Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებმუხლი 8

სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ

მუხლი 8. ბიზნესოპერატორის ვალდებულებები

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 28 ივნ. 2019

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ბიზნესოპერატორი ვალდებულია ბაზარზე განათავსოს ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეტიკეტირებული სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და გენმოდიფიცირებული პროდუქტი, ხოლო მათი ეტიკეტირების შეუძლებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს, რომ მათ თვალსაჩინო ადგილას თან ახლდეს ამ კანონით დადგენილი ეტიკეტირების წესებით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაცია.

2.ბიზნესოპერატორი ვალდებულია სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებისას და იმპორტისას თან იქონიოს სათანადო დოკუმენტაცია.

3.ბიზნესოპერატორი ვალდებულია ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ ეტიკეტირების წესებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, მათ შორის, ეტიკეტირების შეუძლებლობისას დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში,  დაუყოვნებლივ გამოითხოვოს ბაზარზე განთავსებული სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმები ან/და გენმოდიფიცირებული პროდუქტი და არ განათავსოს ისინი ბაზარზე აღნიშნული შეუსაბამობის გამოსწორებამდე.

4.ბიზნესოპერატორის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეუსაბამობის გამოუსწორებლობის შემთხვევაში  სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და გენმოდიფიცირებული პროდუქტი ექვემდებარება  განადგურებას, რასაც ბიზნესოპერატორი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს.

5.ბიზნესოპერატორის მიერ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას ამ კანონით დადგენილი წესით.

6.ბიზნესოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და გენმოდიფიცირებული პროდუქტი იმპორტისას ეტიკეტირებული იყოს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. ბიზნესოპერატორი ასევე ვალდებულია სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას  ჰქონდეს თანმხლები დოკუმენტი.

7.ბიზნესოპერატორის მიერ იმპორტისას ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ ეტიკეტირების წესებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, აგრეთვე თანმხლები დოკუმენტის არარსებობისას სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და გენმოდიფიცირებული პროდუქტი ექვემდებარება მისივე ხარჯებით ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნებას ან განადგურებას ან შეუსაბამობის გამოსწორებას. განადგურებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური. თავი III სახელმწიფო კონტროლი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 14 დეკ. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 7შემდეგი მუხლი 9

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 28 ივნ. 2019 · №2

  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ

  • 5სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ბაზარზე განთავსება
  • 6სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტი
  • 4ტერმინთა განმარტება

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 18¹ბიზნესოპერატორის ვალდებულებები სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში
  • 13ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია და აღიარება
  • 18²ბიზნესოპერატორის ვალდებულებები ვეტერინარიის სფეროში

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13⁵ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულებები

ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ

  • 15საქმიანობის განმახორციელებლის ვალდებულებები
  • 7გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში საქმიანობის განხორციელება
  • 16ბიოლოგიური უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირი

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 12 (დანართი 1)იმპორტიორის ვალდებულებები

ენერგოეტიკეტირების შესახებ

  • 6დილერის ვალდებულებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13⁵18¹1318²1571656412 (დ…68
მნიშვნელობით ახლოსსურსათად/ცხოველის საკვ…სურსათის/ცხოველის საკვ…პროდუქტის უსაფრთხოების…ცოცხალი გენმოდიფიცირებ…სამშენებლო პროდუქტების…ენერგოეტიკეტირების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 28 ივნ. 2019 · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა 31 ოქტ. 2026