Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 122

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 122. დებულებები და წესები

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 8 ივლ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.უმაღლესი საბჭოს აპარატის, დეპარტამენტების, სამსახურების, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის დებულებებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

2.უმაღლესი საბჭოს კომიტეტის აპარატის დებულებას უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მიერ შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეთანხმების შემდეგ უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

3.უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

4.უმაღლესი საბჭოს აპარატის დეპარტამენტების, სამსახურების, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის და უმაღლესი საბჭოს კომიტეტების აპარატების უფროსებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

5.უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოსამსახურეებს, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეებისა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი. უმაღლესი საბჭოს აპარატში დასაქმებულ სხვა პირებს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი.

6.უმაღლესი საბჭოს აპარატში დასაქმებულ პირთათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება კანონმდებლობით და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტით.

7.უმაღლესი საბჭოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება კანონმდებლობით, უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებით, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და სამუშაო აღწერილობით.

8.ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებებით.

9.სამუშაოთა აღწერილობებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსთან შეთანხმებით, ხოლო კომიტეტების აპარატებში – შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი.

10.უმაღლესი საბჭოს აპარატში დასაშვებია პრაქტიკისა და სტაჟირების გავლა. უმაღლესი საბჭოს აპარატში პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის წესს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. თავი XVIII პასუხისმგებლობა რეგლამენტის დარღვევისთვის . უმაღლესი საბჭოს ეთიკა

წინა მუხლი 121შემდეგი მუხლი 123

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-07-08 · №37

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 119უმაღლესი საბჭოს აპარატის უფლებამოსილება
  • 120უმაღლესი საბჭოს აპარატის ხელმძღვანელობა
  • 13უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები და უფლებამოსილების ფარგლები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 149დებულებები და წესები
  • 147უმაღლესი საბჭოს აპარატის ხელმძღვანელობა
  • 146უმაღლესი საბჭოს აპარატის უფლებამოსილება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 236დებულებები და წესები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 13უმაღლესი საბჭოს ბიურო, კომიტეტები და ფრაქციები
  • 12უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 49საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 4უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები
  • 5უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, კომიტეტები და ფრაქციები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1312491191201314914714645236122
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…საერთო სასამართლოების …აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 8 ივლ. 2026