საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

მუხლი 21⁵⁵. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანების მოქმედების ვადა, ბრძანების მოქმედების ვადის გაგრძელებისა და ბრძანების მოქმედების ვადამდე შეწყვეტის წესები

რედაქცია №113 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანება მოქმედებს პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის საფუძვლის ამოწურვამდე, მაგრამ ბრძანების მოქმედების ვადა 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. პაციენტის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში ყოფნის ვადა აითვლება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე პაციენტის ამ დაწესებულებაში მოთავსების დღიდან.

2.პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის ვადის გაგრძელების შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ერთეულის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე დასაშვებია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის გაგრძელება არაუმეტეს 2 თვისა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ერთეულის მიმართვას სასამართლო განიხილავს ამ კოდექსის 21 54 მუხლით დადგენილი წესით, მისი წარდგენიდან 72 საათში.

3.პაციენტმა შეიძლება მიმართოს სასამართლოს მის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის შეწყვეტის შუამდგომლობით, თუ იგი მიიჩნევს, რომ არანებაყოფლობით იზოლაციაში ყოფნისას ირღვევა მის მიმართ „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნები, ან აღარ არსებობს არანებაყოფლობითი იზოლაციის საფუძველი. სასამართლო შუამდგომლობის მიღებიდან 72 საათში წყვეტს პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის შეწყვეტის საკითხს. სასამართლო ამ გადაწყვეტილების მიღებისას სხვა გარემოებებთან ერთად ითვალისწინებს პაციენტის მიერ არანებაყოფლობითი იზოლაციის პირობებში ტუბერკულოზის საწინააღმდეგო წამლების მიღების აღდგენის საკითხს. სასამართლოს მიერ პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პაციენტი ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობას სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების მეთვალყურეობით განაგრძობს. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანების მოქმედების ვადამდე შეწყვეტის შესახებ პაციენტის მიმართვა განიხილება ამ კოდექსის 21 54 მუხლით დადგენილი წესით.

4.სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებიდან პაციენტის გაწერის თაობაზე გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეცნობება მაგისტრატ მოსამართლეს ან/და შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4630 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანება მოქმედებს პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის საფუძვლის ამოწურვამდე, მაგრამ ბრძანების მოქმედების ვადა 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. პაციენტის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში ყოფნის ვადა აითვლება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე პაციენტის ამ დაწესებულებაში მოთავსების დღიდან. 2. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის ვადის გაგრძელების შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ერთეულის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე დასაშვებია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის გაგრძელება არაუმეტეს 2 თვისა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ერთეულის მიმართვას სასამართლო განიხილავს ამ კოდექსის 21 54 მუხლით დადგენილი წესით, მისი წარდგენიდან 72 საათში. 3. პაციენტმა შეიძლება მიმართოს სასამართლოს მის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის შეწყვეტის შუამდგომლობით, თუ იგი მიიჩნევს, რომ არანებაყოფლობით იზოლაციაში ყოფნისას ირღვევა მის მიმართ „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნები, ან აღარ არსებობს არანებაყოფლობითი იზოლაციის საფუძველი. სასამართლო შუამდგომლობის მიღებიდან 72 საათში წყვეტს პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის შეწყვეტის საკითხს. სასამართლო ამ გადაწყვეტილების მიღებისას სხვა გარემოებებთან ერთად ითვალისწინებს პაციენტის მიერ არანებაყოფლობითი იზოლაციის პირობებში ტუბერკულოზის საწინააღმდეგო წამლების მიღების აღდგენის საკითხს. სასამართლოს მიერ პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პაციენტი ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობას სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების მეთვალყურეობით განაგრძობს. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანების მოქმედების ვადამდე შეწყვეტის შესახებ პაციენტის მიმართვა განიხილება ამ კოდექსის 21 54 მუხლით დადგენილი წესით. 4. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებიდან პაციენტის გაწერის თაობაზე გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეცნობება მაგისტრატ მოსამართლეს ან/და შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4630 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №56 · ძალაშია 1 იან. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 აგვ. 1999 – 1 იან. 2017 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁵⁴1521¹⁹21⁵⁶90¹³45¹1817464¹15161421⁵⁵
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…ტუბერკულოზის კონტროლის…სააღსრულებო წარმოებათა…ფსიქიატრიულ სტაციონარშ…საზოგადოებრივი ჯანმრთე…ფსიქიკური ჯანმრთელობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №113 · ბოლოს შემოწმდა