Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 47

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 47. დროებითი კომისიის შექმნა

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 8 ივლ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.დროებითი კომისიის შექმნის შესახებ უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის ინიციირების უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, კომიტეტს, ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრთა 5-კაციან ჯგუფს. დადგენილების პროექტი უნდა შეიცავდეს დროებითი კომისიის შექმნის საჭიროების სათანადო დასაბუთებას. უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი გადაეცემა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად. უმაღლესი საბჭო დროებითი კომისიის შექმნის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. უმაღლესი საბჭოს დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს დროებითი კომისიის შექმნის საფუძველი, გამოსაკვლევ საკითხთა წრე და კომისიის უფლებამოსილების ვადა.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების მიღებიდან 3 დღის ვადაში დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობას და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი და ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი უახლოეს სხდომაზე.

3.დროებითი კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციებში გაერთიანებულ უმაღლესი საბჭოს წევრთა და უმაღლესი საბჭოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში. ამასთანავე, დროებით კომისიაში ფრაქციები წარმოდგენილი უნდა იყვნენ თითო წევრით მაინც.

4.ფრაქციები და უმაღლესი საბჭოს ის წევრები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კვოტების დაცვით, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ კვოტების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში თავიანთი გადაწყვეტილებით წარადგენენ დროებითი კომისიის წევრებს და ამის შესახებ აცნობებენ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.

5.დროებითი კომისიის წევრების წარდგენის შესახებ ინფორმაციის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ ცნობად მიღების მომენტიდან არაუგვიანეს 3 დღისა იმართება დროებითი კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა.

6.დროებითი კომისია პირველ საორგანიზაციო სხდომაზე ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს, შეიმუშავებს დროებითი კომისიის დებულებას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 მაისის რეგლამენტი №07 - ვებგვერდი, 06.05.2020 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 6 ოქტომბრის რეგლამენტი N18 - ვებგვერდი, 07.10.2021 წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 7 ოქტ. 2021
  2. 6 მაი. 2020
წინა მუხლი 46შემდეგი მუხლი 48

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-07-08 · №37

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2021-10-07
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 53დროებითი კომისიის სხდომა
  • 51დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა
  • 49დროებითი კომისიის თავმჯდომარის არჩევა და უფლებამოსილების შეწყვეტა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 57დროებითი კომისიის შექმნა
  • 63დროებითი კომისიის სხდომა
  • 61დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 72დროებითი კომისიის შექმნა
  • 61დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა
  • 77დროებითი კომისიის სხდომა, სხდომის ოქმი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 14უმაღლესი საბჭოს დროებითი კომისია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 6უმაღლესი საბჭოს დროებითი კომისია
  • 5უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, კომიტეტები და ფრაქციები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
145351495763616572617747
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 8 ივლ. 2026