Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსიმუხლი 21⁵⁴

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

მუხლი 21⁵⁴. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმის განხილვისა და ბრძანების გამოცემის წესი

რედაქცია №112 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026
თემები:ტელემედიცინა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.მოსამართლე პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისთვის შესაბამისი მიმართვის წარდგენიდან 48 საათში.

2.მოსამართლე პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმეს ერთპიროვნულად, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილავს. სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომელთა მონაწილეობაც აუცილებელია ადმინისტრაციული სამართალწარმოების უზრუნველსაყოფად. საქმის განხილვაში პაციენტის მონაწილეობა აუცილებელია, თუ ეს საფრთხეს არ შეუქმნის სხვა პირების ჯანმრთელობას. საქმის განხილვაში, პაციენტის გარდა, უნდა მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეულის და შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის წარმომადგენლები, პაციენტის ადვოკატი, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში – პაციენტის სხვა კანონიერი წარმომადგენელი. თუ პაციენტს არ აქვს ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა, პაციენტის სურვილის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია მას ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე დაუნიშნოს. არასრულწლოვანი პაციენტის საქმის განხილვისას არასრულწლოვანი პაციენტის ინტერესებს წარმოადგენს მისი მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც პაციენტის სასამართლოში მიყვანა შეუძლებელია მისი ავადმყოფობის გამო ან სხვა ობიექტური მიზეზით, მოსამართლე პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმის განსახილველად ატარებს გასვლით სასამართლო სხდომას იმ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში, რომელშიც პაციენტი იმყოფება.

3.მოსამართლე სასამართლო სხდომის გახსნის შემდეგ აცხადებს, თუ რა მიმართვა განიხილება, ასახელებს სასამართლო პროცესის მონაწილეებს, არკვევს, არის თუ არა აცილებები. საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეულის წარმომადგენელი ასაბუთებს თავის მიერ წარდგენილ მიმართვას, რის შემდეგაც უპასუხებს მოსამართლის, პაციენტის, მისი ადვოკატის ან/და სხვა კანონიერი წარმომადგენლის შეკითხვებს. პაციენტის კანონიერი წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა არ არის მიმართვის განხილვის გადადების საფუძველი.

4.მოსამართლე უფლებამოსილია დაკითხოს იმ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის წარმომადგენელი, რომელმაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივ ერთეულს პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. პაციენტი, მისი ადვოკატი ან/და სხვა კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია მოითხოვოს სხვა პირთა დაკითხვაც, რომელთა ჩვენებას საქმესთან დაკავშირებით შესაძლოა არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს. პაციენტი, მისი ადვოკატი ან/და სხვა კანონიერი წარმომადგენელი ასევე უფლებამოსილია მისცეს განმარტებები სასამართლოს და ჩამოაყალიბოს საპირისპირო მოსაზრებები.

5.სასამართლო სხდომაზე დგება ოქმი. მიმართვის დასაბუთებულობის შემოწმებისა და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების შეფასების შემდეგ მოსამართლე გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციისა და მისი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში არანებაყოფლობითი იზოლაციის საფუძვლის ამოწურვამდე, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა მოთავსების შესახებ.

6.თუ არ არსებობს პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის კანონით დადგენილი საფუძვლები, მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება პაციენტის არანებაყოფლობით იზოლაციაზე უარის თქმის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, თუ პაციენტი უკვე იმყოფება სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში, იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გაწერილი.

7.პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანებაში მიეთითება: ა) ბრძანების გამოცემის თარიღი და ადგილი; ბ) მოსამართლის გვარი; გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ის ადგილობრივი ერთეული, რომელმაც სასამართლოს მიმართვა წარუდგინა; დ) სასამართლო პროცესის მონაწილე მხარეები; ე) პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ განკარგულება შესაბამისი დასაბუთებით, აგრეთვე სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში მოსათავსებელი პირის ვინაობა; ვ) ბრძანების მოქმედების ვადა, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. მოსამართლის ბრძანებაში, როგორც წესი, მიეთითება, რომ იგი პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის საფუძვლის ამოწურვამდე მოქმედებს, რასაც ადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის/ „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე; ზ) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება, რომელმაც უნდა შეასრულოს მოსამართლის ბრძანება; თ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

8.პაციენტის არანებაყოფლობით იზოლაციაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის დადგენილებაში მიეთითება: ა) დადგენილების გამოტანის თარიღი და ადგილი; ბ) მოსამართლის გვარი; გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ის ადგილობრივი ერთეული, რომელმაც სასამართლოს მიმართვა წარუდგინა; დ) სასამართლო პროცესის მონაწილე მხარეები; ე) პაციენტის ვინაობა; ვ) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება, რომელმაც უნდა შეასრულოს მოსამართლის დადგენილება; ზ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

9.მოსამართლის ბრძანება/დადგენილება დგება ოთხ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეგზავნება მიმართვის წარმდგენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივ ერთეულს, მეორე – იმ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს, რომელმაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივ ერთეულს პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა, მესამე – პაციენტს (ან მის ადვოკატს/სხვა კანონიერ წარმომადგენელს), ხოლო მეოთხე ეგზემპლარი რჩება სასამართლოში.

10.საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეული უფლებამოსილია სასამართლოს მიერ მისი მიმართვის განხილვისას მოსამართლის სათათბირო ოთახში გასვლამდე გამოითხოვოს მიმართვა.

11.მოსამართლე წყვეტს პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმის წარმოებას „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

12.მოსამართლის ბრძანება/დადგენილება ძალაში შედის სასამართლო პროცესის მხარეებისათვის ამ ბრძანების/დადგენილების გამოცხადებისთანავე. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4630 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №58 · ძალაშია 13 მაი. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 13 მაი. 2016 – 1 იან. 2017 ტექსტი უცნობია

  2. 6 აგვ. 1999 – 13 მაი. 2016 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2017· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2015

    ახალი მუხლი აწესებს პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმის განხილვის წესს: 48-საათიანი ვადა, დახურული სხდომა, მხარეთა უფლებები, ბრძანება არაუმეტეს 6 თვით ან უარის შესახებ დადგენილება.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 21⁵³შემდეგი მუხლი 21⁵⁵

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დაშორებული კონსულტაციის შესაბამისობასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №112

  • 1 ცვლილება · ბოლო 23 დეკ. 2015
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 5 რედაქცია
  • 4 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 14მუხლი 15ტუბერკულოზის კონტრ… 14ტუბერკულოზის კონტრ… 15

მიუთითებენ მასზე

მუხლი 21⁵⁵მუხლი 21⁵⁶

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹⁸არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმის განხილვისა და ბრძანების გამოცემის წესი
  • 21⁵⁶პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანების/დადგენილების გასაჩივრება
  • 21⁵³პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციისა და მისი შესაბამის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ მოსამართლისათვის ან სასამართლოსათვის მიმართვა

ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ

  • 15არანებაყოფლობითი იზოლაციის გამოყენების წესი და პირობები
  • 16პაციენტის უფლებები არანებაყოფლობითი იზოლაციისას
  • 18პაციენტის შრომითი უფლებები

ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ

  • 4

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 90¹³საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII 13 თავით გათვალისწინებული პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანების აღსრულება

ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ

  • 18არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება
  • 17ნებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 64აცილების შუამდგომლობის გადაწყვეტის წესი
  • 180პირის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁵⁶141521⁵⁵21¹⁸21⁵³90¹³18174641514161821⁵⁴
მითითებამნიშვნელობით ახლოსტუბერკულოზის კონტროლის…საქართველოს ადმინისტრა…ფსიქიატრიულ სტაციონარშ…სააღსრულებო წარმოებათა…ფსიქიკური ჯანმრთელობის…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №112 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026