Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთო სასამართლოების შესახებმუხლი 49

საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 49. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: ა) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს (გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრებისა); ბ) განსაზღვრავს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შემადგენლობას; გ) განსაზღვრავს სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეთა სპეციალიზაციას, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − უზენაეს, სააპელაციო და რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში მოსამართლეების ვიწრო სპეციალიზაციას; დ) ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის  სტრუქტურას, თანამდებობათა დასახელებებს, საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივ სარგოს, აგრეთვე საქართველოს საერთო სასამართლოების (გარდა უზენაესი სასამართლოსი) აპარატების სტრუქტურებსა და საშტატო ნუსხებს; დ 1 ) ადგენს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული და საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს; ე) შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს საერთო სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის წესს; ე 1 ) ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში სტაჟირების გავლის წესს; ე 2 ) ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების აპარატების მოხელეთა შეფასების წესს; ვ) განიხილავს სასამართლო სტატისტიკის ანალიზის მასალებს; ზ) კანონით გათვალისწინებული წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ ახორციელებს დისციპლინურ სამართალწარმოებას; თ) ისმენს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის ანგარიშს; ი) იღებს გადაწყვეტილებას კანონით დადგენილი წესით მოსამართლის წახალისების შესახებ; ი 1 ) გასცემს თანხმობას მოსამართლის მიერ სამეცნიერო ან პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებაზე, აგრეთვე მოსამართლის მიერ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სარგებლის (გარდა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული სარგებლისა) მიღებაზე; კ) შეიმუშავებს წინადადებებს სასამართლო რეფორმის საკითხებზე; კ 1 ) (ამოღებულია - 04.03.2026, №1377) ; კ 2 ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად , საერთო სასამართლოების მოსამართლეთაგან ირჩევს საჯარო სამსახურის საბჭოს 2 წევრს; კ 3 ) ამტკიცებს სასამართლო მედიაციის პროგრამას/პროგრამებს; კ 4 ) ამტკიცებს მედიატორის საქმიანობის ანაზღაურების წესს; კ 5 ) ახორციელებს ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს; კ 6 ) უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სამართალწარმოების ხელმისაწვდომობას და ამ მიზნით, შეიმუშავებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროცესის მონაწილეებთან მუშაობის სტანდარტებსა და მეთოდიკას, რომლითაც გათვალისწინებული იქნება სასამართლოში ამ კატეგორიის საქმეთა განხილვის სპეციფიკურობა; ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით.

3.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით იქმნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატი.

4.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის გამართვამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება სხდომის გამართვის თარიღისა და სხდომის დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია. საქართველოს 2011 წლის 22 მარტის ორგანული კანონი №4461 -ვებგვერდი, 01.04.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5529 - ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2013 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №580 – ვებგვერდი, 20 .05.2013წ. საქართველოს 2013 წლის 1 ნოემბრის ორგანული კანონი №1489 - ვებგვერდი, 13.11.2013წ. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №1789 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  ორგანული კანონი №4389 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის ორგანული კანონი №169 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის ორგანული კანონი №255 - ვებგვერდი, 13.02.2017წ. საქართველოს 2018 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2034 - ვებგვერდი, 29.03.2018წ. საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის ორგანული კანონი №4963 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის ორგანული კანონი №5006 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 21 მაისის ორგანული კანონი №5906 – ვებგვერდი, 25.05.2020წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის ორგანული კანონი №6848 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის ორგანული კანონი №397 – ვებგვერდი, 04.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №1252 – ვებგვერდი, 18.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №1377 – ვებგვერდი, 05.03.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №61 · ძალაშია 1 მაი. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 2 ივლ. 2025 – 1 სექ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 17

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 მაი. 2026· გამოქვეყნდა 5 მარ. 2026

    49-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ¹“ ქვეპუნქტი ამოღებულია: საბჭოს ფუნქციათა ჩამონათვალიდან გაქრა იურიდიული დახმარების საბჭოში ერთი წევრის არჩევა თავისი არამოსამართლე წევრებისგან.

  2. 31 დეკ. 2025· გამოქვეყნდა 18 დეკ. 2025

    პირველ პუნქტში ამოღებულია უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტის პროექტის სხდომამდე არანაკლებ 3 დღით ადრე ვებგვერდზე გამოქვეყნების ვალდებულება; სხდომის თარიღისა და დღის წესრიგის გამოქვეყნება უცვლელია.

  3. 1 სექ. 2025· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025

    49-ე მუხლის პირველ პუნქტში გაფართოვდა უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება სპეციალიზაციისა და აპარატის სარგოების დამტკიცების ნაწილში; მე-4 პუნქტში შეიცვალა სხდომის შესახებ ინფორმაციისა და აქტის პროექტის გამოქვეყნების ვადები.

  4. 4 აპრ. 2025

    49-ე მუხლის პირველ პუნქტში დაემატა „ი¹“ ქვეპუნქტი, რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებას დაემატა თანხმობის გაცემა მოსამართლის სამეცნიერო ან პედაგოგიურ საქმიანობაზე და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონით გათვალისწინებული სარგებლის მიღებაზე.

  5. 13 იან. 2022

    49-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ახლებურად აყალიბებს საბჭოს აპარატისა და სასამართლო აპარატების სტრუქტურის, ნუსხისა და სარგოების დამტკიცებას, ინსპექტორის სამსახურის გამოკლებით.

  6. 1 იან. 2021· გამოქვეყნდა 28 ივლ. 2020
  7. 1 სექ. 2020· გამოქვეყნდა 27 სექ. 2019
  8. 1 იან. 2020· გამოქვეყნდა 25 დეკ. 2019
  9. 1 იან. 2020· გამოქვეყნდა 27 სექ. 2019
  10. 29 მარ. 2018

    49-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით საბჭო სპეციალიზაციას განსაზღვრავს როგორც სააპელაციო, ისე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეებზე.

  11. 1 ივლ. 2017· გამოქვეყნდა 13 თებ. 2017
  12. 1 ივლ. 2017· გამოქვეყნდა 11 ნოე. 2015
  13. 28 დეკ. 2013

    49-ე მუხლის პირველ პუნქტში დაემატა „კ¹“ ქვეპუნქტი, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ანიჭებს უფლებამოსილებას აირჩიოს არამოსამართლე წევრებისაგან 1 წევრი იურიდიული დახმარების საბჭოში წარსადგენად.

  14. 13 ნოე. 2013

    49-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტში მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი ახლა მოიცავს როგორც პრეზიდენტის მიერ დანიშნულ, ისე პარლამენტის მიერ არჩეულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს.

  15. 20 მაი. 2013

    1-ლი პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტში მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი ახლა პარლამენტის მიერ არჩეულ წევრებს ეხება და რანგირებაზე მითითება ამოღებულია; მე-2 პუნქტში რეგლამენტის დამტკიცების კვორუმი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედიდან 2/3-ის უმრავლესობამდე შეიცვალა.

  16. 28 დეკ. 2011

    49-ე მუხლის 1-ლი პუნქტის დ) ქვეპუნქტში აპარატების სტრუქტურისა და საშტატო რაოდენობის დამტკიცება ახლა იმავე წინადადებაშია, დეპარტამენტის წარდგინების მითითების გარეშე; დაემატა ე¹ და ე² ქვეპუნქტები სტაჟირებისა და შეფასების წესების შესახებ.

  17. 1 აპრ. 2011

    49-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „დ¹“ ქვეპუნქტი, რომლითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეკისრება პრეზიდენტის წარმომადგენლის მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის დადგენა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 48შემდეგი მუხლი 49¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 მარ. 2026 · №61

  • 17 ცვლილება · ბოლო 5 მარ. 2026
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 26 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საჯარო სამსახურის … 19მუხლი 19საჯარო სამსახურის … 19

მიუთითებენ მასზე

მუხლი 77მუხლი 79

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 47საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
  • 65საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის უფლებამოსილება
  • 48საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები

საქართველოს კონსტიტუცია

  • 64იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 197საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის წესი
  • 181საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 122დებულებები და წესები
  • 13უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები და უფლებამოსილების ფარგლები
  • 119უმაღლესი საბჭოს აპარატის უფლებამოსილება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 23სასამართლო ხელისუფლება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 149დებულებები და წესები
  • 147უმაღლესი საბჭოს აპარატის ხელმძღვანელობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
196419777947654812213191492319718149
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურის შესა…საერთო სასამართლოების …საჯარო სამსახურის შესა…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს პარლამენტი…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 მარ. 2026 · რედაქცია №61 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026