუნოს ანონიმურობა. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული მკურნალობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია. 3. ანონიმური მკურნალობის შემთხვევაში ნარკომანიით დაავადებული პირი ვალდებულია სამედიცინო დაწესებულებას დადგენილი წესით წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი. ასეთი საბუთის საფუძველზე მას ენიჭება სპეციალური კოდი, რომლის გაშიფვრა ხდება მისი თანხმობით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. [ 2. საკუთარი სახსრებით ნებაყოფლობითი მკურნალობის შემთხვევაში ნარკომანიით დაავადებულ პირს უფლება აქვს, დადგენილი წესით შეინარჩუნოს ანონიმურობა, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნული პირის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ მკურნალობასთან დაკავშირებული მონაცემები კონფიდენციალურია და მათი მოპოვების უფლება აქვთ მხოლოდ შესაბამის დაწესებულებებს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.3. ანონიმური მკურნალობის შემთხვევაში ნარკომანიით დაავადებული პირი ვალდებულია სამედიცინო დაწესებულებას დადგენილი წესით წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი. ამ საბუთის საფუძველზე აღნიშნულ პირს ენიჭება სპეციალური კოდი, რომლის გაშიფვრა ხდება მისი თანხმობით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ პირის იდენტიფიცირება დასაშვებია აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)] 4. პაციენტის მიერ პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის, მისთვის სპეციალური კოდის მინიჭებისა და კონფიდენციალურობის დაცვის წესებს ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.საქართველოს 2018 წლის 5ივლისისკანონი №3064–ვებგვერდი, 11.07.2018წ.საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1153 – ვებგვერდი, 15.12.2025წ.თავი VII. გარდამავალი დებულებანი მუხლი 38. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები 1. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ იურიდიულ ძალას ინარჩუნებს ამავე კანონის ამოქმედებამდე მიღებული სამართლებრივი აქტები, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება ამ კანონს. 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 8 თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით დაამტკიცოს ამ კანონის ამოქმედებისათვის საჭირო შესაბამისი სამართლებრივი აქტები. 3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშაოს და დაამტკიცოს: ა) ვეტერინარული სამსახურისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობისათვის საჭირო საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა გამოყენების წესი; ბ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და პრეკურსორის შემცველი მცენარეებისა და სოკოების მიცელიუმის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების წესი. 4. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს ცალკეულ პროფესიათა და საქმიანობათა ნუსხა, რომელთა განხორციელებისას აუცილებელია ნარკოლოგიური შემოწმება, და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილ ნივთიერებათა მოხმარების ფაქტზე პერიოდული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმების წესი. 5. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭო მ შეიმუშაოს მონიტორინგის სისტემის ფუნქციონირების წესი.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №28 · ძალაშია 16 აპრ. 2026-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
16 აპრ. 2026 – 1 მაი. 2026ტექსტი უცნობია
1 ოქტ. 2025 – 16 აპრ. 2026ტექსტი უცნობია
3 ივლ. 2025 – 1 ოქტ. 2025ტექსტი უცნობია
1 მაი. 2025 – 3 ივლ. 2025ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 15 დეკ. 2025
პირველ და მე-4 პუნქტებში სამინისტროს დასახელება შეივსო სიტყვებით „ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა“; სხვა ნორმატიული ცვლილება არ ჩანს.
თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.
მნიშვნელობით ახლოსნარკოტიკული საშუალებებ…საქართველოს სისხლის სა…ფსიქიკური ჯანმრთელობის…შეზღუდული შესაძლებლობი…არასრულწლოვანთა მართლმ…ჯანმრთელობის დაცვის შე…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №28 · ბოლოს შემოწმდა