რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 8 (დანართი 1). ჰიგიენური მოთხოვნები ბიზნესოპერატორის მიმართ

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 4 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ნედლი რძის თერმულ (თბურ) დამუშავებას,  ვალდებულია, დანერგოს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP – Hazzard Analysis and Critical Control Points) პრინციპებზე დაფუძნებული სისტემა,   სურსათის/ცხოველის  საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ  საქართველოს კოდექსის შესაბამისად.

2.ბიზნესოპერატორი, რომელიც ეწევა რძის წარმოებას, უნდა აკმაყოფილებდეს რძის წარმოების ადგილსა და აღჭურვილობასთან დაკავშირებულ შემდეგ მოთხოვნებს: ა) რძის საწველი საშუალებები და წარმოების ადგილი, სადაც ხდება რძის შენახვა, დამუშავება ან გაგრილება, უნდა იყოს მოწყობილი იმგვარად, რომ მინიმუმამდე შემცირდეს რძის დაბინძურების რისკი; ბ) ადგილი, რომელიც გამოიყენება რძის შესანახად, უნდა იყოს: ბ.ა) მავნებლებისაგან დაცული; ბ.ბ) ცხოველის სადგომისაგან გამოცალკევებული; ბ.გ) აღჭურვილი შესაბამისი რძის გასაცივებელი საშუალებებით. გ) იმ აღჭურვილობის (რძის საწველი, შესაგროვებელი და გადასაზიდი საშუალებები, ჭურჭელი, კონტეინერები და ა.შ.) ზედაპირი, რომელიც შეხებაშია რძესთან, უნდა იყოს ადვილად გასაწმენდი და საჭიროების შემთხვევაში, იძლეოდეს დეზინფიცირების შესაძლებლობას; დ) აღჭურვილობა (კონტეინერი, ჭურჭელი და ა.შ.), რომელიც გამოიყენება რძის ტრანსპორტირებისას, გამოყენების შემდეგ უნდა გაიწმინდოს და  საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს მისი დეზინფიცირება ხელახლა გამოყენებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელახლა გამოყენება ხდება დროის მოკლე მონაკვეთში.

3.რძის წველის პროცესი, რძის შეგროვება და ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს  ჰიგიენური მოთხოვნების დაცვით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს: ა) რძის წველის დაწყებამდე სარძევე ჯირკვლისა და მისი მიდამოების სისუფთავე; ბ) საჭიროების შემთხვევაში, ცხოველისაგან მიღებული რძის შემოწმება ორგანოლეპტიკური ან ფიზიკურ-ქიმიური შეუსაბამობების გამოვლენის მიზნით, ან ექვივალენტური მეთოდის გამოყენება აღნიშნულ შეუსაბამობათა გამოსავლენად. შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, რძე არ უნდა იქნეს გამოყენებული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის.

4.ადამიანის მიერ მოხმარებისათვის არ უნდა იქნეს გამოყენებული იმ ცხოველისაგან მიღებული რძე, რომელსაც აღენიშნება სარძევე ჯირკვლის დაავადების კლინიკური ნიშნები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნულს დასაშვებად თვლის ვეტერინარი ექიმი;

5.ლაქტაციის უნარის მქონე ცხოველის მოწველის დასრულებისთანავე, რძე უნდა განთავსდეს სუფთა ადგილას მისი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით. რძის მოწველის დასრულებისთანავე, რძე უნდა იქნეს გაგრილებული არაუმეტეს 8°C ტემპერატურაზე.

6.ტრანსპორტირების განმავლობაში,  რძე უნდა იქნეს შენარჩუნებული გრილ მდგომარეობაში და დანიშნულების ადგილზე მიტანისას,  რძის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 10°C-ს.

7.ბიზნესოპერატორი არ არის ვალდებული,  დაიცვას ამ მუხლის მე-3 - მე-5 პუნქტებით განსაზღვრული პირობები იმ შემთხვევაში, თუ რძე აკმაყოფილებს ამ მუხლით დადგენილ ნედლი რძის კრიტერიუმებს და  ამასთანავე: ა) რძე გადამუშავდა მისი მოწველიდან 2 საათის განმავლობაში; ან ბ) ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე, რძის გარკვეული ნაწარმის წარმოებისათვის საჭიროა, ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულზე უფრო მაღალი ტემპერატურა.

8.თერმულად (თბურად) დამუშავებულ რძეს თან უნდა ახლდეს თანმხლები დოკუმენტაცია, რომელშიც მითითებული უნდა იყოს თერმულად (თბურად)  დამუშავების რეჟიმი (ტემპერატურა, ხანგრძლივობა).

9.ბიზნესოპერატორი, რომელიც ეწევა რძის გადამუშავებას, ვალდებულია: ა) უზრუნველყოს რძის მიღებისთანავე მისი გაგრილება არაუმეტეს 6°C ტემპერატურაზე და შეინარჩუნოს აღნიშნული ტემპერატურა რძის გადამუშავებამდე; ბ) რძე შეინახოს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილზე უფრო მაღალ ტემპერატურაზე იმ შემთხვევაში, თუ: ბ.ა) რძის გადამუშავება ხორციელდება რძის მოწველისთანავე ან საწარმოში რძის მიღებიდან 4 საათის განმავლობაში; ან ბ.ბ) ტექნოლოგიური თავისებურებიდან გამომდინარე, რძის გარკვეული ნაწარმის  წარმოებისათვის საჭიროა, ამ მუხლით გათვალისწინებულზე უფრო მაღალი ტემპერატურა.

10.იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორი ახორციელებს ნედლი რძის ან რძის ნაწარმის  თერმულ (თბურ) დამუშავებას, იგი ვალდებულია,  დაიცვას შემდეგი პირობები: ა) თერმული (თბური) დამუშავების ნებისმიერი პროცესის დროს, რომელიც გამოიყენება გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი პროდუქტის მიმართ, თავიდან უნდა იქნეს აცილებული პროდუქტის დაბინძურება; ბ) შეამოწმოს პროდუქტის ტემპერატურა, წნევა, ჭურჭლის ჰერმეტულობა და მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები.

11.(ამოღებულია - 09.07.2015, №342). საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ივლისის დადგენილება № 342 - ვებგვერდი, 13.07.2015წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
28429518¹17¹18²7 (და…2 (და…6 (და…35 (დ…28 (დ…34 (დ…308 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსრძისა და რძის ნაწარმის…სურსათის/ცხოველის საკვ…ნაგავსაყრელის მოწყობის…“რკინიგზით ტვირთის გად…წყლის რესურსების მართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა