Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთო სასამართლოების შესახებმუხლი 32

საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 32. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეთაგან, ხოლო იმ სასამართლოს თავმჯდომარეს, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, – მათ შორის, სასამართლო კოლეგიების თავმჯდომარეთაგან, 10 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაბუთებული გადაწყვეტილებით. თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.

2.რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე: ა) განიხილავს საქმეებს; ბ) ზედამხედველობს სასამართლოს აპარატის მუშაობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს სასამართლოს მენეჯერის, სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსის, სასამართლოს მანდატურის, მოსამართლის თანაშემწისა და სასამართლო სხდომის მდივნის თანამდებობაზე დანიშვნის (სამსახურში მიღების) და თანამდებობიდან გათავისუფლების (სამსახურიდან დათხოვნის) შესახებ; სასამართლოს მენეჯერსა და სასამართლოს აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეებს უფარდებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; გ) ორგანიზებას უწევს სასამართლოს მუშაობას; დ) (ამოღებულია - 17.12.2025, №1252) ; დ 1 ) (ამოღებულია - 17.12.2025, №1252) ; ე) ( ამოღებულია) ; ვ) უზრუნველყოფს სასამართლოში წესრიგის დაცვას; უფლებამოსილია სასამართლო სხდომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაადგინოს სხდომის დაწყებამდე პროცესის მონაწილეებისა და სხდომაზე დამსწრე პირების შემოწმება და სასამართლოს შენობაში ან სასამართლო სხდომის დარბაზში ცალკეული საგნების შეტანის აკრძალვა; უფლებამოსილია, აღნიშნული დარბაზის ფართობიდან გამომდინარე, შეზღუდოს სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირთა რაოდენობა; ზ) სასამართლოში წესრიგის დარღვევის, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის ან სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში უფლებამოსილია წესრიგის დამრღვევის მიმართ გამოიყენოს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებანი. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მიერ აღნიშნულ საკითხზე განკარგულების მიღებისა და მისი გასაჩივრების წესი განისაზღვრება საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით; თ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს; ი) (ამოღებულია - 08.02.2017, №255) . კ) (ამოღებულია - 08.02.2017, №255) . ლ) (ამოღებულია - 08.02.2017, №255) .

3.რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნამდე, ხოლო იმ სასამართლოში, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, – სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნამდე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს (სასამართლო კოლეგიის) თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაეკისროს ამავე სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია შეუწყვიტოს მოსამართლეს მისთვის დაკისრებული თავმჯდომარის უფლებამოსილება.

4.იმ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, იმავდროულად არის ამ სასამართლოს ერთ-ერთი კოლეგიის წევრი და შეიძლება იყოს კოლეგიის თავმჯდომარე.

5.რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის/სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტა; გ) დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების სახით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის/სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება; დ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის/სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლა.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას (გარდა იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის/სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა ფორმდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.

7.ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე/სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე თანამდებობიდან თავისუფლდება ამ კანონის XIII 1 თავის შესაბამისად. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3523 - სსმ I,  № 46 , 04 . 0 8 . 20 10 წ., მუხ. 286 საქართველოს 2013 წლის 1 ნოემბრის ორგანული კანონი №1489 - ვებგვერდი, 13.11.2013წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  ორგანული კანონი №4389 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის ორგანული კანონი №169 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის ორგანული კანონი №255 - ვებგვერდი, 13.02.2017წ. საქართველოს 2017 წლის 16 ივნისის ორგანული კანონი №1050 - ვებგვერდი, 22.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ . საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №1252 – ვებგვერდი, 18.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №59 · ძალაშია 31 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 21 თებ. 2017 – 1 ივლ. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 31 დეკ. 2025· გამოქვეყნდა 18 დეკ. 2025

    მე-2 პუნქტში ამოღებულია „პირადად“ და თავმჯდომარის „დ“ და „დ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებები.

  2. 1 სექ. 2025· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025

    პირველ პუნქტში თავმჯდომარის ვადა 5-დან 10 წლამდე გაიზარდა და ამოღებულია წინასწარი კონსულტაციებისა და 3 წლის ვადით განწესებულ მოსამართლეთა შეზღუდვის წინადადებები; „გ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია ინფორმაციის შესწავლა-განზოგადებისა და მიწოდების მოვალეობები.

  3. 1 იან. 2020· გამოქვეყნდა 25 დეკ. 2019
  4. 1 მაი. 2018· გამოქვეყნდა 26 აპრ. 2018

    მე-6 პუნქტში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის ან კოლეგიის თავმჯდომარის გათავისუფლება ახლა ამ კანონის XIII 1 თავის შესაბამისად ხდება.

  5. 1 ივლ. 2017· გამოქვეყნდა 13 თებ. 2017
  6. 1 ივლ. 2017· გამოქვეყნდა 11 ნოე. 2015
  7. 13 ნოე. 2013

    პირველ პუნქტში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის წესი დაზუსტდა; ძველი ვადის შეზღუდვა ამოღებულია და დაემატა წესი ვადიანად დანიშნული მოსამართლის თავმჯდომარედ დანიშვნაზე.

  8. 4 აგვ. 2010

    32-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში თავმჯდომარე აპარატს წარმართავს და ზედამხედველობს, ნიშნავს და ათავისუფლებს სასამართლოს მენეჯერსა და აპარატის სხვა მოსამსახურეებს; „ე“ ქვეპუნქტი მოქალაქეთა მიღებისა და განცხადებების განხილვის შესახებ ამოღებულია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 31შემდეგი მუხლი 32¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 მარ. 2026 · №61

  • 8 ცვლილება · ბოლო 18 დეკ. 2025
  • 13 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 32¹რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები
  • 33რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის/თავმჯდომარის პირველი მოადგილის/მოადგილის/სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება
  • 41მოსამართლის დაწინაურება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹⁰⁵რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ საქმის განხილვა
  • 21¹⁰⁶რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა
  • 5რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი საქმეები

პროკურატურის შესახებ

  • 13რაიონული პროკურატურები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 13რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი სამოქალაქო საქმეები

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 22სასამართლოთა შემადგენლობა

საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ

  • 4ქალაქ თბილისის რაიონის საკრებულო

საქართველოს კონსტიტუცია

  • 60საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 12

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹⁰⁵21¹⁰⁶51360122232¹334113432
მნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …საქართველოს ადმინისტრა…პროკურატურის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს რესპუბლიკი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 მარ. 2026 · რედაქცია №61 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026