Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 61

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 61. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტის ინიციირების უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტს, ფრაქციას, პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს. პარლამენტის დადგენილების პროექტი უნდა შეიცავდეს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროების სათანადო დასაბუთებას. პარლამენტის დადგენილების პროექტი გადაეცემა პარლამენტის ბიუროს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად. პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას მოწინააღმდეგეთა ხმები არ გაითვალისწინება. პარლამენტის დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველი, გამოსაკვლევ საკითხთა წრე და კომისიის უფლებამოსილების ვადა.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების მიღებიდან 3 დღის ვადაში დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი და ამტკიცებს პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე.

3.დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად. ამასთანავე, დროებით საგამოძიებო კომისიაში ფრაქციები წარმოდგენილი უნდა იყვნენ თითო წევრით მაინც და დროებით საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები.

4.ფრაქციები და უფრაქციო პარლამენტის წევრები ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კვოტების დაცვით, პარლამენტის ბიუროს მიერ კვოტების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში, თავიანთი გადაწყვეტილებით წარადგენენ დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს და ამის შესახებ აცნობებენ პარლამენტის ბიუროს.

5.დროებით საგამოძიებო კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა და შესაბამისი პარლამენტის წევრების კომისიაში გაწევრება შესაძლებელია აგრეთვე ამ რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით დადგენილი წესით.

6.დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების წარდგენის შესახებ ინფორმაციის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარდგენის მომენტიდან არაუგვიანეს 5 დღისა იმართება დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა.

7.დროებითი საგამოძიებო კომისია პირველ საორგანიზაციო სხდომაზე ირჩევს კომისიის თავმჯდომარესა და კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, შეიმუშავებს დროებითი საგამოძიებო კომისიის დებულებას. საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 10 ივნისის რეგლამენტი №1683 – ვებგვერდი, 12.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 2 ივლ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივლ. 2026· გამოქვეყნდა 12 ივნ. 2026
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 60შემდეგი მუხლი 62

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №9

  • 1 ცვლილება · ბოლო 12 ივნ. 2026
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 4 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 32

მიუთითებენ მასზე

მუხლი 160მუხლი 65

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 72დროებითი კომისიის შექმნა
  • 65დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა
  • 67დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 42პარლამენტის საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 57დროებითი კომისიის შექმნა
  • 61დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა
  • 63დროებითი კომისიის სხდომა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 47დროებითი კომისიის შექმნა
  • 51დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა
  • 53დროებითი კომისიის სხდომა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 14 (დანართი 1)უმაღლესი საბჭოს დროებითი კომისია

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 29მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14 (დ…42475153295761636532160726761
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026