საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 236. დებულებები და წესები

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პარლამენტის აპარატის, მისი დეპარტამენტების, მანდატურის სამსახურისა და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის დებულებებს პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.

2.პარლამენტის კომიტეტის აპარატის დებულებას პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეთანხმების შემდეგ, პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.

3.პარლამენტის აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.

4.პარლამენტის აპარატის დეპარტამენტების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელსა და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს პარლამენტის თავმჯდომარე.

5.პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეებს (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეებისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსისა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი. პარლამენტის აპარატში დასაქმებულ სხვა პირებს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ დადგენილი წესით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი.

6.პარლამენტის აპარატში დასაქმებულ პირთათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და პარლამენტის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტით.

7.პარლამენტის აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, პარლამენტის აპარატის დებულებით, პარლამენტის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და სამუშაოს აღწერილობით.

8.ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებებით.

9.სამუშაოთა აღწერილობებს პარლამენტის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსთან შეთანხმებით, ხოლო კომიტეტების აპარატებში – შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეთანხმებით ამტკიცებს პარლამენტის აპარატის უფროსი.

10.დასაშვებია პარლამენტის აპარატში სტაჟირების გავლა. პარლამენტის აპარატში სტაჟირების გავლის წესს პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.

11.პარლამენტის აპარატის უფროსი ამტკიცებს პარლამენტის სასახლეში ექსკურსიების ჩატარების წესს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პარლამენტის აპარატის, მისი დეპარტამენტების, მანდატურის სამსახურისა და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის დებულებებს პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე. 2. პარლამენტის კომიტეტის აპარატის დებულებას პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეთანხმების შემდეგ, პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე. 3. პარლამენტის აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე. 4. პარლამენტის აპარატის დეპარტამენტების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელსა და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს პარლამენტის თავმჯდომარე. 5. პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეებს (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეებისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსისა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი. პარლამენტის აპარატში დასაქმებულ სხვა პირებს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ დადგენილი წესით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი. 6. პარლამენტის აპარატში დასაქმებულ პირთათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და პარლამენტის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტით. 7. პარლამენტის აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, პარლამენტის აპარატის დებულებით, პარლამენტის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული  ერთეულის დებულებითა და სამუშაოს აღწერილობით. 8. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებებით. 9. სამუშაოთა აღწერილობებს პარლამენტის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსთან შეთანხმებით, ხოლო კომიტეტების აპარატებში – შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეთანხმებით ამტკიცებს პარლამენტის აპარატის უფროსი. 10. დასაშვებია პარლამენტის აპარატში სტაჟირების გავლა. პარლამენტის აპარატში სტაჟირების გავლის წესს პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე. 11. პარლამენტის აპარატის უფროსი ამტკიცებს პარლამენტის სასახლეში ექსკურსიების ჩატარების წესს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
240413626122151491323423321236
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს კონსტიტუცი…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა