საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

მუხლი 21¹⁰⁵. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ საქმის განხილვა

რედაქცია №113 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.რაიონული (საქალაქო) სასამართლო საქმეს განიხილავს სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

2.რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საქმეს განიხილავს ერთპიროვნულად.

3.რაიონული (საქალაქო) სასამართლო საქმეს განიხილავს ამ კოდექსის 28-ე მუხლით გათვალისწინებული დაჩქარებული წესით. ამ დროს მას შეუძლია განახორციელოს აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული უფლებამოსილება. რაიონული (საქალაქო) სასამართლო საქმეს დაჩქარებული წესით განიხილავს იმავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მხარის მოთხოვნისა და საქმის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების გარეშე.

4.რაიონული (საქალაქო) სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით სრულად დააკმაყოფილებს, ნაწილობრივ დააკმაყოფილებს ან არ დააკმაყოფილებს მოსარჩელის მოთხოვნას.

5.ამ მუხლით გათვალისწინებულ სასამართლო დავაზე რაიონული (საქალაქო) სასამართლო: ა) უფლებამოსილია გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ან გამოაცხადოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში იგი ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეებისთვის გადასაცემად; ბ) გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3817 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო საქმეს განიხილავს სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. 2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საქმეს განიხილავს ერთპიროვნულად. 3. რაიონული (საქალაქო) სასამართლო საქმეს განიხილავს ამ კოდექსის 28-ე მუხლით გათვალისწინებული დაჩქარებული წესით. ამ დროს მას შეუძლია განახორციელოს აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული უფლებამოსილება. რაიონული (საქალაქო) სასამართლო საქმეს დაჩქარებული წესით განიხილავს იმავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მხარის მოთხოვნისა და საქმის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების გარეშე. 4. რაიონული (საქალაქო) სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით სრულად დააკმაყოფილებს, ნაწილობრივ დააკმაყოფილებს ან არ დააკმაყოფილებს მოსარჩელის მოთხოვნას. 5. ამ მუხლით გათვალისწინებულ სასამართლო დავაზე რაიონული (საქალაქო) სასამართლო: ა) უფლებამოსილია გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ან გამოაცხადოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში იგი ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეებისთვის გადასაცემად; ბ) გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3817 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №96 · ძალაშია 19 დეკ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 აგვ. 1999 – 19 დეკ. 2023 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
52821¹⁰⁶21¹⁰⁴527626213252029324121¹⁰⁵
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სამოქალაქო…საერთო სასამართლოების …საქართველოს ადმინისტრა…აუცილებელი საზოგადოებრ…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №113 · ბოლოს შემოწმდა