Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 57

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 57. დროებითი კომისიის შექმნა

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.დროებითი კომისიის შექმნის შესახებ უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის ინიცირების უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, კომიტეტს, ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრთა 3 კაციან ჯგუფს. დადგენილების პროექტი უნდა შეიცავდეს კომისიის შექმნის საჭიროების შესახებ სათანადო დასაბუთებას. დადგენილების პროექტი გადაეცემა უმაღლესი საბჭოს ბიუროს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად. უმაღლესი საბჭო, დროებითი კომისიის შექმნის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს პლენარულ სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. უმაღლესი საბჭოს დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს დროებითი კომისიის შექმნის საფუძველი, გამოსაკვლევ საკითხთა წრე და კომისიის უფლებამოსილების ვადა.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში, დროებით კომისიაში წევრთა რაოდენობას და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, რომელსაც უმაღლესი საბჭოს ბიურო ამტკიცებს უახლოეს სხდომაზე.

3.დროებითი კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციებში გაერთიანებულ უმაღლესი საბჭოს წევრთა და უმაღლესი საბჭოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, ამასთან, დროებით კომისიაში  ფრაქციები წარმოდგენილი უნდა იყვნენ თითო წევრით მაინც და კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები.

4.ფრაქციები და უმაღლესი საბჭოს წევრები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დადგენილი კვოტების დაცვით, უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიერ კვოტების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში თავიანთი გადაწყვეტილებით წარადგენენ კომისიის წევრებს, რის შესახებაც აცნობებენ უმაღლესი საბჭოს ბიუროს.

5.დროებითი კომისიის წევრების წარდგენის შესახებ ინფორმაციის უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან არაუგვიანეს 3 დღისა იმართება დროებითი კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა.

6.დროებითი კომისია პირველ საორგანიზაციო სხდომაზე ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს, შეიმუშავებს დროებითი კომისიის დებულებას.

წინა მუხლი 56შემდეგი მუხლი 58

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-30 · №18

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 61

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 63დროებითი კომისიის სხდომა
  • 61დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა
  • 29კომიტეტის ფორმირება და შემადგენლობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 47დროებითი კომისიის შექმნა
  • 53დროებითი კომისიის სხდომა
  • 51დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 72დროებითი კომისიის შექმნა
  • 61დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა
  • 77დროებითი კომისიის სხდომა, სხდომის ოქმი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 14უმაღლესი საბჭოს დროებითი კომისია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 6უმაღლესი საბჭოს დროებითი კომისია

საქართველოს კონსტიტუცია

  • 42პარლამენტის საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1442475351616329672617757
მითითებამნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 30 აპრ. 2026