საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 77. დროებითი კომისიის სხდომა, სხდომის ოქმი

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.დროებითი კომისიის სხდომებს იწვევს დროებითი კომისიის თავმჯდომარე.

2.დროებითი კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დროებითი კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. დროებითი კომისია გადაწყვეტილებას იღებს დროებითი კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თუ ამ რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი კენჭისყრა. თუ გადაწყვეტილება კვლავ არ იქნა მიღებული, საკითხი უარყოფილად ითვლება.

3.დროებითი კომისიის სხდომის გამართვის თარიღი და დღის წესრიგი დროებითი კომისიის წევრებს წინასწარ ეცნობება. აღნიშნული ინფორმაცია სხდომის თარიღის დანიშვნისთანავე განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე.

4.თუ ფრაქციის მიერ დანიშნულ დროებითი კომისიის წევრს დროებით არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს დროებითი კომისიის მუშაობაში, მის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება აქვს, აღნიშნული წევრი დროებით შეცვალოს ფრაქციის სხვა წევრით. ამის შესახებ ფრაქცია დროებითი კომისიის სხდომამდე წერილობით აცნობებს დროებითი კომისიის თავმჯდომარეს.

5.დროებითი კომისიის სხდომას შეიძლება სათათბირო ხმის უფლებით დაესწრონ სხვა პარლამენტის წევრები და მოწვეული პირები. საჯარო სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით.

6.დროებითი კომისიის წევრის წინადადებით დროებით კომისიას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება დახურული სხდომის გამართვის შესახებ. დროებითი კომისიის სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დახურული წესით. დროებითი კომისიის დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს დროებითი კომისიის თავმჯდომარე.

7.დროებითი კომისიის სხდომის პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას გამართვა დაუშვებელია.

8.დროებითი კომისიის მუშაობა აისახება დროებითი კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს დროებითი კომისიის თავმჯდომარე.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დროებითი კომისიის სხდომებს იწვევს დროებითი კომისიის თავმჯდომარე. 2. დროებითი კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დროებითი კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. დროებითი კომისია გადაწყვეტილებას იღებს დროებითი კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თუ ამ რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი კენჭისყრა. თუ გადაწყვეტილება კვლავ არ იქნა მიღებული, საკითხი უარყოფილად ითვლება. 3. დროებითი კომისიის სხდომის გამართვის თარიღი და დღის წესრიგი დროებითი კომისიის წევრებს წინასწარ ეცნობება. აღნიშნული ინფორმაცია სხდომის თარიღის დანიშვნისთანავე განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე. 4. თუ ფრაქციის მიერ დანიშნულ დროებითი კომისიის წევრს დროებით არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს დროებითი კომისიის მუშაობაში, მის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება აქვს, აღნიშნული წევრი დროებით შეცვალოს ფრაქციის სხვა წევრით. ამის შესახებ ფრაქცია დროებითი კომისიის სხდომამდე წერილობით აცნობებს დროებითი კომისიის თავმჯდომარეს. 5. დროებითი კომისიის სხდომას შეიძლება სათათბირო ხმის უფლებით დაესწრონ სხვა პარლამენტის წევრები და მოწვეული პირები. საჯარო სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით. 6. დროებითი კომისიის წევრის წინადადებით დროებით კომისიას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება დახურული სხდომის გამართვის შესახებ. დროებითი კომისიის სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დახურული წესით. დროებითი კომისიის დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს დროებითი კომისიის თავმჯდომარე. 7. დროებითი კომისიის სხდომის პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას გამართვა დაუშვებელია. 8. დროებითი კომისიის მუშაობა აისახება დროებითი კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს დროებითი კომისიის თავმჯდომარე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14 (დ…425347483 (და…63576467727877
მნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…სახელმწიფოს მიერ დაფინ…საქართველოს კონსტიტუცი…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა