Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 115

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 115. უმაღლესი საბჭოს დადგენილების მიღების წესი

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი უმაღლეს საბჭოს წარედგინება და განიხილება კანონპროექტის უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენისა და კომიტეტში განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით.

2.უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განიხილება ერთი მოსმენით, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით.

3.უმაღლესი საბჭოს ნორმატიული ხასიათის დადგენილების პროექტი, უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია განხილულ იქნეს 2 მოსმენით. პირველი მოსმენით დადგენილების პროექტის განხილვის შემდეგ უმაღლესი საბჭო კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი პროექტის მიღების ან უარყოფის შესახებ.

4.დადგენილების პროექტთან დაკავშირებული წინადადება უნდა წარედგინოს წამყვან კომიტეტს. თუ წამყვანი კომიტეტი უარყოფს დადგენილების პროექტთან დაკავშირებულ წინადადებას, უმაღლესი საბჭო მას, ინიციატორის მოთხოვნით, განიხილავს პროექტთან ერთად. ახალი წინადადების დაყენება და განხილვა შეიძლება მხოლოდ უმაღლესი საბჭოს თანხმობით.

5.მეორე მოსმენით დადგენილების პროექტის განხილვის შემდეგ უმაღლესი საბჭო კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი პროექტის მთლიანად მიღების ან უარყოფის შესახებ.

6.უმაღლესი საბჭოს რეზოლუცია, განცხადება და მიმართვა განიხილება და მიიღება დადგენილების განხილვისა და მიღებისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით.

7.უმაღლესი საბჭოს თანხმობა, როგორც წესი, მიიღება დადგენილებით.

8.დადგენილების მიღების თარიღად ითვლება უმაღლესი საბჭოს მიერ მისი საბოლოო რედაქციით მიღების დღე.

9.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კომიტეტებში განხილვის პროცედურებს არ საჭიროებს უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი, რომელიც ეხება საკადრო, პერსონალურ და პროცედურულ საკითხებს, ასევე ისეთ საკითხებს, რომლითაც ხდება უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების იურიდიულად გაფორმება.

წინა მუხლი 114შემდეგი მუხლი 116

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-30 · №18

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 136უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენილი ანგარიშის განხილვა
  • 100კანონის დაჩქარებული წესით მიღება
  • 95კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 93უმაღლესი საბჭოს დადგენილების მიღების წესი
  • 116უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენილი ანგარიშის განხილვა
  • 79კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვა და მიღება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 127პარლამენტის დადგენილების მიღების წესი
  • 113კანონის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

  • 27ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განსაკუთრებული დაფინანსების წესი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 10უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 91საბჭოს გადაწყვეტილება

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 20¹აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მიღებისა და გამოქვეყნების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1020¹9311679136100959127127113115
მნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…საჯარო შესყიდვების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 30 აპრ. 2026