ნაგავსაყრელის ოპერატორი ვალდებულია: ა) მიიღოს შესაბამისი ზომები იმ საფრთხეების და ზიანის პრევენციისა და მინიმუმამდე შესამცირებლად, რომლებიც შეიძლება გამოწვეულ იყოს: სუნისა და მტვრის გავრცელებით, ქარის შედეგად მიმოფანტული ნარჩენებით, ხმაურითა და სატრანსპორტო საშუალებებით, ფრინველებით, მავნებლებითა და მწერებით, ხანძრებითა და ნაგავსაყრელის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა ასპექტებით; ბ) უზრუნველყოს ნაგავსაყრელის ტერიტორიის საიმედო დაცვა და უსაფრთხოება თავისუფლად შესვლისა და ნარჩენების უკანონო განთავსების აღკვეთის მიზნით; გ) უზრუნველყოს საჭირო ტექნიკისა და პერსონალის არსებობა ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიის დასასუფთავებლად ნაგავსაყრელიდან ან ნარჩენების გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებებიდან ნარჩენებით დანაგვიანების შემთხვევაში; დ) ნარჩენების განთავსების ადგილების მითითებისა და ნაგავსაყრელის ნარჩენების მიღების ადგილზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის კონტროლის მიზნით გამოყოს ნაგავსაყრელის შესაბამისი მომსახურე პერსონალი; ე) განახორციელოს ნაგავსაყრელზე განთავსებული ნარჩენების მაქსიმალური სიმკვრივის მისაღწევად ნარჩენების დატკეპნა ბულდოზერის, სატკეპნის ან კომპაქტორის მეშვეობით; ვ) ნაგავსაყრელი გადაფაროს ყოველდღიურად ნიადაგის და/ან ყოველდღიური, შუალედური და გრძელვადიანი გამოყენების ალტერნატიული საყოფაცხოვრებო ნარჩენების საფარით (სუსპენზია, რომელიც შედგება ბუნებრივი წარმოშობის სინთეზური და ბოჭკოვანი პოლიმერული მასალის, ცელულოზის ბოჭკოებისაგან) +5˚C-ზე მაღალი ტემპერატურის პირობებში, ხოლო +5˚C-ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში − სულ მცირე, 3 დღეში ერთხელ; ზ) განახორციელოს ნაგავსაყრელზე მიღებული და დამუშავებული ნარჩენების აღრიცხვა-ანგარიშგება ,,ნარჩენების აღრიცხვის წარმოების, ანგარიშგების განხორციელების ფორმისა და შინაარსის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად; თ) უზრუნველყოს ნაგავსაყრელის ყველა სისტემისა და მოწყობილობის გამართული ფუნქციონირება; ი) უზრუნველყოს ნაგავსაყრელის მისასვლელი შიდა გზების ტექნიკური მომსახურება ნარჩენების ტრანსპორტირების ოპტიმიზაციის მიზნით; კ) სტატისტიკის მიზნებისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამის ორგანოებს მიაწოდოს ინფორმაცია ნაგავსაყრელზე მიღებული და განთავსებული ნარჩენების რაოდენობისა და მახასიათებლების შესახებ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის დადგენილება №367 - ვებგვერდი, 29.07.2016წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის დადგენილება №138 – ვებგვერდი, 19.03.2019წ. თავი I V კონტროლისა და მონიტორინგის პროცედურები ნაგავსაყრელის ოპერირებისა და დახურვის შემდგომი მოვლის ფაზაში
მუხლი 35 (დანართი 1). ნაგავსაყრელის ოპერატორის ვალდებულებები ოპერირებისა და ტექნიკური მომსახურების კუთხით
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №2 · ძალაშია 19 მარ. 2019-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

