მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს: ა) (ამოღებულია) ; ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით; ბ 1 ) სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, სასამართლოს მიერ განსახილველი ადმინისტრაციულ ი სამართალდარღვევ ებ ის თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით; გ) სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხის თაობაზე; დ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის თაობაზე; ე) საჯარო სამსახურში შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავასთან დაკავშირებით; ვ) მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე ბრძანების გამოცემის თაობაზე; ზ) შესაბამისი ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის ან პენიტენციური დაწესებულების მიმართვის საფუძველზე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ; თ) „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი ერთეულის (შემდგომ – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ერთეული) მიმართვის საფუძველზე იმავე კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის თაობაზე; ი) პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანასთან დაკავშირებით. საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №169 - სსმI, №7, 08.03.2000წ., მუხ.10 საქართველოს 2000 წლის 25 ოქტომბრის კანონი №567 - სსმI, №39, 10.11.2000წ., მუხ.111 საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1555-სსმI, №26, 30.09.2002წ., მუხ124 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3391 - სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.28 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244 საქართველოს 2006 წლის 14 ივლისის კანონი №3452 - სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ.236 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1692 - სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.175 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3526 - სსმI, №46, 04.08.2010წ., მუხ.289 საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის კანონი №6091 - ვებგვერდი, 10.05.2012წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4630 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №950 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1186 – ვებგვერდი, 28.12.2021წ. თავი III. მიუკერძოებლობა, აცილება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
მუხლი 6. მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №84 · ძალაშია 1 მარ. 2022-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
29 დეკ. 2016 – 1 იან. 2017 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 14
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
- · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2021
მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტში „სასჯელაღსრულების დაწესებულება“ შეიცვალა „პენიტენციური დაწესებულებით“: მაგისტრატი მოსამართლე საქმეს განიხილავს ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის ან პენიტენციური დაწესებულების მიმართვის საფუძველზე.
- · გამოქვეყნდა 23 დეკ. 2015
მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეთა ჩამონათვალს დაემატა „თ“ ქვეპუნქტი ტუბერკულოზის კონტროლის კანონით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის თაობაზე.
მე-6 მუხლში „ბ“ ქვეპუნქტი დაზუსტდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მითითებით, ხოლო ახალი „ბ¹“ ქვეპუნქტი მაგისტრატ მოსამართლეს ანიჭებს ოქმის საფუძველზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევების განხილვას.
- · გამოქვეყნდა 3 დეკ. 2010
მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეები ახლა მოიცავს სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართვით დაწყებულ სტაციონარში მოთავსების საქმეებსაც.
მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულია, ამიტომ ამ კატეგორია მაგისტრატი მოსამართლეების პირველი ინსტანციით განსახილველ საქმეთა ჩამონათვალში აღარ შედის.
- · გამოქვეყნდა 27 ივლ. 2006
მე-6 მუხლით მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეთა ჩამონათვალს დაემატა „ზ“ ქვეპუნქტი პირის არანებაყოფლობითი სტაციონარში მოთავსების შესახებ.
- · გამოქვეყნდა 14 ივლ. 2005
მე-6 მუხლის წინა ტექსტი (საოლქო სასამართლოებისა და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების პირველი ინსტანციის განსჯადობა) შეიცვალა მაგისტრატი მოსამართლეების პირველი ინსტანციით განსახილველი საქმეების ჩამონათვალით.
- · გამოქვეყნდა 9 მარ. 2004
მე-6 მუხლს დაემატა „ვ“ ქვეპუნქტი, რომლითაც უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის სარჩელები საოლქო სასამართლოს პირველი ინსტანციის განსჯადია.
მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „ე“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად საოლქო სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილების თაობაზე სარჩელს; მეორე ცვლილება მხოლოდ საცნობარო მითითების ფრაგმენტია.
მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, რომელიც ამოღებული იყო, შევსდა: საოლქო სასამართლოებს ექვემდებარება 500 000 ლარზე მეტი ფასის სარჩელები ადმინისტრაციული გარიგებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ახლებურად განსაზღვრავს საოლქო სასამართლოს განსჯად აქტებს (სამთავრობო და საქვეუწყებო დაწესებულებები, სხვა უმაღლესი ორგანოს ხელმძღვანელი), „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულია, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოების აქტებზე სარჩელები გადავიდა მათ უმაღლეს სასამართლოებში (ახალი მე-2 ნაწილი).
რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
სპეციალისტები ამ სფეროში
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია
ადვოკატი
კონსულტაცია: ₾200

ნინო დარსაველიძე
იურისტი
კონსულტაცია: ₾150

ნუგზარ მოსიძე
ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია
ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

აიჰან ჰასანლი
ადვოკატი, მედიატორი
კონსულტაცია: ₾200

ლექსო სვიმონიშვილი
ადვოკატი
კონსულტაცია: ₾250

