Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსიმუხლი 18²

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

მუხლი 18². ბიზნესოპერატორის ვალდებულებები ვეტერინარიის სფეროში

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 4 ოქტ. 2023
თემები:სპორტული ორგანიზაციები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123455¹5²5³6

1.ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ცხოველთა მოშენებას, გადარეკვას, გადაზიდვას, რეალიზაციას ან/და დაკვლას, ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები: ა) განახორციელოს გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებები, მათ შორის, ვაქცინაცია, დიაგნოსტიკური გამოკვლევები, მკურნალობა და გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო სხვა ღონისძიებები; ბ) ცხოველის დაკვლა მისი დაკვლის შედეგად მიღებული ცხოველური პროდუქტის ბაზარზე განთავსების მიზნით განახორციელოს ვეტერინარული ზედამხედველობით; გ) შეასრულოს სააგენტოს მითითებები გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო, პრევენციული, სალიკვიდაციო და საიდენტიფიკაციო-სარეგისტრაციო ღონისძიებების განსახორციელებლად; დ) ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო სადიაგნოსტიკო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებებისა და ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ღონისძიებების განხორციელებისას; ე) უზრუნველყოს ცხოველთა (მათ შორის, შინაურ ბინადარ ცხოველთა) კეთილდღეობა; ვ) უზრუნველყოს ცხოველთა გადარეკვა, გადაზიდვა და რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) უზრუნველყოს ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; თ) გადამდები დაავადებების, აგრეთვე ცხოველთა მასობრივი მოწამვლა-მოშხამვის შემთხვევების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს; ი) არ დაუშვას დაინფიცირებული/დაავადებული ან/და ისეთი ცხოველის გადაადგილება, რომლის მიმართაც არსებობს ეჭვი, რომ იგი დაინფიცირებულია/დაავადებულია.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილი ვრცელდება აგრეთვე ოჯახური წარმოების სუბიექტზე.

3.ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ცხოველური პროდუქტების წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას, თავისი საქმიანობის ფარგლებში ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები: ა) უზრუნველყოს, რომ ცხოველური პროდუქტები არ უნდა უქმნიდეს რისკს ადამიანის ან/და ცხოველის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს; ბ) შეასრულოს სააგენტოს მითითებები ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად; ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან ცხოველთა დაავადების საწინააღმდეგო სადიაგნოსტიკო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისას; გ) უზრუნველყოს ცხოველური პროდუქტის გადაადგილება და რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ვრცელდება ოჯახური წარმოების სუბიექტზედაც.

5.ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ვეტერინარული პრეპარატის წარმოებასა და დისტრიბუციას, ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები: ა) სარეალიზაციოდ განკუთვნილი ვეტერინარული პრეპარატი რეგისტრირებული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) დაცული უნდა იქნეს ვეტერინარული პრეპარატის ხარისხთან/უსაფრთხოებასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

5¹.თუ ბიზნესოპერატორს აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ მის მიერ წარმოებული, იმპორტირებული ან ბაზარზე განთავსებული ვეტერინარული პრეპარატი არარეგისტრირებული, ფალსიფიცირებული, ვადაგასული ან გამოსაყენებლად უვარგისია ან დარღვეულია ვეტერინარული პრეპარატის ეტიკეტირების წესი, იგი ვალდებულია საკითხის გარკვევამდე, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ამ ვეტერინარული პრეპარატის ბაზარზე განთავსების აღსაკვეთად ან ბაზარზე განთავსებული ასეთი ვეტერინარული პრეპარატის ამოსაღებად.

5².თუ სააგენტოს აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ბიზნესოპერატორის მიერ წარმოებული, იმპორტირებული ან ბაზარზე განთავსებული ვეტერინარული პრეპარატი არარეგისტრირებული, ფალსიფიცირებული, ვადაგასული ან გამოსაყენებლად უვარგისია ან დარღვეულია ვეტერინარული პრეპარატის ეტიკეტირების წესი, ბიზნესოპერატორი ვალდებულია სააგენტოს მითითების შესაბამისად, საკითხის გარკვევამდე, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ამ ვეტერინარული პრეპარატის ბაზარზე განთავსების აღსაკვეთად ან ბაზარზე განთავსებული ასეთი ვეტერინარული პრეპარატის ამოსაღებად.

5³.ბიზნესოპერატორი ვალდებულია ამ მუხლის 5 1 და 5 2 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიღებული ზომების თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით შეატყობინოს სააგენტოს.

6.ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი სხვა ბიზნესოპერატორები თავიანთ საქმიანობას უნდა ახორციელებდნენ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

რედაქციების შედარება

1. ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ცხოველთა მოშენებას, გადარეკვას, გადაზიდვას, რეალიზაციას ან/და დაკვლას, ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები: ა) განახორციელოს ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებები, მათ შორის, ვაქცინაცია, დიაგნოსტიკური გამოკვლევები, მკურნალობა და გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო სხვა ღონისძიებები; ბ) ცხოველის დაკვლა მისი დაკვლის შედეგად მიღებული ცხოველური პროდუქტის ბაზარზე განთავსებისრეალიზაციის მიზნით განახორციელოს ვეტერინარული ზედამხედველობით; გ) შეასრულოს სააგენტოს მითითებები ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული, სალიკვიდაციოპრევენციული და საიდენტიფიკაციო-სარეგისტრაციოსალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად; დ) ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან ცხოველთა დაავადების საწინააღმდეგო სადიაგნოსტიკო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების და ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ღონისძიებების განხორციელებისას; [ ე)[ე) უზრუნველყოს ცხოველთა (მათ შორის, შინაურ ბინადარ ცხოველთა) კეთილდღეობა; (ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან)] ვ) უზრუნველყოს ცხოველთა გადარეკვა, გადაზიდვა და რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) უზრუნველყოს ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისნარჩენების განკარგვაგანადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; თ) გადამდები დაავადებების, აგრეთვე ცხოველთა მასობრივი მოწამვლა-მოშხამვის შემთხვევების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“−„თ“ ქვეპუნქტები ვრცელდება ოჯახური წარმოების სუბიექტზედაც. 3. ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ცხოველური პროდუქტების წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას, თავისი საქმიანობის ფარგლებში ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები: ა) უზრუნველყოს, რომ ცხოველური პროდუქტები არ უნდა უქმნიდეს რისკს ადამიანის ან/და ცხოველის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს; ბ) შეასრულოს სააგენტოს მითითებები ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად; ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან ცხოველთა დაავადების საწინააღმდეგო სადიაგნოსტიკო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისას; გ) უზრუნველყოს ცხოველური პროდუქტისპროდუქტების გადაადგილება და რეალიზაცია საქართველოსშესაბამისი კანონმდებლობითვეტერინარული დადგენილიდოკუმენტის წესით.თანხლებით. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ვრცელდება ოჯახური წარმოების სუბიექტზედაც. 5. ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ვეტერინარული პრეპარატის წარმოებასა და დისტრიბუციას, ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები: ა) სარეალიზაციოდ განკუთვნილი ვეტერინარული პრეპარატი რეგისტრირებული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) დაცული უნდა იქნეს ვეტერინარული პრეპარატის ხარისხთან/უსაფრთხოებასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები. 5 1 . თუ ბიზნესოპერატორს აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ მის მიერ წარმოებული, იმპორტირებული ან ბაზარზე განთავსებული ვეტერინარული პრეპარატი არარეგისტრირებული, ფალსიფიცირებული, ვადაგასული ან გამოსაყენებლად უვარგისია ან დარღვეულია ვეტერინარული პრეპარატის ეტიკეტირების წესი, იგი ვალდებულია საკითხის გარკვევამდე, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ამ ვეტერინარული პრეპარატის ბაზარზე განთავსების აღსაკვეთად ან ბაზარზე განთავსებული ასეთი ვეტერინარული პრეპარატის ამოსაღებად. 5 2 . თუ სააგენტოს აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ბიზნესოპერატორის მიერ წარმოებული, იმპორტირებული ან ბაზარზე განთავსებული ვეტერინარული პრეპარატი არარეგისტრირებული, ფალსიფიცირებული, ვადაგასული ან გამოსაყენებლად უვარგისია ან დარღვეულია ვეტერინარული პრეპარატის ეტიკეტირების წესი, ბიზნესოპერატორი ვალდებულია სააგენტოს მითითების შესაბამისად, საკითხის გარკვევამდე, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ამ ვეტერინარული პრეპარატის ბაზარზე განთავსების აღსაკვეთად ან ბაზარზე განთავსებული ასეთი ვეტერინარული პრეპარატის ამოსაღებად. 5 3 . ბიზნესოპერატორი ვალდებულია ამ მუხლის 5 1 და 5 2 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიღებული ზომების თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით შეატყობინოს სააგენტოს. 6. ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი სხვა ბიზნესოპერატორები თავიანთ საქმიანობას უნდა ახორციელებდნენ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2025· გამოქვეყნდა 5 ნოე. 2021
  2. 1 იან. 2020· გამოქვეყნდა 2 მაი. 2014
  3. 1 სექ. 2018· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2017
წინა მუხლი 18¹შემდეგი მუხლი 18³

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ცხოველთა გარიგებებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-10-04 · №16

0
ციტირებულია მუხლი
3
ცვლილება
ბოლო 2021-11-05
4
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 18³ბიზნესოპერატორის ვალდებულებები მცენარის დაცვის სფეროში
  • 18¹ბიზნესოპერატორის ვალდებულებები სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში
  • 13ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია და აღიარება

სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ

  • 8ბიზნესოპერატორის ვალდებულებები

შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ

  • 15რეალიზატორი და მისი საქმიანობის ფარგლები
  • 10ცხოველის ვეტერინარული მომსახურება
  • 7მეპატრონე

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13⁵ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულებები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 51გადამცემი სისტემის ოპერატორის ფუნქციები
  • 52გადამცემი სისტემის ოპერატორის ვალდებულებები

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

  • 36მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებული უფლებამოსილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში

ცხოველთა სამყაროს შესახებ

  • 39ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლის ვალდებულებანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
363913⁵18³18¹13851521510718²
მნიშვნელობით ახლოსსურსათის/ცხოველის საკვ…სურსათად/ცხოველის საკვ…შინაურ ბინადარ ცხოველთ…პროდუქტის უსაფრთხოების…ენერგეტიკისა და წყალმო…საზოგადოებრივი ჯანმრთე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 4 ოქტ. 2023