Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაშინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებმუხლი 10

შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ

მუხლი 10. ცხოველის ვეტერინარული მომსახურება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 9 ივლ. 2025
თემები:საკვები და სასმელისატყეო საქმესაზოგადოებრივი ჯანმრთელობასპორტული ორგანიზაციები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314

1.ქვეყანაში ვეტერინარული კეთილსაიმედოობისა და მოსახლეობის ზოონოზური დაავადებისგან დაცვის მიზნით, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა პირებისა, დაავადებების პროფილაქტიკასა და მკურნალობას ახორციელებს ვეტერინარული დაწესებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2.ცხოველის ვეტერინარულ მომსახურებას უზრუნველყოფს ვეტერინარი ან ვეტერინარი ტექნიკოსი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3.ვეტერინარული მომსახურება ხორციელდება ცხოველისთვის უმტკივნეულო საშუალებით, საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი პროცედურების შესაბამისად.

4.აკრძალულია არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე ცხოველისთვის ვეტერინარული ოპერაციების ჩატარება, კერძოდ: ა) ყურების კუპირება; ბ) კუდის კუპირება; გ) ეშვების ექსტრაქცია; დ) კლანჭების ოპერაციული ამოკვეთა; ე) სმენის დაქვეითება; ვ) ხმის იოგების გადაჭრა.

5.ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია ცხოველის მიღებისთანავე მონაცემთა ერთიან ბაზაში გადაამოწმოს მისი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია.

6.თუ ცხოველის შესახებ ინფორმაცია შეტანილი არ არის მონაცემთა ერთიან ბაზაში, ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია თავად უზრუნველყოს პატრონიანი ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია. ამ შემთხვევაში ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ხარჯებს ანაზღაურებს მეპატრონე.

7.მიკედლებული/უპატრონო ცხოველის მიღების შემთხვევაში ვეტერინარული დაწესებულება უფლებამოსილია თავად უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, სტერილიზაცია/კასტრაცია და ანტირაბიული ვაქცინაცია. ამ პროცედურების ჩატარების შეუძლებლობის შემთხვევაში ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად.

8.ვეტერინარულ დაწესებულებას უფლება აქვს, მომსახურება გაუწიოს არარეგისტრირებულ ცხოველს, რომელსაც ესაჭიროება გადაუდებელი ვეტერინარული მომსახურება. ამ მომსახურების გაწევის შემდეგ იგი ვალდებულია ჩაატაროს ამ მუხლის მე-6 ან მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურები.

9.ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია ცხოველის სტერილიზაციის/კასტრაციის, კომპლექსური ვაქცინაციისა და ანტირაბიული ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია შეიტანოს მონაცემთა ერთიან ბაზაში, ხოლო მეპატრონის მოთხოვნის შემთხვევაში − აგრეთვე ვეტერინარულ პასპორტში.

10.ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია ამ კანონის 21-ე მუხლით დადგენილი წესით განხორციელებული ცხოველის ევთანაზიის შესახებ ინფორმაცია შეიტანოს მონაცემთა ერთიან ბაზაში.

11.ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია ცოფის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზოონოზური დაავადებების გამოვლენის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

12.ვეტერინარულ დაწესებულებას უფლება აქვს, სააგენტოსთან ან მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოსთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ვეტერინარული მომსახურება გაუწიოს მიკედლებულ/უპატრონო ცხოველს.

13.ვეტერინარულ დაწესებულებას უფლება აქვს, გასცეს ცხოველის ჯანმრთელობის შესახებ ცნობა.

14.ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია განახორციელოს აქტიური კომუნიკაცია და კოორდინაცია შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის, ინფორმაციის დროული გაცვლით ცოფის ან სხვა ზოონოზური დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

წინა მუხლი 9შემდეგი მუხლი 11

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მეცხოველეობის სამართალისერვისის გვერდი
  • ნადირობის რეგულაციებისერვისის გვერდი
  • სანიტარიული ინსპექტირებასერვისის გვერდი
  • ცხენოსნობის სამართალისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-07-09

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 18მუხლი 21

მიუთითებენ მასზე

მუხლი 19მუხლი 24

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ

  • 9ცხოველთა მართვის სფეროში მონაწილე სუბიექტები
  • 7მეპატრონე
  • 21ცხოველის ევთანაზია

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 12¹ვეტერინარული მოთხოვნები
  • 18²ბიზნესოპერატორის ვალდებულებები ვეტერინარიის სფეროში
  • 26²ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის მექანიზმები

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

  • 36მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებული უფლებამოსილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში

ცხოველთა სამყაროს შესახებ

  • 36გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირება
  • 35გარეულ ცხოველთა მოპოვება, მათი შენახვის, ტყვეობაში ან ნახევრად თავისუფალ პირობებში შენახვის და გამრავლების მიზნით
  • 16ცხოველთა სამყაროს დაცვის უზრუნველყოფა

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

  • 18საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ვეტერინარული საქმიანობისათვის ლეგალური ბრუნვის წესები

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 290ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2903636351612¹18²26²18211819249710
მითითებამნიშვნელობით ახლოსშინაურ ბინადარ ცხოველთ…სურსათის/ცხოველის საკვ…საზოგადოებრივი ჯანმრთე…ცხოველთა სამყაროს შესა…ნარკოტიკული საშუალებებ…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 9 ივლ. 2025