საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

მუხლი 21¹⁰⁴. სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტა და სარჩელისა და მისთვის დართული დოკუმენტების მოპასუხისთვის გაგზავნა

რედაქცია №113 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.რაიონული (საქალაქო) სასამართლო მისთვის სარჩელის წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით წყვეტს სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

2.სარჩელის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაუცველად წარდგენის შემთხვევაში რაიონული (საქალაქო) სასამართლო ადგენს ხარვეზს და მოსარჩელეს მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ შეიძლება იყოს 3 კალენდარულ დღეზე მეტი. განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში რაიონული (საქალაქო) სასამართლო სარჩელს წარმოებაში იღებს, ხოლო თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და სარჩელსა და მისთვის დართულ დოკუმენტებს მოსარჩელეს უბრუნებს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

3.სარჩელი და მისთვის დართული დოკუმენტების ასლები სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით ეგზავნება მოპასუხეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3817 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო მისთვის სარჩელის წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით წყვეტს სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. 2. სარჩელის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაუცველად წარდგენის შემთხვევაში რაიონული (საქალაქო) სასამართლო ადგენს ხარვეზს და მოსარჩელეს მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ შეიძლება იყოს 3 კალენდარულ დღეზე მეტი. განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში რაიონული (საქალაქო) სასამართლო სარჩელს წარმოებაში იღებს, ხოლო თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და სარჩელსა და მისთვის დართულ დოკუმენტებს მოსარჩელეს უბრუნებს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. 3. სარჩელი და მისთვის დართული დოკუმენტების ასლები სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით ეგზავნება მოპასუხეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3817 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №96 · ძალაშია 19 დეკ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 აგვ. 1999 – 19 დეკ. 2023 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹⁰⁵21¹⁰⁶21¹⁰⁷276273363⁴363⁵⁶197¹30041⁶37¹¹37¹³21¹⁰⁴
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…დაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს საგადასახა…საგადახდო სისტემისა და…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №113 · ბოლოს შემოწმდა