აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 61. დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.დროებითი კომისია შეიძლება შეიქმნას არაუმეტეს 3 თვის ვადით. კომისიის უფლებამოსილების ვადა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით შეიძლება გაგრძელდეს თითო თვით. კომისიის უფლებამოსილების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

2.თუ დროებითმა კომისიამ დადგენილ ვადაში ვერ წარმოადგინა გადაწყვეტილების პროექტი განსახილველ საკითხზე, უმაღლესი საბჭო უახლოეს პლენარულ სხდომაზე ისმენს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს, რომლის საფუძველზეც სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ; ბ) კომისიის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

3.შესაბამისი მოწვევის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე თუ დარჩენილია 3 თვეზე ნაკლები დროებითი კომისიის შექმნა დაუშვებელია. უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 3 თვით ადრე ყველა დროებით კომისიას უწყდება უფლებამოსილება. კომისია ვალდებულია აღნიშნულ დრომდე წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. თუ დროებითმა კომისიამ ამ ვადამდე ვერ მოამზადა დასკვნა განსახილველ საკითხზე, კომისიის მიერ მოპოვებული მასალა, შესაბამისი ანგარიშით, გადაეცემა ახალი მოწვევის უმაღლეს საბჭოს, რომელიც რეგლამენტის 57-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას საკითხის შემდგომი შესწავლისა და განხილვის შესახებ.

4.დროებითი კომისიის საქმიანობის დასრულების შემდეგ მის საქმიანობასთან დაკავშირებული მასალები კანონით დადგენილი წესით გადაეცემა უმაღლესი საბჭოს აპარატს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დროებითი კომისია შეიძლება შეიქმნას არაუმეტეს 3 თვის ვადით. კომისიის უფლებამოსილების ვადა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით შეიძლება გაგრძელდეს თითო თვით. კომისიის უფლებამოსილების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. 2. თუ დროებითმა კომისიამ დადგენილ ვადაში ვერ წარმოადგინა გადაწყვეტილების პროექტი განსახილველ საკითხზე, უმაღლესი საბჭო უახლოეს პლენარულ სხდომაზე ისმენს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს, რომლის საფუძველზეც სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ; ბ) კომისიის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. 3. შესაბამისი მოწვევის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე თუ დარჩენილია 3 თვეზე ნაკლები დროებითი კომისიის შექმნა დაუშვებელია. უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 3 თვით ადრე ყველა დროებით კომისიას უწყდება უფლებამოსილება. კომისია ვალდებულია აღნიშნულ დრომდე წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. თუ დროებითმა კომისიამ ამ ვადამდე ვერ მოამზადა დასკვნა განსახილველ საკითხზე, კომისიის მიერ მოპოვებული მასალა, შესაბამისი ანგარიშით, გადაეცემა ახალი მოწვევის უმაღლეს საბჭოს, რომელიც რეგლამენტის 57-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას საკითხის შემდგომი შესწავლისა და განხილვის შესახებ. 4.   დროებითი კომისიის საქმიანობის დასრულების შემდეგ მის საქმიანობასთან დაკავშირებული მასალები კანონით დადგენილი წესით გადაეცემა უმაღლესი საბჭოს აპარატს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14 (დ…51475329576365665767861
მითითებამნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…ადგილობრივი თვითმმართვ…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა