Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 149

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 149. დებულებები და წესები

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.უმაღლესი საბჭოს აპარატის, დეპარტამენტებისა და ბუღალტერიის დებულებებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

2.უმაღლესი საბჭოს კომიტეტის აპარატის დებულებას უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მიერ შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეთანხმების შემდეგ უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

3.უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

4.უმაღლესი საბჭოს აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

5.უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოსამსახურეებს, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული საჯარო მოსამსახურეებისა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი.

6.უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოხელისათვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, თითოეული თანამდებობის სპეციფიკის და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით.

7.უმაღლესი საბჭოს ფრაქციების აპარატების თანამშრომლებთან შრომით ხელშეკრულებებს შესაბამისი ფრაქციის თავმჯდომარის ან ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის წარდგინებით დებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი.

8.უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტში, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოში დასაქმებულ პირებთან, ასევე კომიტეტების თავმჯდომარეების თანაშემწეებთან ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს დებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

9.უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესს ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

10.უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოხელეთა სამუშაო აღწერილობებს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი.

11.უმაღლესი საბჭოს აპარატში დასაშვებია პრაქტიკისა და სტაჟირების გავლა. უმაღლესი საბჭოს აპარატში პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის წესს ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ა ჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 11 დეკემბრის რეგლამენტი №50-Iს - ვებგვერდი, 12.12.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. უმაღლესი საბჭოს აპარატის, დეპარტამენტებისა და ბუღალტერიის დებულებებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. 2. უმაღლესი საბჭოს კომიტეტის აპარატის დებულებას უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მიერ შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეთანხმების შემდეგ უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. 3. უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. 4. უმაღლესი საბჭოს აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. 5. უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოსამსახურეებს, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული საჯარო მოსამსახურეებისა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი. 6.  უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოხელისათვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, თითოეული თანამდებობის სპეციფიკის და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით. 7. უმაღლესი საბჭოს ფრაქციების აპარატების თანამშრომლებთან შრომით ხელშეკრულებებს შესაბამისი ფრაქციის თავმჯდომარის ან ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის წარდგინებით დებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი. 8. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტში, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოში დასაქმებულ პირებთან, ასევე კომიტეტების თავმჯდომარეების თანაშემწეებთან ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს დებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. 9. უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესს ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. 10. უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოხელეთა სამუშაო აღწერილობებს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი. 11. უმაღლესი საბჭოს აპარატში დასაშვებია პრაქტიკისა და სტაჟირების გავლა. უმაღლესი საბჭოს აპარატში პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის წესს ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ა ჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 11 დეკემბრის რეგლამენტი №50-Iს - ვებგვერდი, 12.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17 · ძალაშია 12 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 12 დეკ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 148შემდეგი მუხლი 150

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 30 აპრ. 2026 · №18

  • 1 ცვლილება · ბოლო 12 დეკ. 2025
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 146უმაღლესი საბჭოს აპარატის უფლებამოსილება
  • 147უმაღლესი საბჭოს აპარატის ხელმძღვანელობა
  • 150უმაღლესი საბჭოს დაცვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 122დებულებები და წესები
  • 119უმაღლესი საბჭოს აპარატის უფლებამოსილება
  • 120უმაღლესი საბჭოს აპარატის ხელმძღვანელობა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 236დებულებები და წესები

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 49საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 13 (დანართი 1)უმაღლესი საბჭოს ბიურო, კომიტეტები და ფრაქციები
  • 12 (დანართი 1)უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 4უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 40ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13 (დ…12 (დ…40491221191201461471504236149
მნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…საერთო სასამართლოების …აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 30 აპრ. 2026 · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026